x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
20 გამაოგნებელი და შოკისმომგვრელი ისტორიული კადრი, რომლებიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახებთ

image

ისტორიული კადრები, რომლებიც თქვენს გონებაში დარჩება:

1. უოლტერ იეო (1917)

ის იყო პირველი ადამიანი, რომელსაც სახეზე კანი გადაუნერგეს, კანი სხეულის სხვა ნაწილებიდან აიღეს. ინგლისელმა მამაკაცმა ჭრილობები მიიღო პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე.image

2. მადამ ტიუსოს ცვილის მუზეუმი (1925)

მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურები სხვებს ნამდვილად არ ჰგავდა. ფოტოზე ნაჩვენებია ხანძრის შედეგები, რომელმაც გაანადგურა მრავალი სამუზეუმო ექსპონატი.image

3. ტყვიაგაუმტარი ჟილეტის გამოცდა (1923)

დღესდღეობით ახალი გამოგონებების ტესტირება ხდება კომპიუტერული მოდელების და სპეციალური სადგამების გამოყენებით. მაგრამ 1923 წელს გამოიყენეს ცოცხალი ადამიანები! image

4. ჯეიმს ბროკი (1964)

ჯეიმს ბროკი მოტელის მფლობელია, რომელმაც მჟავა ჩაასხა “მხოლოდ თეთრკანიანთა აუზში, " რომელიც შავკანიანი აქტივისტების მიერ იყო დაკავებული. ბედის ირონიით, სწორედ აქტივისტები დააკავეს. მეორე დღეს კი მიღებულ იქნა სამოქალაქო უფლებების აქტი.
image

5. მიკი მაუსის კლუბი (1930)

დიახ, დიახ, ცნობილი სატელევიზიო შოუ დაიწყო ნამდვილი "კლუბით", რომელიც რაღაც ბოროტ სექტას მოგვაგონებდა. ყველა წევრს ეკეთა მიკი მაუსის ნიღაბი. შეხედეთ ამ ფოტოს: შემზარავად გამოიყურება, არა?image

6. ტერფის სილამაზის კონკურსი (1930)

ასეთი „სილამაზის კონკურსები“ ომამდე ლონდონში იმართებოდა. მონაწილეთა სახეები დამალული იყო და ჟიური (რა თქმა უნდა, მამაკაცი) გამარჯვებულს მხოლოდ ტერფებით არჩევდა.
image

7. 8000 მილი ფეხით (1937)

ამ ორმა კაცმა დამოუკიდებლად გაიარა დაახლოებით 8000 მილი (12875 კმ) მანძილი - კარაკასიდან (ვენესუელა) ვაშინგტონამდე (აშშ). ისინი ოცნებობდნენ სკაუტების პირველ შეხვედრაზე დასწრებაზე. კაცები დღეში 25 მილს (40 კმ) დადიოდნენ და მიზნის მისაღწევად მათ დაახლოებით ორი წელი დასჭირდათ!image

8. კუ კლუქს კლანი ეშმაკის ბორბალზე (1926)

ეს არ არის დადგმული ფოტო. სურათი გადაღებულია კოლორადოში კუ კლუქს კლანის შეკრებაზე, რომელიც გასართობ პარკში გაიმართა.image

9. ფერადი ფქვილის ტომრები (1930-იანი წლები)

დიდი დეპრესიის დროს სიღარიბემ აიძულა ბევრი ამერიკელი ქალი, რომ ფქვილის ტომრებისგან საკუთარი კაბები შეეკერათ. ამის გაგების შემდეგ, ფქვილის მწარმოებლებმა დაიწყეს სხვანასხვა ნახატებიანი ტომრების შეკვეთა უფრო ლამაზი კაბების შესაკერად!image

10. ბარნუმისა და ბეილის “ფრიკების" ცირკი (1924)

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი "ფრიკების ცირკი" მთელ ამერიკაში. მასში სამუშაოდ ხშირად იღებდნენ დეფექტების მქონე ადამიანებს, რადგან განსაკუთრებით დიდად აფასებდნენ თანდაყოლილ დეფორმაციას.image

