საქართველო გუშინ ხარაგაულში ,, ქართული ოცნების" მხარდამჭერები დააკავეს 2012, 25 სექტემბერი, 19:23 გუშინ “ ქართული ოცნების" აქტივისტები დააკავეს ხარაგაულში. მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ თორნიკე ავალიშვილთან შეკამათება იყო. მართველი გუნდის წარმომადგენელი თორნიკე ავალიშვილი შეხვედრას მართავდა მოსახლეობასთან და თან “ ქართული ოცნების" -მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებს ასახელებდა. სწორედ ამ დროს მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მალხაზ კუპრაძესთან და თემურ ჭიპაშვილთან. დღეს სასამართლო გაიმართა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბრალბედულების ადვოკატების გარეშე ჩატარდა სასამართლო პროცესი და მათ 40 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 47 3-ს მოსწონს
|