x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
კარზე მოგვადგა ბირთვული ზამთრის ათასწლეულები, თუ...
უკიდურესად იძაბება ზოგადად სიტუაცია. ეტყობა მეტად დიდ მსხვერპლს ითხოვს "ახალი მსოფლიო წესრიგი".
image
როცა მანჰეტენის პროექტი დასრულდა და 1945 წელს პირველი ატომური ბომბი გამოცადეს, მისმა "მამამ" ოპენჰაიმერმა, რომელიც წინა დღეს ბოდლერის "ბოროტების ყვავილებს" კითხულობდა, განაცხადა, რომ აფეთქებამ მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა და აუწერელი შიში იგრძნო პასუხისმგებლობის გაცნობიერებისას.
როცა პროექტში მონაწილეთა (ლოს–ალამოსში 1500 სხვადასხვა განხრის მეცნიერი მუშაობდა) უმრავლესობა წარმატებას ზეიმობდა და გენერალი გროუსი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მხოლოდ იგი იყო დაფიქრებული, რამეთუ მიხვდა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ მათ ეშმაკეული ძალები გამოიწვიეს სხვა სამყაროდან და პლანეტა აღარასოდეს იქნებოდა ისეთი, როგორიც მანამდე იყო.
უსაზღვროდ განათლებულ ოპენჰაიმერს, როგორც შემდგომ იგონებდა, აფეთქების პირველ წამებშივე გაახსენდა ციტატა "ბჰაგავად გიტადან":
"მე ვარ სიკვდილი, სამყაროთა შესამუსრავად შემოქცეული" (სიტყვები, რომელთაც უზენაესი ღვთაება კრიშნა ეუბნება არჯუნას). მალე ამ ყველაფერს მოჰყვა ხიროსიმა და ნაგასაკი....
არასოდეს, თვით რკინის ფარდისა და კაპიტალისტურ და სოციალ – კომუნისტური ბანაკების არნახული დაპირისპირების დროსაც კი, არ შეჰქმნია სამყაროს ისეთი დიდი საფრთხე, როგორიც ახლაა.
image
თუკი კაცობრიობა ახლა ძალებს და გონიერებას არ გააერთიანებს და პიროვნებები სიგიჟის ზღვარგადასულ ამბიციებს ვერ მოთოკავენ (ან იძულებით არ მოათოკინებენ!), დიდია ალბათობა, ყოვლისშემმუსვრელმა ატომბირთვულმა სიკვდილმა სოციალურ ქსელებში უღიმღამო ხსენებიდან რეალობაში გადაინაცვლოს და დედამიწაზე დადგეს არა მარკესისეული მარტოობის ასი წელი, როგორც ზოგიერთს ჰგონია, არამედ ბირთვული ზამთრის ათასწლეულები...
1
376
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
376
  
2022, 12 ოქტომბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1