x
მარიტას ქანდაკება

imageბევრი რამის დაწერა შეიძლება, რაც მოხდა მთავარი და აუცილებელი იმის აღიარებაა, რომ არასწორად ვცხოვრობთ ხალხი, საზოგადოება არ იქცევა ადექვატურად, არ აქვს შესაბამისი რეაქცია ნებისმიერ მომხდარ ფაქტზე. ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი თავის მართვა კრიტიკულ მომენტებში, ეს არის სწორედ ჩვენი პრობლემა. ზუსტად, აქედან უნდა დავიწყოთ, რომ არ განმეორდეს მარიტას მსგავსი ტრაგედიები და არ იყოს ქვეყანაში მუდმივად გლოვა და ვაი ვიში ჩადენილ საქციელებზე და ტირილი უი ეს ასე რატო მოგვივიდა. მარიტას ტრაგედია, გამომდინარეობს ზუსტად ჩვენი არაგულწრფელი დამოკიდებულებებიდან, არ გვინდა ვაღიაროთ ჩვენი დანაშაული, რომ დენის გაჟონვაში არაა მთლად საქმე, რომ სწორი ადამიანები არ მივუშვით საქმის საკეთებლად, პროფესიონალი და არა ფულის კეთების მოყვარული მონები, რომლებმაც არ შეასრულეს მათზე დაკისრებული ვალდებულებები. ვაკის პარკის შადრევანში, მომხდარი დენის გაჟონვის ფაქტი, რამაც ახალგაზრდა მარიტას სიცოცხლე ემსხვერპლა, ყველასთვის ნიშანი უნდა იყოს, გამაფრთხილებელი აქცია, პროტესტი რომ სხვასაც შეიძლება იგივე დაემართოს, ყოველ შემთხვევაში მთავრობის და პირადად კალაძის პოზიციებიდან ამას ვგებულობთ.

0
235
შეფასება არ არის
ავტორი:ბადრი ესებუა
ბადრი ესებუა
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0