x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
დასახელდა 10 ყველაზე საძულველი ადამიანი მსოფლიოში
image

ნტერნეტგამოცემა thetoptens-მა რომელიც საუკეთესო ათეულების შედგენითაა დაკავებული თითქმის ყველა სფეროში გამოაქვეყნა მორიგი საკმაოდ საინტერესო რეტინგი, ტოპ-10 ყველაზე საძულველი ადამიანი თანამედროვე მსოფლიოში 2021 წლის ჩათვლით.

მაშ ასე პირველი ათეული ასე გამოიყურება:



10-კარდი ბ.— ამერიკელი რეპერი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და ტელეწამყვანი. 2018 წელს გამოუშვა სადებიუტო ალბომი „Invasion of Privacy“. ამ ალბომმა მას პირველი გრემის ჯილდო მოაგებინა, ნომინაციაში „საუკეთესო რეპ ალბომი“. ალბომმა ბილბორდ 200-ის სიაში პირველი ადგილი დაიკავა.


image

9-ელენ ლი დეჯენერესი — ამერიკელი კომიკოსი, ტელეწამყვანი, მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი. ცნობილი გახდა სიტკომ „ელენში“ მონაწილეობით, რომელიც ABC-ზე გადაიცემოდა. 2003 წლიდან დღემდე არის ტელეშოუ „ელენ დეჯენერესის შოუს“ წამყვანი. კინოკარიერა დაიწყო 1990-იანი წლების დასაწყისში

image


8-ემბერ ჰედი-ამერიკელი მსახიობი და მოდელი. კარიერა დაიწყო ეპიზოდური როლების შესრულებით. სახელი გაითქვა 2008 წლის შემდეგ. აღიარებულია სექსსიმბოლოდ.

image


7-ვლადიმერ პუტინი- რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის მეორე (2000-2008) და მეოთხე (2012-) პრეზიდენტი. 1999-2000 და 2008-2012 წლებში რუსეთის მთავრობის მდივანი, 1998-1999 წლებში იყო უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი, 1999 წელს იკავებდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს.(შენიშვნა:ეს გამოკითხვა წელსაც რომ ჩატარდეს, ის უთუოდ პირველ ადგილს დაიკავებდა)

image


6-კიმ ჩენ ინი- ჩრდილოეთ კორეელი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. ჩრდილოეთ კორეის დამფუძნებლის, კიმ ირ სენის შვილიშვილი და კიმ ჩენ ირის შვილი. თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2011 წლის 17 დეკემბერს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ.

image


5-დერეკ შოვენი-ამერიკელი ყოფილი პოლიციელი, რომელიც გაასამრთლეს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მინეაპოლისში. შოვინი იყო მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის წევრი 2001 წლიდან 2020 წლამდე.

image


4-სი ძინპინი — ჩინელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი 2013 წლის 14 მარტიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი 2012 წლის 15 ნოემბრიდან და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე 2013 წლის 14 მარტიდან.

image


3-ჯო ბაიდენი- ამერიკელი პოლიტიკოსი, დემოკრატიული პარტიის წევრი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 2021 წლიდან, [1] რომელმაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხა. 2009–2017 წლებში იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი (ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს), ხოლო 1973–2009 წლებში — აშშ-ის სენატორი დელავერიდან.

image

2-უილიამ ჰენრი "ბილ" კოსბი უმცროსი - ამერიკელი სტენდაპ კომიკოსი, მსახიობი და მწერალი. ის ცნობილია თავისი სატელევიზიო შოუთი The Cosby Show, რომლის პროდიუსერი და წამყვანი თვითონ იყო. მისი სხვა პროექტებია: "მსუქანი ალბერტი და კოსბის ბავშვები", "ბავშვები ამბობენ ყველაზე უცნაურ რამეებს" და "მე ჯაშუში" და სხვა. 50-ზე მეტმა ქალმა ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

image


1-დონალდ ტრამპი- ამერიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2015 წლის ივნისში, ტრამპმა საკუთარი თავი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა. 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რესპუბლიკელების მიერ წარდგენილმა ტრამპმა დემოკრატების კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

image

შეგახსენებთ, რომ ამავე ინტერნეტგამოცემამ, რამდენიმე წლის წინ, ქართელთა სასიქადულო მეფე, დავით აღმაშენებელი "მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მთავარსარდლების სამეულში" დაასახელა.

0
1229
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0