x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
ცნობილი და უცნობი ადამიანების იშვიათი ფოტოები ჰიპების ეპოქიდან
image

ჰიპები ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ამიტომ ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რაადგან თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი. ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებული იყვნენ 16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. ჰიპებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი თემი. ისინი ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს. ჰიპების ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე, განეწყე და განუდექი“. hippy-დასავლური ახალგაზრდობის სტიქიური მოძრაობა XX საუკუნის 60- 70 წლებში. რომელიც პროტესტს აცხადებდა საზოგადოდ მიღებული ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ და არ სურდა ევლო მამების გზით, უპირველეს ყოვლისა კი ეშრომათ. ისინი გატაცებული იყვნენაღმოსავლური კულტებით, უარყოფდენ ოჯახს და ცხოვრობდნენ კომუნებად, რომელშიც სქესობრივი აღვირახსნილობა მეფობდა.სანოვაგეს შოულობდენ მათხოვრობით, მიესალმებოდენ ალკოჰოლს, ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ნარკოტიკს. ქადაგებდნენ პაციფიზმს და უარს აცხადებდნენ ემსახურათ ჯარში დევიზით დაკავდი სიყვარულით და არა ომით.



ჰიპი – ახალგაზრდული ფილოსოფია და სუბკულტურა, პოპულარული აშშ-ში 60–70-იან წლებში, რომელიც გამოხატავდა პროტესტს საზოგადოებაში მიღებული მორალის მიმართ და მისწრაფებას ბუნებრივი სისუფთავისკენ, თავისუფალი სიყვარულის და პაციფიზმის პროპაგანდით. პირველად სიტყვა ჰიპიმ გაიჟღერა ერთ-ერთ, ნიუ-ორკის ტელეგადაცემაში. ტელეწამყვანს სტუდიაში ჰყავდა მოწვეული ახალგაზრდების ჯგუფი, გახეხილი ჯინსებით, გრძელი თმებით, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. იმ დროს ძალიან პოპულარული იყო გამოთქმა (სლენგზე) ‘to be hip' რაც ნიშნავდა ‘იყო საქმის კურსში’ და ნიუ-ორკელ კონტრკულტურის მხარდამჭერებს “გრინვიჩ ვილიჯიდან” უწიდებდნენ ‘hips’ ამ შემთხვევაში კი წამყვანმა იხმარა ეს სიტყვა იმისთვის რომ ხაზი გაესვა ახალგაზრდების, შეგნებულად, საზიზღარ ჩაცმულობაზე, რომლებიც მოვიდნენ ნიუ-ორკის გარეუბნიდან და უნდათ, რომ იყვნენ ‘hips’. ჰიპების მოძრაობა ათვლას იწყებს 1965 წლიდან. რა თქმა უნდა აშშ-ში . უსმენდნენ როკ’ნ’როლს, ხშირად ეტანებოდნენ მარიხუანას. მოგზაურობდნენ – ავტოსტოპით ფოლცვაგენის ფურგონებში, რომლებიც მოხატული იყო ყვავილებით, უყვარდათ აღმოსავლური მისტიკა, ძალიან ხშირად მედიტირებდნენ და ძირითადად იყვნენ ვეგეტარიანელები. ჰიპები ხშირად იმაგრებდნენ ყვავილებს თმებში, ჩუქნიდნენ ყვავილებს გამვლელებს, უყოფდნენ ყვავილებს პოლიციელებს და ჯარისკეცებს, იარაღის ლულებში და ხმარობდნენ ლოზუნგს “Flower power” სწორედ ამიტომ შეარქვეს მათ ‘ყვავილების შვილები’. ჰიპების დევიზი იყო "ყვავილების ძალაუფლება" !


ჰიპების ლოზუნგები იყო:



"«Make love, not war»" ("დაკავდი სიყვარულით, ნუ იომებ!").
"Off The Pig!!" ("გამორთეთ ღორი!") (სიტყვების თამაში - "ღორი" იყო M60 ავტომატის სახელი, ვიეტნამის ომის მნიშვნელოვანი ატრიბუტი და სიმბოლო)


"All You Need Is Love!!" ("ყველაფერი რაც გჭირდებათ სიყვარულია!") (The Beatles სიმღერის სათაური)
"Hell No, We Won’t Go!!" ("ჯანდაბაში ჩვენ არ წავალთ!")
"Give Peace A Chance" (ჯონ ლენონის სიმღერის სათაური)
"«Love Is Love»" ("სიყვარული სიყვარულია")



ახლა კი გაეცანით უცნობი და ცნობილი ადამიანების ფოტოგალერეას ჰიპების ეპოქიდან


რაქელ უელჩი Cavett Show 1972 წელს

image

ბრიჟიტ ბარდოს პისახოცი აქვს მოხვეული, 1970-იანი წლები, ეს ის პერიოდია, როდესაც 47 ფილმში თამაშის და 60 სიმღერის ჩაწერის შემდეგ დატოვა შოუბიზნესი.

image

ჰიუ ჰეფნერი და კომპანია 1977 წელი


image

მადონა, 1974 წ

image

ბონდის ლეგენდარული გოგონა, ჯილ სენტ ჯონი 1971 წელს


image

უცნობი წყვილი, სან ფრაცისკო 1968 წელი

image

შერი(შერილინ სარქსისიანი)-1960-იანი წლების მეორე ნახევარი

image

ბობ უეირი მიესალმება ბრბოს, როცა პოლიცია ანადგურებს Grateful Dead -ის სახლს 710 Ashbury-ში.

image

ავთენტური ჰიპები- "სიყვარულის ზაფხული"


image

Blondie-1978 წელი

image

ჯენის ჯოპლინი 1969 წელი

image

რეცხვის დრო ულიერსი რანჩოზე-სან ფრანცისკო-1970 წელი

image

პდი ბოიდი და ჯორჯ ჰარისონი ფილმის A Hard Day's Night-ის გადაღების შემდეგ

image

ნიუ-იორკი 4 ჰიპი გოგონა ცეკვავს ინდურ რიტმებზე-1968 წელი

image

და რა თქმა უნდა ვუდსტოკის ფესტივალი

imageimage
image
ჟაკლინ ბისეტი ჯერ კიდევ 1970-იან წლებში

image

ჰიპი გოგონა-ბოსტონი 1970 წელი

image

წყვილი-1970 წელი

image

3
1081
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1081
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 15 ოქტომბერი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 14 ოქტომბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3