x
კალაძე მიდის, მარა უჭირს

imageკალაძე არ მიდის, მას არ უნდა წავიდეს, ან უნდა და ვერ მიდის, მერე რას იტყვის ბატონი? არადა როგორ გინდა აქედან გამოხვიდე სუფთად, ყველამ იცის რაც მოხდა, პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა აიღოს, ეს ვიღაცა კი პირველ რიგში მერიაა. როგორც ვხედავთ ტელევიზორში, გამოიყვანეს ხალხი, აბსოლუტურად უტიფრად აძახებინეს სისულელე, თითქოს ყველაფერი კარგად შესრულდა და სამუშაოები უნაკლოდ ჩაუტარდა შადრევანს, მაგრამ კაბელების თემა ისევ უცნაურ კითხვის ნიშნებს აჩენს, რატომ იყო ასე ღიად ჩაყრილი აუზში და რატომ არ იყო იზოლირებულად მოთავსებული ყუთში. კალაძე წამსვლელი კაცია, მაგრამ როგორ წავა ესაა საქმე, თვალებში ჩაგვხედავს თუ უკანა კარებით ისარგებლებს. ყოველ შემთხვევაში ბიძინას გარეშე მაინც რთულია რამე პროგნოზის გაკეთება, მთავარია რას იტყვის უფროსი.

6
449
შეფასება არ არის
ავტორი:ბადრი ესებუა
ბადრი ესებუა
449
  
2022, 17 ოქტომბერი, 22:33
მოიცა აბა აქ ერთობით?
2022, 17 ოქტომბერი, 22:29
სახელს და გვარს ვირჩევთ მაგრამ საკუთარ აზრს არ ვწერთ
2022, 17 ოქტომბერი, 22:25
პროფილის სახელს და გვარს თვითონ ირჩევს აქ ნებისმიერი, რამე განსაკუთრებული შემთხვევა ხო არაა.
2022, 17 ოქტომბერი, 22:18
ისე, არც სხვა სტატიებზე გეწერა ვინაობა. . საერთოდ, თუ როგორც ჟურნალისტი ასე წერ, საკუთარ პოზიციებს არ უნდა აფიქსირებდე
2022, 17 ოქტომბერი, 21:14
თორნიკე ვარ ორბელაძე, ფოტოც პროფილზე რაც ჩანს ნამდვილად ჩემია, სტატიაც ნამდვილად ჩემი დაწერილია და დამეზარა უბრალოდ ქვემოთ ჩემი ხელის მოწერა.
2022, 17 ოქტომბერი, 21:01
სისულელეებს წერ. ჯერ ერთი ავტორი რომ არის ანონიმური ასე არ შეიძლება. მერეც მეორე, თუ ავტორი ანონიმურია, მაშინ ის უნდა ჩანდეს, ვისი აზრია, მკითხველი რას კითხულობს, ვინ ამბობს ამას? თუ ციტატაა და მოსაზრებები წერია მაშინ როგორც კომენტარი ისე უნდა დაწწერო და ვინ აცხადებს მიუწერო. თუ იმალები და არც სტატიის ავტორი ჩანს არც ციტატის ავტორი, ასე არ ხდება...

არც შესავალი, არც არაფერი, ფირდაპირ აზრს აფიქსირებ და მორჩა?
0 1 6