x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გიგანტურმა ასტეროიდმა ფაეტონმა, რომელიც დედამიწას განადგურებით ემუქრება, მოულოდნელად სისწრაფეს მოუმატა
image
გიგანტური და პოტენციურად საშიში ასტეროიდი "ფაეტონი", რომელიც ნასას ცნობით შეჯახების საფრთხე ატარებს, მოულოდნელად მოიქცა განსხვავებულად, ვიდრე გამოთვლებით იყო ნაწინასწარმეტყველები. ეს ნიშნავს, რომ ის უფრო საშიში გახდა. ამის შესახებ გამოაცხადეს ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის ასტრონომებმა, რომლებიც აკვირდებიან უცნაური ლურჯი ფერის ბლოკს პუერტო რიკოს არესიბოს ობსერვატორიიდან. მათ ისაუბრეს ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების პლანეტარული მეცნიერებების განყოფილების 54-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე. მათი ანგარიში უნივერსიტეტის პრესრელიზშია გამოქვეყნებული.





ასტეროიდი ყოველწლიურად ზრდის ბრუნვის სიჩქარეს, რაც ამცირებს მის ღერძზე ერთხელ ბრუნვის დროს. ასტრონომთა ჯგუფმა, შონ მარშალის მეთაურობით, ეს შენიშნა ობიექტის სიკაშკაშის „დაუგეგმავი“ ცვლილებით.



image


მოულოდნელი ანომალია - აშკარა შეუსაბამობა თეორიასა და პრაქტიკას შორის - არა მხოლოდ გაურკვევლობას აჩენს პროგნოზებში, არამედ საფრთხეს უქმნის მომავალ მისიას DESTINY + (Demonstration and Experiment of Space Technology for INterplanetary voYage with Phaethon fLyby and dUst Science), რომელიც დაგეგმილია იაპონელების მიერ. იაპონიის საჰაერო კოსმოსური საძიებო სააგენტო (JAXA) აპირებს 2 წელიწადში ფაეტონზე გააგზავნოს ზონდი, რათა, დაზუსტდეს ბლოკის შემადგენლობა, ზომა, ორბიტა და სტრუქტურა. 2028 წლისთვის დაგეგმილმა დაშვებამ შეიძლება არ იმუშაოს. თუ ამ ცვლილებას განსაკუთრებული განმარტებები არ მოჰყვება. მოკლედ, გამოთვლები და მოდელები უნდა გამოსწორდეს.





ბუნებრივია, მეცნიერებს აინტერესებთ რა არის ანომალიის მიზეზი. შესაძლოა, ეს იმაში მდგომარეობს, რომ ფაეტონი ოდესღაც კომეტა იყო. პერიოდულად ის დაფრინავდა მზის მახლობლად, თბებოდა. სხვადასხვა მიმართულებით ისროდა ნამსხვრევებით გაჯერებულ ორთქლისა და გაზის ჭავლებს. ეს ხშირად ხდება კომეტების ზედაპირზე.


image


თანდათანობით აქროლადი ნივთიერებები გაქრა ზედაპირიდან. კომეტა ასტეროიდად გადაიქცა.




"ნაგავი" - იგივე მტვერი და პატარა კენჭები - ქმნიდა გემინიდების მეტეორულ წვიმას. ასტეროიდი ამ მეტეორულ წვიმასთან თითქმის ერთდროულად მიფრინავს დედამიწისკენ. მაგალითად, 2017 წელს, ფაეტონის დედამიწასთან საკმაოდ ახლოს მოვიდა 16 დეკემბერს, ხოლო, მეტეორები წვიმდა 7-დან 17 დეკემბრამდე.


image




მონაცემების მიხედვით, რომელიც ნასამ მიიღო თავისი STEREO-A თანამგზავრიდან, 2009 წელს ფაეტონი მოულოდნელად 2-ჯერ უფრო კაშკაშა გახდა. მეცნიერები თვლიან, რომ ეს ფენომენი მოწმობს გამოშვებულ ჭავლს - მტვრით დაფარული ყინული შეიძლება მკვეთრად აორთქლდეს. ასევე, ეჭვობენ ნატრიუმის არსებობაზეც.




როგორც ჩანს, ახლა აღმოჩენილი ფენომენი ასევე ასოცირდება ასტეროიდის ჯერ კიდევ შემონახულ „კომეტის“ აქტივობასთან.




კომეტის ასტეროიდად ტრანსფორმაციაში, რომელიც უცნობია როდის მოხდა, ფაეტონის მთავარი საფრთხე დევს. შესაძლებელია, რომ მან „გაიხსენა“ თავისი კომეტური წარსული და კვლავ დაიწყო რეაქტიული ნაკადების გაშვება, ოღონდ ზედაპირის ქვეშ აქროლადი ნივთიერებების ხარჯზე.



ორთქლი, რომელიც იშლება, სავარაუდოდ აჩქარებს ასტეროიდის ბრუნვას და შესაძლოა გადაიყვანოს დადგენილი ტრაექტორიიდან, შესაძლოა გეზი იცვალოს დედამიწისკენ.





ფაეტონი დედამიწის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი უდიდესი ასტეროიდია. როცა ის პლანეტასთან ახლოს დაფრინავს, რეგულარულად კვეთს დედამიწის ორბიტას - დაახლოებით წელიწადში ერთხელ. მიმდინარე გამოთვლებიდან გამომდინარეობს, რომ მომდევნო ასი წლის განმავლობაში ასტეროიდი არ უნდა მოხვდეს ჩვენს პლანეტაზე. მაგრამ ის უფრო დაუახლოვდება მას. 2093 წლის 14 დეკემბერს ფაეტონი 3 მილიონ კილომეტრზე ახლოს მოვა დედამიწასთან.~, თუ მისი მოძრაობის ტრაექტორია ამ დროისთვის არ შეიცვლება.




ერთ დროს ასტრონომებს სჯეროდათ, რომ ფაეტონის დიამეტრი 5 კილომეტრია. 2017 წელს ჩატარებული დაკვირვების შედეგად . აღმოჩნდა, რომ ის გაცილებით დიდია - 6 კილომეტრი. დაახლოებით 66 მილიონი წლის წინ ოდნავ უფრო დიდი ზომის ასტეროიდის შეჯახებამ დედამიწასთან გადააშენა დინოზავრები.ასე, რომ ფაეტონი არის პოტენციურად საშიში დედამიწელებისთვის.




ასტეროიდის ფორმა მწყერის კვერცხს წააგავს. კვლევები აჩვენებს, რომ ზედაპირზე არსებული ხვრელები ზრდის ასტეროიდის განადგურების შანსს მასზე ბირთვული მუხტის გასროლით.

0
352
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0