x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134036
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გარდაიცვალა ლეგენდარული იტალიური ჯგუფის Ricchi e Poveri-ის წევრი ფრანკო გატი
image

იტალიელი შემსრულებელი ფრანკო გატი იყო ამ ქვეყნის ერთ-ერთი მუსიკალური სიმბოლო. იყო, რადგან ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების ამბავი. ფრანკო იყო Ricchi e Poveri-ის წევრი, რომელსაც მან მიუძღვნა თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი.


გავრცელებული ინფორმაციით, 80 წლის მომღერალი გენუაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, ბოლო წლებში ის მძიმედ იყო ავად, რის გამოც დაასრულა საკონცერტო მოღვაწეობა და პრაქტიკულად არ ჩანდა საზოგადოებაში.


გატი იყო Ricchi e Poveri ჯგუფის წევრი მისი დაარსებიდან (1967 წელი) . ის იყო არა მხოლოდ ვოკალისტი, არამედ გიტარისტი და კლავიშისტი. ჯგუფი ამ შემადგენლობით 2016 წლამდე მოგზაურობდა - შემდეგ ფრანკომ უფროსი შვილის გარდაცვალების გამო მუსიკალურ კარიერას თავი დაანება, თუმცა ჯგუფის 50 წლის იუბილეს საპატივცემულოდ, გატი 2020 წელს დროებით დაბრუნდა და სხვა წევრებთან ერთად იმოგზაურა ევროპის რამდენიმე ქალაქში.



იტალიური სცენის ლეგენდას ცოლი სტეფანია და ქალიშვილი ფედერიკა დარჩა. ისინი მუსიკოსის მემკვიდრეობის პრეტენდენტები არიან.

image

შეგახსენებთ, რომ Ricchi e Poveri ცნობილი გახდა ისეთი კომპოზიციებით, როგორიცაა Mamma Maria, Che sarà, Cosa Sei, Sarà perché ti amo, Voulez vous danser და სხვა. მათი პოპულარობის პიკი დადგა 70-80-იან წლებში, ისინი პოპულარული იყვნენ საბჭოთა კავშირშიც.


ამ დროისთვის ჯგუფში რჩება ორი წევრი - ანჟელო სოჯუ და ანჟელა ბრამბატი.


Ricchi e Poveri-ი რამდენჯერმე იყო ჩვენს ქვეყენაში და მომავალ თვეში კვლავ აპირებს ჩამოსვლას, 2022 წლის 11-12 ნოემბერს, 20:00 საათზე. სასტუმრო The Biltmore და თბილისის სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს ბერი ანდრიას ფონდის შვილობილების – ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.ღონისძიებაში მონაწილეობას ზუკა ხუციშვილის ბენდი და ქართველი მომღერლებიც მიიღებენ.


1
213
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
213
  
2022, 22 ოქტომბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1