x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ავსტრალიაში ცოცხალი პაციენტი მორგში გადააგზავნეს

image

ავსტრალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც დეპარტამენტში შევიდა შემაშფოთებელი პრეტენზია, რომ პაციენტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ექთებმა ის ცელოფანის ტომარაში გახვეული მორგში გადაიტანეს.




კევინ რიდი(მთავარ ფოტოზე), პალიატიური მზრუნველობის პაციენტი, გარდაიცვალა როკინგემის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში, პერტის სამხრეთით, მაგრამ იყო თუ არა ის 5 სექტემბრის ღამეს ან მეორე დღეს გარდაცვლილი? მედდებმა მიიჩნიეს, რომ ის 5 სექტემბერს გარდაიცვალა და გვამი ტომარაში ჩადეს.


მაგრამ მეორე დღეს, საავადმყოფოს ექიმმა პაციენტის პალატის პიჟამოზე ახალი სისხლის კვალი აღმოაჩინა, იგი როგორც ჩანს კიდურებს ამოძრავებდა და თვალები ღია ჰქონდა, ექიმმა მიიჩნია, რომ მამაკაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ის ტომარაში მოათავსეს.



5 სექტემბერს საღამოს, ექთნებმა ოჯახს მანამდე აცნობეს, რომ 55 წლის კევინ რიდი გარდაიცვალა, სანამ მას მორგში გადაიყვანდნენ.


ექთნებს ეგონათ, რომ ის გარდაიცვალა, მაგრამ არცერთი ექიმი არ იმყოფებოდა იმ მომენტში, რომ სიკვდილი დაედასტურებინა, საქმე იმაშია, რომ საავადმყოფო პერსონალის ნაკლებობას განიცდის, თან იმ მომენტში ორი პაციენტი ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე წუთიანი სხვაობით გარდაიცვალა.ექიმმა სხვა გარდაცვლილი პაციენტის პალატა მოინახულა, მაგრამ არა მისტერ რიდის, ასე, რომ ის მორგში ექიმის დასტურის გარეშე გადაიყვანეს.

image

ფოტოზე: როკინგემის მრავალპროფილური ჰოსპიტალი




მხოლოდ მეორე დღეს, როდესაც ორგანოთა დონაციის ორგანიზაცია დაუკავშირდა საავადმყოფოს მამაკაცის ორგანოების ჩუქების ნებართვის მისაღებად, ექიმს სთხოვეს მისი გარდაცვალების დადასტურება.


კორონერისთვის გაგზავნილ მოხსენებაში, ექიმმა, სავარაუდოდ, საშინელი აღმოჩენა გააკეთა, როდესაც ტომარა გახსნა, იტყობინება Business News.


ექიმმა, სავარაუდოდ, პაციენტის პიჟამოზე ახალი სისხლი აღმოაჩინა მკლავზე, ასევე მას მკლავზე ახალი ჭრილობა აღენიშნებოდა, მის ორივე კიდური გადაადგილებული იყო იმ პოზიციიდან, როგორც წესით უნდა ყოფილიყო, თვალები კი ღია ჰქონდა.


საავადმყოფოს სხვა თანამშრომლება დაადასტურეს, რომ მამაკაცს თვალები დახუჭული ჰქონდა და სუფთა ხალათი ეცვა პალატიდან მორგში გადაყვანამდე, რის გამოც ექიმმა დააფიქსირა სიკვდილი არა 5 სექტემბერს, არამედ მეორე დღეს 6 სექტემბერს.


ექიმი ამტკიცებს, რომ მასზე ზეწოლა მოახდინეს საავადმყოფოს უფროსობამ, მათ სურდათ სკანდალი აერიდებინათ და გარდაცვალების დამოწმების თარიღად 5 ოქტობერი ჩაეწერა.


ექიმმა უარი თქვა, და ამის ნაცვლად შეატყობინა მომხდარი დეპარტამენტის უფროსს.


ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რომელშიც ჯანდაცვის ექსპერტები არიან ჩართული.

1
303
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
303
  
2022, 12 ოქტომბერი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1