x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ქალები, რომლებიც ქმრებს გაშორდნენ და დამშვენდნენ
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




image





როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.





რა თქმა უნდა, განქორწინებაში კარგი არაფერია, როდესაც ქალს საშინელი სტრესის გადატანა და ცხოვრების ახლიდან დაწყება უწევს, თუმცა ბევრისთვის განქორწინება სულაც არ ნიშნავს დეპრესიას. დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ, კარგ მაგალითებზე უნდა მოგითხროდ, თუ როგორ გახდნენ ცნობილი ქალბატონები განქორწინების შემდეგ უფრო წარმატებულები და მშვენიერები.




ცნობილი ქალები, რომლებიც ქმრებს გაშორდნენ და დამშვენდნენ





1. კეტი პერი. image




2. ჰოლი ბერი. image




3. ვიქტორია ბონია. image




4. გვენ სტეფანი.image




5. პალინა გაგარინა. image




6. მირანდა კერი. image




7. ოლგა ბუზოვა. image


6
649
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
649
  
2022, 6 ნოემბერი, 10:11
ამერიკაში ვეღარ დავიბადები :) თან არც მინდა,რადგან აქ დავიბადე,იქ რო დავბადებულიყავი,მაშინ იქ მენდომებოდა. ამერიკაში შესაძლოა არის მეტი პერსპექტივა და მეტი ფულის შოვნის შანსი,მარა აქ ცხოვრება მირჩევნია.ფულიზე დახამებული ადამიანების კატეგორიაში არ გავდივარ და არც მქონია დიდი სურვილი რო ეს ყოფილიყო ჩემი მიზანი.არ იფიქროთ,რომ ვინც ასე იქცევა ცუდი ტიპები არიან,მათი საქმეა და მათი არჩევანი.უბრალოდ,ადამიანმა უნდა ცადოს რაღაცის შეცვლა და საკუთარი შვილებისთვის უკეთესის დატოვება,ვიდრე მას დაუტობა მშობელმა. წახვიდე,იშოვო ფული და რა? აქ არ უნდა ჩამოხვიდე ან შენი შვილი არ უნდა ჩამოვიდეს,თუ აქ არ შეცვალე რამე აზრი არ აქვს არც ფულს და არც არაფერს.რა უნდა ამერიკაში გადასვლას,ახლობლები მყავს იქ და მექსიკის გავლითაც გადავძვრები,რა პრობლემაა?! და რა იქნება მერე,სხვა ქვეყნის დოვლათის შემაქნაში მივიღებ მონაწილეობას და საქართველოში გამოვაგზავნი თევზს,როცა შემეძლო აქ ყოფნა და ანკესების გაკეთება ან თევზაობის სწავლა.ამიტომაც არ წავალ ამ ქვეყნიდან,შესაძლოა გავაკეთო ცოტა,მაგრამ ის მაინც მეცოდინება რატომ ვაკეთებ.ამიტომაც არ ვეთანხმები ამ სიტყვებს "ემიგრანტებმა გადაარჩინეს ეს ქვეყანა". უფრო დაღუპეს,რადგან თავიანთი ოჯახის წევრები გააზარმაცეს,ზოგი ცოლის ხარჯზე ცხოვრობს,ზოგიც დედის და ზოგიც ბებიის,ყიდულობენ ბოლო თაობის ტელეფონებს,გადადიან ახალ ბინაში,დადიან ბრენდულ მაღაზიებში და კარგ რესტორნებში. რა მოხდება,თუ წასული პირი გარდაიცველბა ან ვეღარ შეძლებს ფულის გამოგზავნას? როგორც იყიდეს ეს ნივთები,ისე გაყიდიან და ისევ სიღარიბეში იქნებიან.ამ ქვეყანაში ხალხი არ დარჩა,რომ რამე უთხრა და გვერდზე დაგიდგეს ან ქოცია ან ნაცი. ამიტომ ამერიკა კარგად იყოს,იქ მცხოვრები ქართველებიც,მარა ჩემი ცივი მჭადი მირჩევნია იქაურ მადლიერების დღის ინდაურს
2022, 6 ნოემბერი, 9:56
