საზოგადოება "როდესაც ნიკამ ნელი დოროყაშვილი გამაცნო მასში... დავინახე.... სამწუხაროდ ვერაფერს შევცვლიდი" - რას იხსენებს თამაზ ბიჩინაშვილი 2022, 23 ოქტომბერი, 10:47 თამაზ ბიჩინაშვილი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის წყვილს წლების წინ ჯვარი დასწერა დოროყაშვილი-ბასილაშვილის 2 წლიანი სასამართლო დავის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმ დროს იხსენებს როდესაც ბასილაშვილმა მომავალი მეუღლე მას პირადად გააცნო. ბიჩინაშვილის თქმით, მან დოროყაშვილში მტაცებელი თავიდანვე ამოიცნო:"ნიკა ბასილაშვილისანამ ნიკა ''იმას'' ცოლად მოიყვანდა ორი წლის განმავლობაში ხშირი ურთიერთობა მქონდა როგორც მოძღვარს სულიერ შვილთან და მეგობართან. როდესაც ნიკამ სამებაში ნელი დოროყაშვილი გამაცნო მასში მტაცებელი დავინახე. სამწუხაროდ ვერაფერს შევცვლიდი.ნიკას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და ჯვრისწერის დღეზე შესათანხმებლად იყვნენ მოსულნი. ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა. მადლობა ღმერთს და ქალბატონ მოსამართლეს. ყოფილი მეუღლის ბრალდება ჩემთვის თავიდანვე ნონსენსი და ფანტასტიკის სფერო იყო.ნიკა ზედმეტად კეთილშობილი და გულწრფელი ადამიანია. მას ყველაზე ცოტა 5 წელი შეუძლია ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე თამაში და ''ტოპ''15-ში დაბრუნება, რასაც თავდაუზოგავი შრომა და ვარჯიში სჭირდება. ჯანი და მხნეობა ნიკა! შენ შეგიძლია. არქ. ანთიმოზ ივერიელი" - წერს თამაზ ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში და ჩოგბურთელის ფოტოს აზიარებს.შეგახსენებთ, რომ დოროყაშვილი-ბასილაშვილის 2 წლიანი სასამართლო დავა როგორც იქნა დასრულდა - თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო. ბასილაშვილის ადვოკატმა თეონა გვაზავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვნითი პროცესით დამტკიცდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოა, ხოლო ნელი დოროყაშვილი ძალადობის მსხვერპლი არ არის.ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი სასამართლოს მიერ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს, ყველა ქალისთვის, ვინც ახლაც ძალადობის ქვეშ იმყოფება.334 შეფასება არ არის |