x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
"ეს რამხელა გული გდებია გულში, მარიტა! ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი დარჩენილი სიცოცხლის ცხრა მეათედს თუ შენ გაჩუქებდა განგება" - სოლომონ ნერგაძე
imageვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა, იტალიაში მოღვაწე მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი სოლომონ ნერგაძე სოციალური ქსელით ეხმაურება:


"ღმერთო, როგორ მეცოდება ეს პატარა გოგო!... რამხელა გული გდებია მკერდში, შვილო! დევის გული გქონია შენ და დევის კიდე, შენი გული... არცერთს არ გიფიქრიათ საკუთარ თავზე... შვილო, დარწმუნებული ვარ, რამხელა ბედნიერების გრძნობით გაგიყოფდა დევი თავის სიცოცხლეს... ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემი დარჩენილი სიცოცხლის ცხრა მეათედს თუ შენ გაჩუქებდა განგება...


ეს რამხელა გული გდებია გულში, მარიტა!... შენნაირი შვილის გამზრდელი დედა და მამა ტკივილის და სიმწარის კი არა, ბედნიერების ღირსები არიან... მზე კი დაუბნელდათ... ვერც ვუსამძიმრებ... ერთმა პატარა გოგონამ სიყვარულის, ადამიანობის, სულის უტეხობის და თავგანწირვის გაკვეთილი ჩაგვიტარე მთელ ერს, გაკვეთილი, რომელიც შენი მამისტოლა კაცმა გაიმეორა... ანგელოზებთან ხარ, შვილო, თავად ანგელოზო!... მაპატიე, ვერ გეუბნები იმას, რაც შიგნით მიტრიალებს...


შენს მშობლებს კი, გული დასჭირდებათ ჩემი?! - აქვთ! სისხლი დასჭირდებათ ჩემი?! - აქვთ! დარჩენილი სიცოცხლე დასჭირდებათ?! - აქვთ!"

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად ჩასულებს კი დენმა დაარტყათ.

სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთის, 13 წლის გოგონას მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

1
765
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
765
  
2022, 21 ოქტომბერი, 12:46
ვინ დაგვწყევლა ესე. რამდენს უნდა გაუძლო ადამიანმა. სად გყავს დასაკარგი ასეთი ანგელოზები. დღე არ გავა რამე უბედურება არ დაგვატყდეს თავზე. მარიტა არის მოუნელებელი ტრაგედია მთელი ერისთვის. ერის ღირსეული შვილი დავკარგეთ, უღირსი, უნამუსო, კურუფციაში ჩამხვრჩალი ადამიენების გამო. ღმერთის არ გეშინიათ უმაქნისო მანქურთებო?
0 1 1