x
ვაკის პარკის სიკვდილის ქრონიკა

imageდღეს, მძიმე დღეა მთელი ქვეყნისთვის, თბილისში, ვაკის პარკში, შადრევნებში დენმა დაარტყა ორ ბავშვს, რომლებიც ბურთის გამოსატანად შევიდნენ იქ, ხოლო მესამე ბავშვი, გოგო რომელიც მათ დასახმარებლად წავიდა, სამწუხაროდ ვეღარ გადარჩა. ვაკის პარკის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა, გუშინვე გვახარა ბატონმა კალაძემ, რომ ნაციონალების მემკვიდრეობას მუსრი გაავლეს და საბოლოოდ ამოთხარეს ღრმა ორმო ჩვენი მომავლისთვის. ნებისმიერი მცდელობა, ოდნავ მაინც შეამსუბუქონ დღევანდელი ტრაგედია განწირულია წაგებისთვის, ვერავინ ვეღარ შეძლებს ამ ჭაობიდან თავის დაძვრენას. ან აქედან გამოვალთ მართლები, ოჯახისა და ქვეყნის წინაშე ან საბოლოოდ გაგვანადგურებს მომავალი თაობების ცოდვა.

9
248
1-ს მოსწონს
ავტორი:ბადრი ესებუა
ბადრი ესებუა
248
  
2022, 14 ოქტომბერი, 21:36
თუ ეხლა დაიჭერენ ვიღაცას ამისათვის,ეს შეიძლება იყოს კანონიერი,რადგან კანონი არის ასეთი,მაგრამ არ იქნება სამართლიანი და მორალური. ადამიანმა დაუშვა შეცდომა,რასაც მოყვა მსხვერპლი და როგორ შეიძლება შეცდომა იყოს კრიმინალი? მოგეხსენებათ,რომ ავარიები დიდი რაოდენობით ხდება საქართველოშიც და მსოფლიოში,ხოდა რატომ არ ვიჭერთ ავტომწარმოებელს? ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს სიჩქარის ლიმიტი,საქართველოში არის 110კმ/ს და რატომ არის მანქანის სიჩქარე 200 ან 260კმ/ს? ამით ხო ადამიანს უბიძგებს დაუშვას შეცდომა,რასაც მოყვება ხოლმე მსხვერპლი. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ,როცა ჩვენ ვირჩევთ ბიუროკრატს და ეს ბიუროკრატი ფულს ფლანგავს,რაც ადამიანების შიმშილად ჯდება,ბევრი იღუპება ამის გამო. რა გამოდის,რომ ჩვენ დავუშვით შეცდომა არჩევანში,რამაც გამოიწვია ადამიანის სიკვდილი. ყველა ჩავჯდეთ ციხეში? თუ ჯობია მოვიფიქროთ ისეთი სისტემა,რაც მინიმუმამდე დაიყვანს მსგავს შემთხვევებს?
2022, 14 ოქტომბერი, 21:29
ადამიანი ესე უბრალოდ არ ხდება კრიმინალი,ბევრი მიზეზის გამო შეიძლება გახდეს კრიმინალი. არის შემთხვევები,როცა ადამიან კრიმინალებად აცხადებს კანონი,მაგრამ არ არიან კრიმინალები. მაგალითისთვის გამოდგება ნარკოდამოკიდებული ადამიანები,რომლებიც კანონისთვის არიან კრიმინალები,თორე უფრო ავადმყოფობასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება პასუხისმგებლობას,კონკრეტულ ადამიანს ეკისრება პირველ რიგში და მერე საზოგადოებას,რადგანაც ესე უბრალოდ არ ხდებიან კრიმინალები. შეიძლება რარაც წესი ან კანონი ისეთი იყოს,რომ ადამიანი კრიმინალად გამოაცხადოს და საზოგადოებისთვის საშიშად. "იგიც" წესრიგის დამრღვევი იყო,როცა მან გადაწყვიტა წელში გამართული სიარული,ალუდა ქეთელაურიც წესებს არღვევდა,რადგან მარჯვენა არ მოაჭრა მტერს. ნუ უყურებთ მხოლოდ კანონს,შეიძლება ის მოძველებული ან ამორალური იყოს.
2022, 14 ოქტომბერი, 17:37
ადამიანი თუ კრიმინალი ხდება, პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?
