x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
გიგანტური ზარმაცები - ურჩხულები, რომლების პარამეტრები შოკში ჩაგაგდებთ
მისი თანამედროვე ნათესავები მხოლოდ ფოთლებით იკვებებიან, თუმცა თავად ის - გიგანტური ზარმაცა ანუ მილოდონი სულაც არ იყო ვეგეტარიანელი. ის ყველაფერს გეახლებოდათ, რასაც ბედი მას უწილადებდა. სწორედ ამას მოწმობს ის მუმიფიცირებული ნაშთები, რაც სამხრეთ ამერიკაში აღმოაჩინეს. ნაშთების მიხედვით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მილოდონი არამხოლოდ მცენარეულ საკვებს და ახალ ნანადირევს გეახლებოდათ, არამედ ლეშსაც სიამოვნებით მიირთმევდა.


დღეს სამხრეთ ამერიკის გაუვალ ჯუნგლებში ზარმაცას 6 სახეობაა ხეებზე მუდმივად ჩამოკონწიალებული. ესენი სრულიად უწყინარი ცხოველები არიან, თუმცა დაახლოებით 10 ათასი წლის წინ მათ გიგანტური ნათესავები ჰყავდათ, ხოლო მთელი მათი სახეობა ალასკადან ცეცხლოვან მიწებამდე იყო გავრცელებული.


მეგალოდონი


თავდაპირველად მილოდონიც მეცნიერებს თანამედროვე ზარმაცების მსგავსად ვეგეტარიანელი ეგონათ. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამ გიგანტური ძუძუმწოვრის ახლად აღმოჩენილი ნაშთები გამოიკვლიეს და მის განავალში ცხოველური საკვები იპოვეს. როგორ, ეს 2000 კილოგრამი წონის მქონე მონატრი, რომელსაც უზარმაზარი კლანჭები და ვეებერთელა ტორები ჰქონდა, ცხოველებზე ნადირობდა? ამას პალეონტოლოგები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, თუმცა ფაქტი ჯიუტი აღმოჩნდა.



მაგრამ რამდენად კარგი მონადირე იყო მილოდონი?


მეცნიერები ფიქრობენ, რომ მილოდონი არ იყო კარგი მონადირე. არც სწრაფი სირბილი შეეძლო და არც საუკეთესო ყნოსვით და მხედველობით იყო დაჯილდოებული. ამიტომ ის ხორცს მხოლოდ მაშინ გეახლებოდათ, როცა ამას მოახერხებდა. არ არის გამორიცხული, რომ შედარებით მომცრო ზომის მტაცებლებს უთვალთვალებდა და შემდეგ მათ მიერ მოკლულ ცხოველებს ისაკუთრებდა. თუმცა, მეცნიერები ფიქრობენ რომ ხეთა ყლორტების და ფოთლების გარდა ეს მონსტრი ძირითადად მაინც ლეშიჭამია გახლდათ.


მეგალოდონი


მას უზარმაზარი თათები ჰქონდა, რომელიც ვეებერთელა კლანჭებით ბოლოვდებოდა და ვაი მას, ვისაც მისი ტორი მოხვდებოდა. თანამედროვე გრიზლი, რომელიც ამერიკაში ბინადრობს, 750 კილოგრამს იწონის და ძალიან მრისხანე მტაცებელია. ახლა წარმოიდგინეთ გრიზლიზე სამჯერ უფრო დიდი არსება. ეს ნამდვილი ურჩხული იყო.


ამერიკაში მოსახლე ინდიელებს დღემდე აქვთ ლეგენდა მაპინგუარზე, რომელიც საზარელი მხეცი იყო. ინდიელების მიერ ამ ლეგენდაში აღწერილი მაპინგუარი ძალიან ჰგავს გიგანტურ ზარმაცას, თუმცა მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მეგათერიუმი უფრო უნდა ყოფილიყო, ვიდრე მილოდონი. მეგათერიუმი 6 მეტრს აღწევდა და წონითაც სპილოს არ ჩამოუვარდებოდა, თუმცა ჯერჯერობით დამტკიცებული არ გახლავთ, ვეგეტარიანელი იყო ეს მხეცი თუ ხორცსაც მიირთმევდა.


მეცნიერების უმრავლესობა ფიქრობს, რომ გიგანტური ზარმაცების - როგორც მილოდონის, ასევე მეგათერიუმის გადაშენება ამერიკის კონტინენტზე ადამიანის გამოჩენამ გამოიწვია. მიუხედავად მრისხანე შესახედაობისა, გიგანტური ზარმაცა სრულიად უსუსური აღმოჩნდა გვიანდელი პლეისტოცენის ეპოქის ადამიანების წინაშე, რომლებიც ქვისბუნიკიანი შუბებით იყვნენ აღჭურვილები და ჯგუფებად ნადირობდნენ. სწორედ ადამიანმა გამოიწვია ამ მრისხანე ცხოველების მასიური გადაშენება.


გიგანტური ზარმაცები იმდენად სწრაფად გადაშენდნენ, რომ მიუხედავად მათი ინტენსიური გავრცელებისა, ამ ცხოველების ნაშთებს ჩვენ დღეს იშვიათად ვაწყდებით. ამიტომ კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რამდენად დიდია ის პასუხისმგებლობა, რაც ადამიანს ცხოველთა სამყაროს წინაშე აკისრია. თუ მილოდონის და მეგათერიუმის მსგავსი გიგანტები ადამიანის ჩარევის შედეგად ასე სწრაფად გადაშენდნენ, ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება დაემართოთ დანარჩენ ცხოველებს.


მეგალოდონი

0
391
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0