x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„ადამიანებს ნუ ჩაგრავ, იმახსოვრებენ!... ვინც არ დამიჯერა, წაიქცა“ - გია ჯაჯანიძე
image


ტელეწამყვანი, გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ცხოვრებისეულ რჩევებს უზიარებს:

.

“დრომ გამოცდა მოგიწყო, ვერ ჩააბარე, დროებით გეპატია. არ გათამამდე, საშიშია. ადამიანებს ნუ ჩაგრავ, იმახსოვრებენ.


.

სიკეთის კეთება ვერ გიშველის, იმიტომ, რომ ანგარებით გაკეთებულ სიკეთეს განგება ფერფლად აქცევს.თუ თავად არ დამდაბლდები, ადამიანები დაგადამბლებენ, ზოგი მზაკვრობით, ზოგი ვნებით, ზოგიც შეფარული მუქარით.არ მოგატყუოს მდგომარეობამ, გზა ძალიან მოლიპულია.მდიდრულ, ძვირიან მაღაზიებთან ადამიანები მოწყალებას არ ითხოვენ. ისინი იაფიან მაღაზიებთან შოულობენ ლუკმა პურის ფულს.ვერავინ გაიგებს, ვერავინ დაგინახა, შიშით თავს იმშვიდებ?ყველა ყველაფერს გაიგებს, ყველა ყველაფერს ხვდება.შენც ხომ ხვდები ბევრ რამეს, შენც ხომ არ გეპატება არაფერი, ასე ვართ ყველა.ადამიანები წყვეტენ ერთმანეთის ბედს, მტრისას თუ შეცდი.რა ვქნა, მითხრეს და მეც გითხარი.ვინც დამიჯერა, დაღუპვას გადაურჩა.ვინც ჩაიქირქილა წაიქცა.ღმერთმა ყველას გიშველოთ” – წერს გია ჯაჯანიძე.

0
305
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0