იურისტობა ისეთი რამეა,რომ უნდა იყო მაგარი ან საერთოდ არ იყო იურისტი,მით უფრო სისხლის სამართალაში. ამ ქვეყანაში და ამ სასმართლოს პირობებში ძნელი ამბავი იქნებოდა მსგავსი პროფილით წარმატება,მარა რთული თემები მიყვარს,მარტივს სხვაც გააკეთებს. ზოგადად,კილო მანეთად არის იურისტი საქართველოში,მაგრამ კარგი იურისტი იშვიათია. იურისტობა აზროვნებით იწყება და ეს არის მთავარი ინდიკატორი ამ საქმეში,იურისტი უნდა ფიქრობდეს,რომ თუ ერთი კაცი არის ათასის წინააღმდეგ,არ ნიშნავს რო მტყუანია და უნდა იბრძოლოს მისი სიმართლისთვის. ეს არის მიდგომა,რაც ბევრ იურისტს აკლია საქართველოში და ამიტომაც არის ბევრი ადამიანი ციხეში ისეთ საქმეებზე,რასაც დაზარელული არ ყავს ან ყავს და ეს არის თვითონ პატიმარი.ბავშვობიდან მქონდა ასეთი მიდგომა,თუ მსჯავრდებულს ვერ გამოასწორებს ციხე,მაშინ ის ციხეში არ უნდა მიდიოდეს. ეს არ ეხება მკვლელებს და პედოფილებს რა თქმა უნდა. ადამიანს ვიჭერთ კანაფის მოხმარების გამო და ვუსჯით ჯერ ერთ წელს,ხოლო განმეორებით მეტს,ხოდა ციხემ როგორ უნდა გამოასწოროს ეს პიროვნება.ის არავის ზიანს არ აყენებს,არ არსებობს დაზარალებული,ის არის დამოკიდებული ამ ნივთიერებაზე,როგორც ბევრი არის დამოკიდებული ალკოჰოლზე,აზაარტულ თამაშებზე და ა.შ. არიან ადამიანები,რომელბიც დამოკიდებულნი არიან ფულზე,რაც არანაკლები ზიანის მომტანია მისთვის და მისი ახლობლებისთვის,მაგრამ ხომ არ ვიჭერთ ამ ხალხს? მაშინ რატომ ვიჭერთ კანაფის მომხმარებლებს.ჩემზე ზრუნვის მოტივით მიჭერენ და მიშვებენ ციხეში.დავუშვათ,რომ გადავაგდე ეს ნივთიერება და აღარ მოვიხმარ,როგორ წარმოგიდგენიათ,სადმე სამსახურს ვიშოვი? ნაცხარი ადამიანი სამსახურში არავის არ უნდა და არც არავის აყავს. ჩემზე ზრუნვის მოტივით ჯერ ციხეში გამიშველს,ხოლო მერე მომავალი დამინგრიეს. თუ საქართველოში იურისტები გვყავს,ამაზე მაგარი სამუშაო თემა რა უნდა იყოს,მაგრამ არ გვყავს სამწუხაროდ.აქედანვე გამომდინარეობს სასამართლოში ბარდაგი და ა.შ. არ ვარ საკუთარ თავზე ზედმეტად შეყვარებული ადამიანი და არც განდიდების მანია მჭირს,მაგრამ იმ დეკანმა ერთი მაგარი იურისტი წაართვა ქვეყანას,რადგან არ მაქვს არაფრის და არავის შიში,ეს კი იურისტისთვის აუცილებელია.
2022, 6 ნოემბერი, 9:38
სამწუხაროდ,გვიანია იურისტობაზე ფიქრი,ჯობია ეკონომიკას მივაწვე:) ვიცი,რომ ეხლაც შესაძლებელია იურისტად "გადაწყობა",მარა არ მგონია რო სწორი არჩევანი იქნება. თან არასოდეს მიზიდავდა სამოქალაქო ან სხვა სამართალი,უფრო სისიხლის სამართლისკენ ვიხრებოდი და მსურდა ნამდვილად,ჩავაბარე კიდეც,განაცხადიც გავაკეთე უნივერსიტეტში,მაგრამ დეკანმა გადაწყვიტა და ფული აიღო,სხვა სპეციალობაზე გადამაგდო და "გამიპრავა",თურმე ქულები არ მეყო :) სინამდვილეში,იმ ფაკულტეტზე მოხვედრილ სტუდენტების ათეულში ვიყავი მიღებული ქულებით,მაგრამ ჩაწყობებმა და ფულისტობამ თავისი საქმე ქნა. შემეძლო რო გადავსულიყავი სხვაგან,ერთი წელი ზედმეტად გამეტარებინა უნიში,მაგრამ გადავწყვიტე ის დეკანი დაუსჯელი არ დამეტოვებინა. მე ვერ ავისრულე ჩემი ოცნება,მაგრამ ვეღარასოდეს დაცაგრავს ის დეკანი ახალგაზრდას,რომელსაც სურს რაღაც.
2022, 5 ნოემბერი, 17:38
:))) იქნებ არც ახლაა გვიან?
2022, 4 ნოემბერი, 8:57
გაშორების ბრალია თუ პლასტიკური ქირურგიის? არ მგონია,რომ ქმრები უშლიდნენ საკუთარი თავის მოვლას და ეს იყო მიზეზი. უბრალოდ,ცხოვრების ახალ ეტაპზე ადამიანები იმიჯს იცვლიან,რათა ყოფილები აეჭვიანონ და აფიქრებინონ,თუ რა დაკარგეს. სინამდვილეში,ოჯახობის დროს რო ეზრუნათ ამ იმიჯზე და საკუთარ თავზე,შესაძლოა განქორწინებები არც დასჭირვებოდათ. ერთი რამე უეჭველია,ამერიკაში უნდა იყო იურისტი და უნდა მუშაობდე განქორწინების საქმეებზე,მაგაზე შემოსავლიანი ამბავი ვერ ექნება ვერავის.აფსუს,რა დროს არ დავიბადე ამერიკაში და რა დროს არ ვარ იურისტი,ხომ მოვიწყობდი ცხოვრებას :)
2022, 2 ნოემბერი, 1:07
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 6