2022, 14 ოქტომბერი, 12:32
ზედმეტი ემოციები და მისით წამოსული არასწორი ქმედებები მძულს საშინლად. არ შეიძლება ყველაფერი ემოცებზე წამოკიდო. ადამიანი გარდაიცვალა,აქ საჭიროა ემოცია და იგლოვოს ყველამ ან ვისაც უნდა,მაგრამ როცა ადამიანი გასამართლებას იწყებ,მაშინ ეგ ემოციები ძალიან ცუდია. უკონტროლო ემოცებმა დაანგრია ეს ქვეყანა ერთხელ უკვე,რატომ გვსურს მეორედ ამის გაკეთება? ჩვენი მიზანი ვიღაცი დასჯა არასოდეს უნდა იყოს,უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა,სადაც ადამიანი,მისი სიცოცხლე,თავისუფლება და საკუთრება იქნება დაცული. ეგ ბავშვი მოკლა სისტემამ და საზოგადოების გულგრილობამ,არა ერთმა ან ორმა. ამის გააზრება ძნელი არ არის და მგონი გესმის,რასაც ვსაუბრობ. მე არ მომხრე ვიღაც ჯემალას დასჯის,არც ჯუმბერის და არც არავის,მაგრამ სამაგიეროდ მომხრე ვარ ეს საბჭოური სიმახინჯე მოვიშოროთ სამუდამოდ. სისტემა უნდა დაინგრეს ყველა შემთვევაში,თორემ სულ იქნებიან მარიტას მსგავსი ბავშვები,რომლებიც დაიღუპებიან. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ,რომ მომავალში მარიტებმა იცოდნენ უფრო მეტი,რომ საკუთარი და თავისი მეგობრების სიცოცხლე დაიცვან,სანამ იქ სისტემა ანუ სახელმწიფო მივა,მოქალაქეს უნდა ქონდეს ცოდნა და უფლება დაიცვას თავი. ჩვენ თაობასთან დააშავა უფროსმა თაობამ და ახლა ჩვენი თაობა ვაშავებთ ამ ბავშვებთან.
2022, 14 ოქტომბერი, 12:23
მე რა ვიცი,ჩადიან ალბათ,მაგრამ ეგ რას ცვლის? აქ ხო პირველი ბავშვის შესვლაზე არაა საუბარი,მას ვერ ეცოდინებოდა,მაგრამ სხვა ბავშვებმა ვერ გაარკვიეს რა მოხდა და დაპანიკდნენ. ეს არის არ ცოდნა და გამოუცდელობა,რაზეც მქონდა საუბარი ქვემოთ. ამ ბავშვის სიკვდილი არავის უნდოდა,ეს იყო უბედური შემთხვევა,ხოლო ამის გამო ადამიანი 4-7 წლამდე არ უნდა გაუშვა ციხეში. ბათუმის ტრაგედიისასაც დაიჭირეს ვიღაც,მაგრამ რა? თუ უპასუხიმგებლობის გამო ადამიანების დაჭერას დავიწყებთ,მაშინ მთელი ქვეყანა ციხეში უნდა გავუშვათ. არ შეიძლება მოვსთვავდეთ ერთი ადამიანის ან ოჯახის ტრაგედიის გამო,ხოლო მეორე ადამიანის ან ოჯახის დაღუპვას ვითხოვდეთ. არაა სწორი,არც სამართლიანი და არ მორალურად გამართლებული. იმ ადამიანმა უკვე დიდი გაკვეთილი მიიღო და ასე უკვე დასჯილია,თავისი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრება შეცდომა,რომელმაც ადამიანი შეიწირა. თუ დავიჭერთ,მაშინ ადამიანში გაიღვიძებს პროტესტი გრძნობა,რომელიც დანაშაულის გრძნობასთან ერთად იქნება და მივიღებთ გაბოროტებულ ადამიანს,ხოლო მის ოჯახს განადგურებულს.
2022, 14 ოქტომბერი, 10:00
შადრევანში ზაფხულში ბავშვები არ ჩადიან?
