x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ნახეთ ვინ აკეთებდა ამ ე.წ პარკის კეთილმოწყობას...."- რას წერს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ვაკის პარკში მომხდარ უმძიმესს ტრაგედიას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს. ნათელაშვილის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება რომ ვაკის პარკის შადრევნის განახლება მმართველი გუნდის ფრთისქვეშ მყოფმა რომელიმე კომპანიამ განახორციელა:


"თბილისში ივანიშვილ–კალაძის ბანდამ მილიონების კეთებაში ბავშვთა სასაკლაო მოაწყვეს. ასეთი რამ მსოფლიო პრაქტიკაში არ მომხდარა. თავიაანთი ბავშვები დისნეილენდებში დაჰყავთ. ჩვენებისთვის დენის დარტყმა ემეტებათ. ნახეთ ვინ აკეთებდა ამ ე.წ პარკის კეთილმოწყობას დარწმუნებული ვარ ქოცების ფრთის ქვეშ შეფარებული და მათი დამფინანსებელი კომპანია. კორუმპირებული, ბავშვთა სიცოცხლის ხარჯზე მილიონების მკეთბელი მერი კალაძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს."- წერს შალვა ნათელაშვილი.


შეგახსენებთ, რომ დღეს, ვაკის პარკში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. გუშინ, 12 ოქტომბერს, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მიერ საზეიმოდ გახსნილ განახლებულ შადრევანში ბავშვებს თამაშისას ბურთი ჩაუვარდათ და მის ამოსაღებად ჩავიდნენ, რომლებსაც ადგილზე დენმა დაარტა. თვითმხილველების თქმით, შადრევანში ჯერ ერთი ბავშვი ჩავიდა, რომელსაც შემდეგ ორი თანაკლასელიც ჩაყვა.


სამივე მათგანი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი დაშავებული, 13 წლის გოგონა საავადმყოფოში გარდაიცვალა. "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ, პოლიციამ კომპანია "გრინ სერვისის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე დააკავა, სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ ჩაატარა შადრევნის სარემონტო სამუშაოები.





0
826
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
826