x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გამოვიდა "ქუინის" ახალი სიმღერა ფრედი მერკურის ვოკალით, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა (ვიდეო)
image

34 წლის შემდეგ გამოვიდა Queen-ის ახალი სიმღერა ფრედი მერკურის ვოკალით, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა.




Face It Alone ჩაიწერა 1988 წელს ალბომ The Miracle-ის სესიებზე, მაგრამ დაუმთავრებელი დარჩა.


ის ხელახლა აღმოაჩინეს Queen-ის არქივში და ახლა სინგლის სახით გამოვა. როჯერ ტეილორმა Queen-დან თქვა: ”ჩვენ ვიპოვნეთ პატარა ძვირფასი მარგალიტი ფრედისგან, რომელიც როგორღაც დაგვავიწყდა. და ეს მშვენიერია".



ბრაიან მეიმ დასძინა: "ეს ითვლებოდა ერთგვარად თან დაკარგულად და თანაც სახეზე არსებულად, ბევრჯერ შეგხვდა და ვფიქრობდით, რომ ვერ გადავრჩენდით(შენიშვნა: გულისხმობს ჩანაწერს).


მაგრამ, რეალურად, ჩვენმა საოცარმა საინჟინრო გუნდმა კარგად გააკეთა ეს .. ერთგვარად ნაწყვეტები ერთმანეთს მაიკერეს“.


მეიმ სიმღერა (რომლის ვიდეოს ქვემოთ შეგიძლიათ მოისმინოთ) აღწერა, როგორც "ლამაზი" და "ამაღელვებელი", ხოლო ტეილორმა დასძინა: "ეს ძალიან მგზნებარე ნაწარმოებია".


მეიმ დაამატა: „მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო ამ ტრეკის პოვნა. ამდენი წლის შემდეგ, სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ოთხივე ჩვენგანი - დიახ, დისიც [გულისხმობს ჯონ დიკონს] იქ ვართ - სტუდიაში ვმუშაობთ შესანიშნავი სიმღერის იდეაზე, რომელიც ბოლომდე არ იყო დასრულებული... აქამდე."


The Miracle გამოვიდა 1989 წელს და მოიცავდა სინგლს I Want It All. მერკურის აივ-ის დიაგნოზი ორი წლით ადრე დაუსვეს, თუმცა მან ეს ამბავი არ გაავრცელა. გარდაიცვალა 1991 წელს 45 წლის ასაკში.


Face It Alone სინგლის სახით 18 ნოემბერს გამოვა, როგორც Queen: The Miracle Collector's Edition-ის რვა დისკიანი ნაკრების ნაწილი.


ბოქს-სეტი მოიცავს ექვს ადრე გამოუქვეყნებელ ტრეკს და ჯგუფს წევრებს შორის დიალოგს ლონდონსა და მონტრეში ჩაწერის დროს, რა დროსაც ისინი განიხილავენ შემოქმედებით პროცესს და თანაც ხუმრობენ.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Queen-ის აქამდე უცნობი ტრეკები დღის სინათლეს ხედავენ. ალბომში " Queen Forever", რომელიც გამოვიდა 2014 წელს, მოიცავდა სამ ახალ სიმღერას: Let Me In Your Heart Again, Love Kills და There Must Be More To Life Than This.


როკ-ჯგუფი Queen-ი 1971 წელს ჩამოყალიბდა ლონდონში, რომელიც პოპულარული-მუსიკის ისტორიაში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კოლექტივად, დღეისთვის მთელს მსოფლიოში გაყიდულია სხვადასხვა მონაცემებით 150-იდან 300 მილიონამდე მათი ჩანაწერი, ჯგუფმა გამოუშვა თხუთმეტი სტუდიური ალბომი, ხუთი ცოცხალი ალბომი და მრავალი კრებული. "Queen"-ის 18-მა სიმღერამ დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ჩარტებში.


ხოლო მათი სიმღერა "Bohemian Rhapsody" პირველი იყო დასავლელ შემსრულებლებს შორის, რომლის ნახვამაც 1 მილიარდს გადააჭარბა You Tube-ზე.


0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0