x
მეტი
  • 01.06.2023
  • სტატია:128365
  • ვიდეო:356685
  • სურათი:500931
“ტკბილო კოტიკო” ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში თუ სხვაგან გედო?” – სოფო ჭყონია კოკა მორგოშიას

image


დიზაინერი და "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სოფო ჭყონია ცოტა ხნის წინ, მოსკოვში გადაბარგებულ "ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, კოკა მორგოშიას სკანდალურ ბრალდებას, იმასთან დაკავშირებით რომ მთელი რუსეთი ზემოხსენებული უალკოჰოლო გაზირებული სასმელით სწორედ საქართველოდან მარაგდება "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


"Konstantine Morgoshia/კონსტანტინე მორგოშია “ტკბილო კოტიკო” მაინტერესებს ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში თუ სხვაგან გედო?"- ვკითხულობთ სოფო ჭყონიას პოსტში, რომელიც ძალადობრივი მოძრაობის ლიდერის მიერ გაზიარებულ "კოკა - კოლას" ბოთლის ფოტოს მისსავე სტატუსთან ერთად პირად გვერდზე აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ კოკა მორგოშიამ ცოტა ხნის წინ, ზემოაღნიშნული ფოტო შემდეგი შინაარსის პოსტთან ერთად გაავრცელა და დაწერა რომ "კოკა - კოლათი" რუსეთი სწორედ საქართველოდან მარაგდება:


"დასავლეთის მიერ სანქცირებული “კოკა-კოლა”, რომელიც საქართველოდან მთელი რუსეთის მასშტაბით მარაგდება… “დაუმორჩილებელი” თემურ ჭყონია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა • United National Movement TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი მთავარი არხი • Mtavari Arkhi მთავარი დამფინანსებელი “ტკბილი თემურიკო"- ვკითხულობთ მორგოშას პოსტში.







0
893
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
893