x
ყირიმის ხიდის აფეთქება ქართველებს გვბრალდება

imageრა შეიძლება იმაზე საშინელი და მტკივნეული იყოს, ვიდრე იმის გაფიქრებაც რომ ვიღაც შენს ტერიტორიას იყენებს სატრანზიტო მიზნებისთვის, თან ამას დამატებული საომარი მიზნებისთვისაც. ვგულისხმობ, უკრაინაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებს, როცა რუსეთმა საპასუხოდ ყირიმის აფეთქებისთვის დაბომბა უკრაინის სტრატეგიული ობიექტები. გამოძიება შორს წაგვიყვანს, მითუმეტეს რუსებმა უკვე მოიძიეს ტერორისტი და მისი გადაადგილების მარშრუტიც, აღმოჩნდა რომ ტრაილერი, რომელიც სავსე იყო ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც გადაადგილდებოდა ყირიმის ხიდზე, რამაც საბოლოო ჯამში მისი აფეთქება გამოიწვია, საბაჟო შემოწმება გაიარა საქართველოშიც. რუსებმა სხვა დანარჩენ 12 ეჭვმიტანილ პირთან ერთად, დააკავეს ორი ქართველიც, მათ ბრალი ედებათ ტერორისტული აქტის განხორციელების საქმეში, რაც გულისხმობს ყირიმის ხიდის აფეთქებას. ჯერჯერობით, საქართველოს ხელისუფლებას რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია აღნიშნულ ინციდენტზე, ალბათ რამეს მოიმოქმედებს ჩვენი მთავრობა, თორე მართლა იმის არ იყოს ირანულ ტექნიკას რომ ჩვენი ტერიტორიის გავლით უკრაინის წინააღმდეგ იყენებს რუსეთი, ცოტა უხერხული და სამარცხვინოა.

0
150
შეფასება არ არის
ავტორი:ბადრი ესებუა
ბადრი ესებუა
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0