x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
შაქარი და შაქრის პუდრი – ერთი და იგივე არ არის! 5 ნაკლებად ცნობილი ფაქტი შაქრის და მისი თვისებების შესახებ

1. შაქარი და შაქრის პუდრიimage


ჩვეულებრივი რაფინირებული შაქარი მარცვლოვანია, ანუ სუფთა საქაროზის კრისტალებისაგან შედგება. მაგრამ, თუ შაქარს დავფქვავთ, ის ჰაერიდან ტენის შეწოვას დაიწყებს, ანუ ჰიგროსკოპიული გახდება. ეს რომ არ მოხდეს, შაქრის პუდრს, მწარმოებლები 3%–მდე სახამებელს ამატებენ.

თუ შაქრის პუდრს ცივ წყალს ჩაყრით, ის ბოლომდე არ გაიხსნება და წყალში სახამებლის წებოვანი ბურთულები გაჩნდება.


2. ყავისფერი (ლერწმის) შაქარი ჰაერზე სწრაფად მკვრივდება და ცუდად ხსნად "ქვად" იქცევა.image


ამის თავიდან ასაცილებლად, ასეთი შაქარი ჰერმეტულად დახურულ ქილაში შეინახეთ. თუ შაქარი უკვე გამაგრდა, მისი საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, საკმაოდ მარტივია: მოათავსეთ შაქარი თავსახურიან ჭურჭელში, ვაშლის ნაჭერთან ერთად. დაახლოებით, 1 დღეში, შაქარი დარბილდება.


3. შაქარს შეუძლია ფიზიკის კანონების დარღვევაimage


მაგ., 1 ჭიქა წყალში, შეგვიძლია მარტივად გავხსნათ 2 ჭიქა შაქარი! ეს როგორ ხდება? რა თქმა უნდა, აქ კანონი არ ირღვევა: უბრალოდ, შაქრის მოლეკულებს აქვთ ეს თვისება — ისინი წყლის მოლეკულებს შორის, სივრცეში «იჭედებიან». ამ უნარის გამო, წყლის გათბობის შემთხვევაში, 1 ჭიქა წყალში, 2 კგ-მდე შაქრის გახსნა შეიძლება. სწორედ ამ მეთოდით მიიღებოდა ადრე შაქარ–ყინული, ხოლო ახლა — ლოლიპოსები.


4. ჭარხალსა და ლერწმის შაქარს შორის, არანაირი განსხვავება არ არის.image


ორივე შემთხვევაში, გადამუშავების პროცესში, ვიღებთ სუფთა საქაროზას, ამიტომ შაქრების ქიმიური შემადგენლობა იდენტურია. მწარმოებლებს იმის მითითებაც კი არ მოეთხოვება, თუ რომელი პროდუქტია გადამუშავებული: ჭარხალი, თუ ლერწამი. შაქრის ამ ორ სახეობას შორის, განსხვავება მხოლოდ ფერშია: ჭარხლის — თეთრია, ლერწმის კი — ყავისფერი.


5. სახამებელი და შაქარი – ორი, მეტად ახლოს მდგომი, ოჯახის ნივთიერებებია.image


სწორედ ამიტომ, რთული ქიმიური რეაქციის მეშვეობით, შეგვიძლია, შედარებით ნაკლებ შაქრიანი სიმინდისგან, ტკბილი სიმინდის სიროფის მიღება. თუმცა, იმდენი საქაროზა, რამდენიც ჭარხალში და შაქრის ლერწამშია, — სხვა პროდუქტებში არ არის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* საიდან მოვიდნენ შუმერები?

* სასარგებლო რჩევები ფეხსაცმლის შეძენას და მოვლასთან დაკავშირებით

* რას ამბობს ცნობილი ფიზიკოსი, არამიწიერ სიცოცხლეზე და კაცობრიობის მომავალზე?

* ერთადერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია

* "ჩვენ ვიცით, სად ვეძებოთ უცხოპლანეტელები" – აცხადებენ მეცნიერები

* კაცობრიობის ისტორიული სამშობლო

* გალილეო გალილეის 10 ბრძნული გამონათქვამი, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ

* რა ელის მსოფლიოს, ბირთვული ომის შემთხვევაში


1
157
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
157
  
2022, 2 ნოემბერი, 1:07
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
0 1 1