x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ერთ პატარა ბავშვს ნახევარი საქართველო დედას ულანძღავს, მეორე ნახევარი მამას..." - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი
image

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გუშინდელ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:


"ერთ პატარა საოცარ ბავშვს ნახევარი საქართველო დედას ულანძღავს, მეორე ნახევარი მამას.. ნეკასიანები VS ნიკასიანები... თითქმის არავინ ლუკასიანები"...

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ წაიკითხა:



„ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ნაწილში;


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - საუბარია 2019 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე;


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2019 წლის 1 აპრილის ეპიზოდი;


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი;


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდი;


გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 მაისის განჩინება, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო. გირაოს შემტანს ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს შეტანილი თანხა.


ნიკოლოზ ბასილაშვილს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი", - განაცხადა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ.

6
210
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
210
  
2022, 23 ოქტომბერი, 9:33
ამიტომ გინდათ რაიმეს შეცვლა,სწორად აღზრდეთ შვილები და ისინი შეცვლიან ყველაფერს. თუ ბავშვს ასწავლი მამაძაღლობად,მამაძაღლად გაიზრდება. სხვა შემთხვევაში,იქნებიან ლუკასის მსგავსი ბავშები,რომელბიც ბულინგის მხვერპლები იქნებიან ან მარიტას დარი ბავშვები,რომლებიც უპასუხიმგებლობის გამო დაიღუპებიან. როცა უსაქციელობას ჩადიხარ,არ უნდა გჭირდებოდეს სხვისი დასჯა,ტვინი უნდა გიფეთქდებოდეს და უნდა ნერვიულობდე დღედაღამე. ასე გამოსწორდება სიტუაცია.
2022, 23 ოქტომბერი, 9:28
შვილებზე ფიქრი არ არის ის,რომ მათ საჭმელი აჭამოთ,კარგად ჩააცვათ ან კარგ სკოლაში ასწავლოთ,ბავშვს ადამიანობა უნდა ასწავლოთ და სწორად მოქცევა. ბავშვი გაიზრდება მაინც კარგი საჭმელის ან ჩასაცმელის გარეშე,აფრიკაშიც იზრდებიან ბავშვები ბოლობოლო და არც კარგი სკოლა არის აუცილებელი საჭიროება. სკოლა შენი შვილისთვის შენ უნდა იყო და შენს მაგალითზე უნდა გაზარდო. მახსოვს,ბნელ წლებში ადვილი ფულის შოვნის ხერხი ვნახეთ ბავშვებმა,ალუმინი და სპილენძი მოვიპარეთ,იქვე ვაჭარი ცხოვრობდა და მივყიდეთ. იმ პერიოდისთვის მსუყე თანხა 100 ლარი შემხვდა(რამდენი მოვიპარეთ რო ამდენი შეგხვდა) და გახარებული სახლში წავედი. მამაჩემი 100 ლარს დღეში კი არა თვეში ვერ შოულობდა ხანდახან და მე 2-3 საათში ვიშოვე. მივედი და დავაგდე ეს ასი ლარი მაგიდაზე,დავაი ვიგულაოთქო:) მამაჩემს ჯერ გაეცინა,მერე ხელი გადამხვია და გამომტეხა,საიდან მქონდა ეს ფული. ჩემი პარტნიორები მოაგროვა და მიგვიყვანა დაზარალებულთან,ბოდიში მოგვახდევინა და ეს ფული მიგვაცემინა უკან. ის კაცი მაგარი გაგებული აღმოჩნდა და არ იჩივლა,შეიძლება მამაჩემი დაელაპარაკა,მარა არ იჩივლა. წაგვიყვანა,ნისიად ნაყინი გვიყიდა ყველას და დაგვებაზრა. ბევრი არ ულაპარაკია,თავის დაკოჟრილი ხელები გვანახა და შეგვარცხვინა. მახსოვს,რომ თვალებში ვერ ვუყურებდი კარგა ხანს მამაჩემს და დღემდე ის დღე მახსენდება. ჩვენ არ გვქონდა ფეხსაცმელი,წყალი შედიოდა,არც თბილად გვეცვა,მარა უკვე ვიცოდით,რომ რაც ჩვენი არ იყო იმას არ უნდა შევხებოდით,თუნდაც მშვრები ვყოფილიყავით. სკოლაც დავამთავრე,უნივერსიტეტიც,მარა ყველაზე დიდი გაკვეთილი ის იყო.
2022, 23 ოქტომბერი, 9:15
