x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
"ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს გამომწერს და ბოდიშს ვუხდი ლგბტ თემს"-იკერ კასილასი
image

გუშინ მადრიდის რეალისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარის, იკერ კასილასის სოციალურ გვერდზე გამოჩნდა მოკლე პოსტი:


კასილასის სახელით გამოქვეყნდა შეტყობინება შემდეგი შინაარსით: „იმედია პატივს მცემთ: გეი ვარ. ბედნიერი კვირა დღე."


ეს ინფორმაცია უცებ აიტაცა მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოებმა.


კასილასის ყოფილმა პარტნიორმა ესპანეთის ნაკრებში, კარლეს პუიოლმა, ამ ჩანაწერზე რეაგირება მოასწრო: „დროა იკერ ჩვენი ამბავი მოვყვეთ“.



მოგვიანებით პოსტი წაიშალა და კასილასმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ მისი აკაუნტი გატეხეს და ბოდიში მოუხადა ლგბტ თემს: „აკაუნტი გატეხეს. საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზეა. ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს გამომწერს და, რა თქმა უნდა, ბოდიშს ვუხდი ლგბტ თემს“.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში კასილასი ესპანელ ტელეწამყვან სარა კარბონეროს 12 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.წყვილს ორი შვილი ჰყავთ.


იკერ კასილასი 2020 წელს, 39 წლის ასაკში წავიდა დიდი სპორტიდან. ის ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მეკარედაა მიჩნეული.იგი 5-ჯერ დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ .


22-წლიანი კარიერის განმავლობაში კასილასს მოგებული აქვს მსოფლიო თასი, ევროპის ორი ჩემპიონატი, ხუთჯერ ლა ლიგის ტიტული და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა.ამის გარდა ოთხჯერ აქვს მოგებული ესპანეთის სუპერთასი და სხვა.


სამი ფეხბურთელიდან კასილასი ერთ-ერთია, რომლებმაც კაპიტნის რანგში მოიგეს როგორც ჩემპიონთა ლიგა, ისე ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები.


0
296
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0