x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ეს ნახე რააა... გაიხაროს ამ დოყრაყაშვილმა! ბასილა თუ მე და დემნას გვეტენება“ - ზალიკო ბერგერი
image
ზალიკო ბერგერი გააღიზიანა ნეკა დოროყაშვილის სმს-მა რომელიც ყოფილმა მეუღლემ პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს მისწერე და დემნა გვასალია და ზალიკო ბერგერი ცუდ კონტექსტში მოიხსენია. დოროყაშვილი ექს-მეუღლეს სწერდა, რომ ზალიკო ბერგერსა და დემნა გვასალიას რომ ფეისბუქზე იმატებს და თავი ელიტა ჰგონია, ესაა მისი დონე. ამ ფრაზამ გაანაწყენა ზალიკო ბერგერი და ნელი დოროყაშვილს საჯაროდ მიმართა.
.
„ეს მუ@ელი ნახე რაა.... თუმცა, დემნასთან ერთად მოხსენიებისთვის დიდი მადლობა ნელკას, თუ რავიცი რაც ჰქვია ამას. ბასილა ჩვენი სიამაყეა!!! და დემნა ყველაზე მაგარი. in the world! თუ წერდა იმასაც მაგაზე მაგარი რა უნდა ექნა?
.
ნელკამ გაიხაროს, მშვენიერ სასტავში მოვხვდი. გაიხაროს ამ დოყრაყაშვილმა! ბასილა თუ მე და დემნას გვეტენება, სასწრაფოდ დემნა უნდა ვნახო და ნელკა რა დღეშია გავაგებინო. ბლატნოი ელიტა ვარ!)) დემნაც! სუხუმი გორად ბეზ ფრაეროვ!“ - წერს ზალიკო ბერგერი.
.
მანამდე ვითარება ასე დაიძაბა:
.
ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის – ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავა ურთიერთბრალდებებით გრძელდება. ამ მხრივ კი ნელი დოროყაშვილი აქტიურობს. ბასილაშვილების მხარე კი დეტალებზე არ საუბრობს.

თუმცა, „პრაიმტაიმმა“ გაასაჯაროვა საქმეში არსებული მიმოწერა დოროყაშვილსა და ბასილაშვილს შორის, სადაც დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს ემუქრება.

„შენთვის მე და ლუკასი აღარ ვარსებობთ თურმე ძალიან დიდი ხანია. ეს მე ვცხოვრობდი ბნელეთში და მჯეროდა…

გველის ნაკბენი რჩება და შენი ნაკბენი არა. რამენაირად მე და ჩემი შვილი გადავლახავთ ამ ყველაფერს. „სამართალი ურმით დადის“, რად გინდა სიცოცხლე ამ ყველაფრის მერე? შენ გგონია გათავისუფლდი, რომ ცოლ-შვილი მოიშორე? ორი აგური უნდა გეჭიროს და მესამეს ეძებდე. ზალიკო ბერგერს და დემნა გვასალიებს რომ იმატებ და ელიტა გგონია, აი ეგ დონე გაქვს შენ და ეგ ინტელექტი.


„მიჩვენე მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“. შენ ხომ ეს ყველაფერი გკიდია, რამდენს დაიკიდები კიდე, რამდენს მოერევი, დაკიდულიც ხარ და გადაკიდებულიც. მე და ლუკასი რაღაცნაირად შევეგუებით. ეს შენ შეეგუე და დაიმახსოვრე დღევანდელი რიცხვი, ბლოკნოტში ჩაიწერე შე სკლეროზიანო, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი აღმავლობა. ვაი შე საცოდაო…“, - წერს ნეკა დოროყაშვილი.

ასევე, როგორც გავრცელდა ინფორმაცია, არსებობს ნელი დოროყაშვილის მხრიდან სხვა მიმოწერებიც, რომელიც პირიქით ადასტურებს ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას ნიკოლოზ ბასილაშვილზე. ბასილაშვილების მხარე კი აღნიშნულის კომენტარებისგან თავს იკავებს.

.

.
* * *

„ჩემო საყვარელო და კეთილო ადამიანო მინდა საჯაროდ მოგიხადო ბოდიში“ - ლიზა ქისტაური ნატა გულიაშვილს

image
.
ცნობილი ინფლუენსერი და ტიკტოკერი გიორგი იგივე ლიზა ქისტაური ნატა გულიაშვილს ბოდიშს უხდის. ნატამ 10 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ია ფარულავას კონვერტის სტუდიაში სტუმრობისას კიდევ ერთხელ ისაუბრა ცეკვავენ ვარსკვლავებში, იმედის ეთერში ნატა გულიაშვილის გამოსვლაზე, რასაც მისი ბულინგი მოჰყვა და წლების განმავლობაში გულიაშვილი დეპრესიაში იყო. მას ამ ინციდენტის გამო ცუდი პერიოდი დაუდგა, დაშორდა მეუღლე და გარდაეცვალა მამა./
.
იმ დროს გიორგი (ლიზა) ქისტაურმა, რომელიც ინტერნეტ სივრცეში ირონიული ვიდეოებით არის ცნობილი და შემდეგში ქალად გადაკეთდა ამ დროს ნატა გულიაშვილის კრიტიკული პაროდიაც გააკეთა, რის გამოც ბულინგი კიდევ გაგრძელდა. ახლა კი როგორც ჩანს გიორგი ამას მწარედ ნანობს და ადრე მოხდილი ბოდიში საკმარისად აღარ მიაჩნია, რის გამოც მან კიდევ ერთი მიმართვა და ბოდიში გაავრცელა,
.
გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
.
Nata, ჩემო საყვარელო და კეთილო ადამიანო????
მინდა საჯაროდ მოგიხადო ბოდიში შენი ცეკვის პროდიის ჩაწერისთვის მიუხედავად იმისა, რომ ცუდი განზრახვა არასდროს მქონია შენს მიმართ.
ადრეც მოგწერე და ალბათ ცხოვრების ბოლომდე გწტყვი რომ ბოდიში ამისთვის და ზუსტად იგივეს გეტყვი ახლაც, რაც მაშინ გითხარი, რომ შენ სამყარო ყველაფერს საუკეთესოს მოგცემს და არასდროს დაგტოვებს მარტო და ყველა ის ადამიანი, ვინც გული გატკინა პასუხს აგებს ამისთვის.
შენ ხარ ძალიან თბილი, საყვარელი, უბოროტო და კეთილი ადამიანი და ასეთ ადამიანს მფარველობა და გვერდში დგომა სამყაროსგან ცხოვრების ბოლომდე მიყვებათ.
გისურვებ წარმატებებს ყვწლაფერში და ყველა ოცნების ასრულებას - წერს ლიზა ქისტაური.
,
გიორგი ვიდეოში ნატას აშარჟებდა, ხოლო მოგვიანებით მალევე გამოქვეყნებულ პოსტში, მისი მისამართით თბილ სიტყვებს არ იშურებდა.

„ნატა არის თბილი, კეთილი და საყვარელი გოგო,
სრული სერიოზულობით ვამბობ, უბრალდ არის მომენტები ყველა ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ცოტა გვიქრის და ამას ნეგატიურად არ უნდა შევხედოთ” – წერდა გიორგი რამდენიმე წლის წინ.

.


0
1123
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0