ჩემს უბანში გააკეთეს სტადიონი,ფული მოტეხეს დიდი ალბათობით,რადგან სტადიონზე არც ხალიჩა იქნა დაგებული და არც განათება გაკეთებული.ობიექტი ჩაბარდა და ჩაიბარეს,უბანმა ხელი მოაწერა ამაზე. გავიარე ამ სტადიონზე და არც ფარი იყო მყარად დამონტაჟებული და არც კარები. ჩემს მეგობრებს ვუთხარი და ჩავაცემენტეთ თავიდან,ფული ჩვენი ჯიბიდან ამოვიღეთ და ახლა უკვე ვიცი,რომ არც კარი და არც ფარი ბავშვს თავში არ დაეცემა,მარა ხრეშზე ბურთაობა კარგი მაინც არ არის,მარა ბავშვია და ვერ აუხსნი,რატომ არ შეიძლება თამაში სტადიონზე. შეგვეძლო გვეჩივლა და გვერბინა აქეთ ან იქეთ,მარა ამასობაში ფარი მოძვრებოდა. ვაკის პარკში დენი 2 წლის წინაც ირტყმევინებოდაო და რატომ არ მიაქციეთ ყურადღება? იჩივლეთ ხო? სხვათაშორის,ჩემი უბნის ბავშვები გვიყურებდნენ და უკვირდათ,ახალ სტადიონს რემონტი რატომ სჭირდებოდა,რას ვიზავდით,ვერ ვეტყოდით რო მამები კვერცხები ყავთ.გავა დრო და თვითონ მიხვდებიან,რატომ ხდებოდა ასე და რატომ ისე,თუ მანამდე არასწორმა მორალმა არ ჩაყლაპა. ყველაზე სასაცილო ამ ისტორიაში ის არის,რომ "ხელოსნებს" შვილები არ გვყავს,არცერთს და ჩვენ ვფიქრობდით სხვის შვილებზე,ხოლო მათი მშობლები არა. კარგი ის არის,რომ ვცდილობ სწორი მორალით ვიმოძრაო და ადამიანებზე ვიფიქრო,ეს არის ქრისტიანობა და არა ეკლესიების ან ხატების შექმნა.
2022, 23 ოქტომბერი, 9:03
ამ ქვეყანაში,მამა მიდის ან დედა(რატო განვასხვაოთ) აკეთებს საქმეს(საქმე პირობითად) და ცდილობს მეტი ფული მოტეხოს ჯიგრულ პონტში. იმაზე ფიქრი,რომ ამ გაკეთებულ საქმეს შეიძლება უბედურება მოყვეს არ ფიქრობენ ან ფიქრობენ,მარა მათ არ დაემართებათ ან გააფრთხილებენ ახლობლებს და პოხუი აქვთ ჩართული. მიდის დრო და ამ საქმის გამო ბავშვები ზარალდებიან,მართალია საქმის გამკეთებლის შვილები არა,მარა ბავშები ზარალდებიან და მნიშვნელი არ აქვს ვისი. რა სხვისი შვილი ბავშვი არ არის თუ არ იმსახურებს სიცოცხლეს? 99% ასე იქცევა და როცა პრობლემა გახდება ამ 99%ის 0.01% იჭერენ და დანარჩენები ისევ აგრძელებენ ფულის მოტეხვას და ასე გრძლედება უკუნისი უკუნისამდე. ბავშვებს ვიძახი,თორე ეგ ბავშვებიც მომავალი მომტეხველები არიან,მარა შანსი აქვთ არ იყვნენ. პუტინიც კარგი ბავშვი იქნებოდა,მარა არასწორი მორალით გაზარდა დედამ/მამამ და რაც არის კი ვიცით. სწორ მორალზე კარგი რამე არ არსებობს,მარა სად არის სწორი მორალი?! ქვესკნელის მაღლა არის,მარა არ გინდა ასვლა,რანაირად უნდა ახვიდე,როცა ერთ კაცს 99 კაცი გექაჩება ქვესკნელისკენ. სტატიაში ნახსენები ბავშვის საქმე ყველაზე კარგად არის ყველა ქართველ ბავშვთა შორის,რადგან მან უკვე იცის დედაც და მამაც ყ... არიან,მათი მხარდამჭერებიც სამი ასონი არიან და ის გაარღვევს ამ წრეს,რადგან იცის. თქვენ ის თქვით,რომ ქართველი ბავშვების დიდმა ნაწილმა არც იცის როგორი ყვ... მშობლები ყავთ და მათ მიყვებიან არასწორ მორალში.
2022, 23 ოქტომბერი, 8:50
არქიმანდრიტო,საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ? საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პატივსცემს წვერიანთა ურდოს და ამ უდიდესი ნაწილის უდიდესი ნაწილი ეთაყვანება,ხოდა ეს ხალხია ერთი მხარის დიდი უმრავლესობა. სწორი მორალით რო მოძრაობდეთ ზავკოში და რო ჩამოსულიყავით ჯიპებიდან არა? მეტი კომუნიკაცია რო გქონდეთ ხალხთან,მეტს რო ესაუბრებოდეთ ქრისტეზე და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე არ გვინდა ხო? არასწორი მორალი გაქვთ მანდ საპატრიაქოში,ეთაყვანებით ბატონს და არა ქრისტეს,მერე თქვენი ხელდასმით ადამიანები ხან ვის დასდევენ ტაბურეტით და ხან ვის. აქაც ეგრე მოხდა,ადვოკატი ანა აბაშიძის გადამკიდე,ნელიკოზე შეიქმენით წარმოდგენა და დაუწყეთ ლანძღვა,ნელისიანები ისედაც ლანძღავდნენ ნიკოლოზს. ეს დაპირისპირება არ არის ორ ადამიანს შორის და ამიტომ არ ახსოვთ მესამე ადამიანი,ეს არის ბნელების და უფრო ბნელების დაპირისპირება,არა ოჯახური ძალადობა. საპატრიაქო და მისი სექტა(მორწუნენი არ ქვია ამ ხალხს) არიან ბნელეთის მოციქულები,ხოლო ლჭპტ თემი,ფემინისტები და მათი უფლება დამცველები არიან უფრო დიდი ბნლეთის ბანდა,გრანტზე ჩასაფრებული ბანდა. ეს დაპირისპირება მიმდინარეობას ჰადესის სამყაროში და იქ ბავშვები არავის ახსოვს. საქართველოში უფრო ბნელა,ვიდრე ქვესკნელის სამეფოში.
2022, 22 ოქტომბერი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6