x
image
რუსუდან ნადირაშვილი
"მინდა დავაკონკრეტო, რომ მე მოვიხმარდი კლუბურ ნარკოტიკებს" - თიკო სადუნიშვილის აღიარება
image

'

6-წლიანი სატელევიზიო პაუზის შემდეგ თიკო სადუნიშვილი პირველად წარსდგა ტელეეკრანებზე გადაცემაში “სტუმრად ლელასთან”, სადაც ის თავის მძიმე პერიოდზე საუბრობს.

.


„ალბათ, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც რაღაცების გადაფასებას იწყებს და ეჭვი შეაქვს იმაში, რასაც აკეთებს. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა. თითქოს აზრს კარგავ და არ იცი რას ემსახურება ის ყველაფერი, რასაც აკეთებ. ალბათ ჩემი გაქრობა ტელესივრციდან სწორედ ამ მიზეზით მოხდა. მქონდა დეპრესიული მომენტები, ზუსტად ის პანიკური შეტევები, რაზეც ადამიანები უკვე ღიად საუბრობენ. მქონდა დამოკიდებულება სააფთიაქო აბებთან, ე.წ. ანტიდეპრესანტებთან. დამოკიდებული ვიყავი ასევე ნარკოტიკებზე, ნივთიერებებზე ვიყავი დამოკიდებული. მინდა დავაკონკრეტო, რომ მე მოვიხმარდი კლუბურ ნარკოტიკებს.

.

სამწუხაროდ, დღეს სამყაროში განვითარების მიუხედავად, არ არსებობს ისეთი დახვეწილი ნივთიერებები, რომ გვერდითი მოვლენები არ ჰქონდეს. რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს მაგ ნივთიერების მიღება, მაინც, გვინდა არ გვინდა, გვერდითი ეფექტები აქვს. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ნივთიერებების ბრალია ის დაზიანება, რომელიც მივიღე, თუმცა დიდი წვლილი ნივთიერებებსაც მიუძღვის.

,

დგება ცხოვრებაში ანალიზის და გაცნობიერების პროცესი. ჩემს შემთხვევაში ესე მარტივად არ ყოფილა, ეს იყო ძალიან მძიმე მომენტი. დიაგნოზი მქონდა ტვინის ინტოქსიკაცია და ჩემს ცხოვრებაში დიდი დეპრესიის ეპიზოდი დაიწყო. ოთახიდან არ გამოსვლებით, სახლში ჩაკეტვით. ადამიანებთან ურთიერთობის შიში გაჩნდა. იყო პერიოდები, როდესაც სუიციდზეც მეფიქრებოდა. რაღაც მომენტში ეს იყო ფსკერი. მე მგონია, რომ ყველა ადამიანს თავისი ფსკერი აქვს, ეს ძალიან ინდივიდუალურია. ყველაზე რთული იმის აღიარებაა, რომ ცუდად ხარ და ეს შენი მოწყვლადობა აჩვენო სხვა ადამიანებს, ითხოვო დახმარება.

.

რომ მეკითხებიან ხოლმე, სად იყავი ეს წლებიო, ვპასუხობ ხოლმე, რომ ჩემს თავთან ერთად ვიყავი.

მე ამდენი დრო საკუთარი თავთან არ გამიტარებია. თავიდან აღმოვაჩინე საკუთარი თავი, ვიმოგზაურე საკუთარ თავში და ძალიან ბევრი დრო დავუთმე.. თავიდან შევიყვარე ჩემი თავი… მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო ჯანსაღი ცხოვრება და ეს იყო მცდელობა ახალი შესაძლებლობა შემექმნა ცხოვრებაში.

.

საერთოდ, რა არის იცით? ძალიან რთულია აღიარო შენი სისუსტე და ალბათ მანდ ეგოიზმი ირთვება, როგორმე ჩემს თავს როგორ ვერ ვუშველი და სხვისი დახმარება როგორ უნდა დამჭირდეს…”, – თქვა ტელეწამყვანმა.

'

სადუნიშვილის ცხოვრებაში ბოლო წლებში პრობლემა მართლაც სერიოზული იყო, რის გამოც ტელეწამყვანს ჩრდილში გადანაცვლება და გაუჩინარება მოუწია. მისივე თქმით მისი დიაგნოზი ტვინის ინტოქსიკაცია გახლდათ.

.

„მაშინ დიდი დეპრესიის ეპიზოდი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. დიაგნოზი ასეთი მქონდა: ტვინის ინტოქსიკაცია. მაშინ ხშირად იყო პერიოდები, როცა სუიციდურ აქტზეც მეფიქრებოდა. კარგად მახსოვს ის შეგრძნებები, აბსოლუტურ სულიერ სიცარიელეს განვიცდიდი. ეს იყო ფსკერი ალბათ!!!... ჩემს დიაგნოზებს ვგუგლავდი ხოლმე, რომ რამე გამეგო. მგონი სრულიად თავიდან, ხელახლა, თავიდან შევიყვარე ჩემი თავი, “ -- ამბობს თიკო სადუნიშვილი ლელა წურწუმიას გადაცემაში სტუმრობისას.

1
303
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
303
  
2022, 14 ოქტომბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1