2022, 14 ოქტომბერი, 9:12
ირიბი დამნაშავე ბევრია და ზოგადად დავწერ,პოლიციელიდან დაწყებული ჩვეულებრივი მოქალაქით დამთავრებული არის უპასუხიმგებლო. კაი,დავუშვათ იმ კომპანიამ ან მუშებმა არ გამოდეს რაიმე ნიშანი,მაგრამ ყველა პარკში ერთი პოლოციელი მაინ დაბოდიალობს და როცა შეამჩნია ესეთი დარღვევა რატომ არ მიიღო ზომები. არავინ თქვას,რომ პოლიციელს ინსტრუქტაჟი არ უტარდება განაწესში გასვლის დროს,იქ იმასაც ეტყოდნენ რო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. პოლიციელმა იცოდა რო ჯარიმა იყო გამოსაწერი,მარა მერიის სამუშაოებია და მერიას ხო არ დააჯარიმებდა. პირველი შემთხვევა ხომ არის,რომ ასეთი რამე ხდება,ბარდება ობიექტი და მეორე დღეს მწყობრიდან გამოდის. ვიღაცა აკეთებს,მაგრამ ვიღაცა ხო იბარებს ამ ობიექტებს,ხელს რაზე აწერენ გაცნობიერებული აქვთ? ამ ყველაფერს მივყავართ უპასუხიმგებლობამდე,რაც არაპრფესიონალიზმს ნიშნავს და საბოლოოდ ვიღებთ ვირთა ქვეყანას. მთელი ქვეყანა ვირებით არის დასახლებული,ჯიუტები,უცოდინრები და ბევრი ყროყინი გვიყვარს,თან უდროო დროს. ახლა კი არ უნდა ყვიროდეთ,ბავშვი დაიღუპა და უნდა იგლოვო,ყვირილი მანამდე უნდა ყოფილიყო.აი,სამეგრელოში რო სტადიონი ბეტონით შემოსაზღვრეს მაშინ. უფროსი თაობას ვირი უნდა ვუწოდოთ,ხოლო ახალი თაობა ვირისშვილები ვართ,ხოდა გვაქვს კიდეც შესაბამისი ქვეყანა,ვირთა და ვირიშვილთა ქვეყანა
2022, 14 ოქტომბერი, 9:03
რაც შეეხება სკოლას,მგონი დადგა დრო რო შუშანიკის წამებიდან გადავიდეთ ელემენტარული უსაფრთხოების და პირველადი დახმარების გაწევის შესწავლაზე. ასეთი და ისეთი რეფორმა ტარდებაო,ხოლო ბავშვმა არ იცის,რა სიტუაციაში როგორ მოიქცეს,არც ის იცის როგორ დაეხმაროს გულწასულ ადამიანს. სკოლამ ბავშვი უნდა მოამზადოს სამომავლო ცხოვრებისთვის და არა იმისთვის,თუ როგორ მოეწყონ უმაღლესში. ვარქსენის და შუშანიკის კონფლიქტი რაში გამოადგება თანამედროვე ბავშვს? მათ უნდა იცოდნენ უსაფრთხოების წესები,მათი აღქმა უნდა შეძლონ და პირველადი დახმარების გაწევა. არანაირი გართულება არ მაქვს შუშანიკზე,მაგრამ უსაფრთხოების გაკვეთილები უნდა იყოს,აქამდეც უნდა ქოფილიყო.
ეხლა ბავშვების პასუხიმგებლობა,წავიდნენ გასართობათ და მათი უცოდინრობით მოხდა ტრაგედია. ბავშვებმა არ იციან რო მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას შედეგები მოყვება და ამაზე პასუხი უნდა აგონ. გაიზრდებიან და გახდებიან ისეთი ვირები,როგორებიც მათი მშობლები არიან,ვინც არ მიაკითხეს შვილებს ან რაიმე ნიშანი არ დადგა შადრევნის წინ.
2022, 14 ოქტომბერი, 8:55
აქედან მართალი ვერავინ ვერ გამოვა,ვერც მე და ვერც თქვენ ავტორ,რადგან ჩვენი,ყველა ქართველის გულგრილობის შედეგია ეს. ეს ხო გუშინ არ დაწყებულა ან ეს ტრაგედია ხომ არ არის მარტო,წლის განმავლობაში უამრავი ფაქტია ამის და მსგავსი დამოკიდებულები. ეს ყველაფერი ტარდება,ხოლო თუ რამე ისეთი ტრაგედია მოხდა ატყდება ვაივიში. ჩვენ ამ ბავშვს ვერაფერში ვერ დავეხმარებით და არც ის მგონია სწორი,რომ მხოლოდ "პრარაბს" დაბრალდეს ყველაფერი და არც არის მისი ბრალი რეალურად. გვაქვს ტრაგედია,რომელსაც ერთი კონკრეტული დამნაშავე არ ყავს,მთელი ქვეყანის სრულწლოვანი მოქალაქე დამნაშავეა,ზოგიც პირდაპირ და ზოგიც ირიბად.
პირდაპირი დამნაშავე არის მშობელი/მშობლები,მასწავლებლები და სკოლა,თვითონ ბავშვები. ხოლო ის მუშა თუ რაღაც კომპანია არის ირიბი დამნაშავე. როცა სკოლამ შეატყობინა მშობლებს,რომ მათი შვილები არ წავიდნენ სკოლაში,რატომ არ მოხდა ამ ბავშვების წაყვანა სახლებში ან თუნდაც სკოლაში მიბრუნება. ერთი მშობელი ამბობდა,რომ დაუკავშირდა შვილს და მან უთხრა რო ერთობოდნენ.წარმოგიდგენიათ,ბავშვი წავიდა სკოლაში და გასართობად მოტყდნენ,რაზეც მშობლების რეაქცია იყო ცუდი. არავინ არ მიაკითხა ბავშვს და არ წაიყვანა სახლში. 13 წლის ბავშვები სკოლის პერიოდში არ უნდა დაბოდიალობდნენ გასართობათ,არ ჩანს ლამაზად. გართობა და დროის ტარება კარგია,მარა ყველაფერს თავისი დრო აქვს.
0 1 9