11. ორიგინალი რონალდ მაკდონალდი (1963)

ამჟამინდელი რონალდ მაკდონალდისგან განსხვავებით, მაკდონალდსის ორიგინალური სიმბოლო საერთოდ არ გამოიყურებოდა ბავშვურად. პირიქით, ის სტივენ კინგის მკვლელ ჯამბაზს ჰგავდა.image

12. მარტინ ლუთერ კინგი (1960)

მარტინ ლუთერ კინგის დაშინება არც ისე ადვილი იყო. მაგალითად, მან საკუთარი სახლის წინ გაზონზე ცეცხლმოკიდებული ჯვარი შენიშნა (რასისტ სამხრეთელებში პოპულარული დაშინების ხერხი), მშვიდად დაიხარა და ამოიღო ის.image

13. კოსმოსური შიმპანზე ჰემი (1961)

კამერუნული ჰემი იყო პირველი შიმპანზე, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. დედამიწაზე წარმატებული დაბრუნების შემდეგ, ის გადაიღეს გაზეთთან მისი ფრენის შესახებ.image

14. ენი ედსონ ტეილორი (1901)

ტეილორი იყო პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომელმაც ნიაგარას ჩანჩქერი ხის კასრით გადალახა. მან ეს გააკეთა 63 წლის იუბილეზე და მოგვიანებით დაიჩივლა, რომ ძალიან არასასიამოვნო იყო!image

15. ჰინდენბურგის ჩამოვარდნა (1937)

გერმანული საჰაერო ხომალდი ჰინდენბურგი შეერთებულ შტატებში 1937 წლის 6 მაისს ჩავიდა. ჭექა-ქუხილის გამო ბორტზე ხანძარი გაჩნდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. 97 მგზავრიდან და ეკიპაჟის წევრიდან 35 დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი ადგილზე ავარიის მსხვერპლი გახდა.
image

16. თავისუფლების ქანდაკების სახე (1885)

ცნობილი თავისუფლების ქანდაკება შეერთებულ შტატებს საფრანგეთმა 1885 წელს აჩუქა. კვარცხლბეკზე ადგილის დაკავებამდე მან მრავალი ცვლილება და რესტავრაცია განიცადა.image

17. მშრალი კანონი აშშ-ში (1929)

დეტროიტში სამართალდამცავებმა უკანონო ალკოჰოლის მარაგი იპოვეს და ქუჩაში ასხამენ. აკრძალვის ეპოქის ტიპიური სურათი.image

18. დღე, როდესაც შვედეთი გადავიდა მარჯვენა მხარეს მართვაზე (1967)

1967 წლის 3 სექტემბერს შვედეთი მარცხნიდან მარჯვნიდან მართვაზე გადავიდა და ამან დიდი დაბნეულობა გამოიწვია. გზებზე საცობები ჩამოყალიბდა, მაგრამ ავარიების მაჩვენებელი შემცირდა და არავინ დაშავებულა. საინტერესოა, რომ მეტრო და მატარებლები ახალ სისტემაზე არ გადასულან და დღემდე არ იყენებენ მარცხენა მოძრაობას.image

19. წონის კლების მანქანა (1936)

იმ დროს ხალხს სჯეროდა, რომ სხეულის ცხიმი შეიძლება სიტყვასიტყვით "გაიწელოს". ამისთვის გამოიგონეს ლილვაკების ასეთი ტრენაჟორები. თუმცა შედეგი ნული იყო...image

20. ბავშვის გალია (1930-იანი წლები)

ჩვილებისთვის ასეთი გალიები არც თუ ისე გავრცელებული, მაგრამ პოპულარული იყო მოდურ ლონდონელებში 1930-იან წლებში. ბინები ისეთი გალიებით იყო აღჭურვილი, რომ ბავშვს სუფთა ჰაერი ესუნთქა და მზეზე დამტკბარიყო.image














1
646
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
646
  
2022, 22 ოქტომბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1