x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ადამიანი გასაჭირის დროს გამოიცნობა, განსაკუთრებით ომის დროს თუ რას წარმოადგენს ის
image ცხოვრების გზები ვარდის ფურცლებით არაა მოფენილი, ყოველთვისაა წინაღობა და დაბრკოლება რომლის გადალახვა გვიწევს ადამიანებს. ეს ეხება როგორც მდიდრებს ასევე საშუალო ფენას და ღარიბებსაც.


ზოგადად ადამიანი გამოიცდება გასაჭირის და პრობლემის დროს, ის ვინც პრობლემურ დროს გვერდში ამოგიდგება, ჩათვალეთ რომ მისი სახით საქმე გაქვთ კარგ ადამიანთან ან მეგობართან. ხშირად მცირეოდენი პრობლემის დროსაც ისეთი ადამიანები გვარიდებენ თავს, ვისზეც უზარმაზარი ამაგი გვაქვს, "შარს არ გადავეყარო"-ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობენ ასეთი ადამიანები როგორც წესი უიშვიათესი გამონაკლისების გარდა.


ეს მცირე მიმოხილვა ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებაზე და პრობლემაზე, თემა ეხება ადამიანის ფსიქოლოგიას, რაც უფრო მომზადებული და ძლიერი ფსიქოლოგიისაა ადამიანი მით უფრო საიმედოა ის.


ავიღოთ ჯარი ან ზოგადად ძალოვანი უწყებები, როგორც წესი ყველას უტარდება ფსიქოლოგიური მომზადების კურსი, თუმცა როცა ელიტურ ჯგუფებს უტარდებათ ღრმა ფორმით, სხვებს უტარდებათ ასე ვთქვათ მსუბუქი ფორმით, რაც კრიტიკულ სიტუაციაში აუცილებლად აისახება ამ ადამიანების მოქმედებებზე.



ომში მხოლოდ ტექნიკა არ იმარჯვებს, შესაძლოა ზეთანამედროვე ტექნიკით იყო აღჭურვილი, მაგრამ დამარცხდე ცუდი ფსიქოლოგიური მომზადების გამო.
რას ვგულისხმობ ამაში: სუსტი ფსიქოლოგიის მებრძოლი ემოციურად ლაბილური ნერვული სისტემის მქონეა, საბრძოლო მოქმედების ზონაში მოხვედრისას დიდია ალბათობა მან უბრალოდ ვერ გაუძლოს ბრძოლის სირთულეს და ეიფორიაში ჩავარდეს, რაც აუცილებლად გადაიზრდება პანიკაში, პანიკა კი როგორც წესი გადამდებია და "დომინოს პრინციპით" მოქმედებს, გაიქცა ერთი, აუცილებლად გამოჩნდება გაქცევის სხვა მსურველიც, რაც მასიურ პანიკურ გაქცევაში გადაიზრდება ხოლმე. "თავის შველის" პროცესში კი ასეთი ადამიანები ბრძოლის ველზე ტოვებენ ტექნიკას, ამუნიციას და რაც ყველაზე უარესია ტოვებენ თანამებრძოლებს, გნებავთ ბრძოლისუნარიანს და გნებავთ დაჭრილებს.


პარტიზანობის პერიოდში გალის რაიონში სოფელ მზიურში დავიჭრი იმის გამო, რომ ავეფარე თანამებრძოლს, რომელსაც ჯავშანჟილეტი არ ეცვა, მე კი ჯავშანჟილეტი მეცვა და შემეძლო მისი დაცვა.


სხვა ჩემს ადგილზე შესაძლოა ასე არ მოქცეულიყო ან შესაძლოა მოქცეულიყო, ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავ ვინ როგორ მოიქცევა.


ამ ვიდეოში ჩანს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ან ყუმბარმტყორცნის ყუმბარა მოხვედრილი, ცეცხლმოკიდებული რუსული ტანკი, საიდანაც მძღოლ-მექანიკოსი ამოდის და იმის ნაცვლად ეკიპაჟის სხვა წევრებს ანუ თანამებრძოლებს დაეხმაროს ცეცხლმოკიდებული ტანკიდან თავის დახსნაში საბრძოლო მასალის დეტონაციამდე-უბრალოდ, როგორც იტყვიან თავქუდმოგლეჯილი გარბის რაც მის ცუდ ფსიქოლოგიურ მოუმზადებლობაზე და პანიკაში ჩავარდნაზე მეტყველებს.


0
209
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
209