x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"თმენის ვალდებულება ადამიანებთან მაქვს, უნიტაზებთან არა" - ნინო კუზაონოვა ელისო კილაძეზე

image


კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე-კუზანოვა ჟურნალისტ, ელისო კილაძის ბრალდებას, რომლის მტკიცებითაც, თითქოს მიხეილ სააკაშვილთან ნობელიანტ ექსპერტს ჯეიმს კობს სწორედ ის არ უშვებდა "ფეისბუქის" პირად გვერდზე პასუხობს და გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარ რედაქტორს "ტულეტის უნიტაზს" უწოდებს:


"მე თმენის ვალდებულება ადამიანებთან მაქვს, უნიტაზებთან კი არა ამიტომ, ჩაურეცხავი სამოქალაქო ტუალეტის უნიტაზი ელისო დაბლოკილ იქნა ცაკალელი"- დაწერა ნინო ნადირაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე, რომელმაც მოგვიანებით ელისო კილაძის მომდევნო პოსტი შემდეგი სტატუსით გადააზიარა: "უნიტაზი მიძღვნის დარჩენილ სიცოცხლეს ასე როგორ შევუყვარდი".


image


კლინიკა "ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"არ მიყვარს სამსახურის თემების ფბ-ზე გამოტანა, მაგრამ ექსპრეზიდენტის გულით (და არა ფულით) გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მრავლად მყავს სამეგობროში, ქრონოლოგიურად მოვყვები???? დღის პირველ საათზე მომმართეს წერილობით უცხოელი ექსპერტის შეყვანასთან დაკავშირებით და სიჩქარის მიზეზად დამისახელეს, რომ ღამე უნდა გაფრენილიყო, მე ზეპირად და წერილობითაც ავუხსენი რომ ამისი იურიდიული უფლება არ მქონდა და დავპირდი, რომელ საათზეც არ უნდა გაცემულიყო ლიცენზია, აუცილებლად შევიყვანდით პაციენტთან.


ლიცენზიის გაცემისთანავე ეცნობათ მათ, მაგრამ გავიდნენ სასადილოდ და სადღაც 2 საათში დაბრუნდნენ, ამის შემდეგ მოინახულა პაციენტი, ანუ იმ დღესვე???? მეორე დღესაც იმყოფებოდა კლინიკაში პრობლემის გარეშე???? ექსპერტის შეყვანა უმარტივესად შეეძლო სახალხო დამცველს, რომელიც სავარაუდოდ ვერ დაითანხმეს???? სულ ეს იყო???? არც იმ დღეს და არც მეორე დღეს დანიშნულება და რეკომენდაცია მისგან არ მიგვიღია, სამწუხაროდ(" - ვკითხულობთ ნინო ნადირაძე-კუზანოვას პოსტში.










0
2202
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2202