x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134468
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ყველაზე ცნობილი შოტლანდიელი სერიული მკვლელი ციხეში გარდაიცვალა
imageსერიული მკვლელი პიტერ ტობინი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ავად გახდა ციხეში, სადაც სამმაგ უვადო პატიმრობას იხდიდა.იგი 76 წლის იყო




პიტერ ტობინი იყო ბრიტანელი (შოტლანდიელი) სერიული მკვლელი, მოძალადე და მძარცველი. ოფიციალურად მიესაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა 3 მკვლელობისა და რიგი სხვა დანაშაულისთვის.ეს რაც დაუმტკიცდა, თუმცა საკუთარი განცხადებების და პოლიციის დასაბუთებული ეჭვებით მან 48-მდე ადამიანი მოკლა. არის ეჭვებიც, რომ ის იყოს პასუხისმგებელი დანაშაულებზე, რომელიც „ბიბლიურმა ჯონიმ“ ჩაიდინა 1968-1969 წლებში, როდესაც გლაზგოში სამი ქალი მოკლა.




2006 წლის სექტემბერში პოლონელი სტუდენტი ანჟელიკა კლაკი, დამლაგებლად მუშაობდა კათოლიკურ ეკლესიაში, აქვე მუშაობდა ცრუ სახელით ტობინი, იქ შეხვდა გოგონას და ეკლესიის ავტოფარეხში გააუპატიურა, სცემა და დანით დაჭრა. შემდეგ მანიაკმა როგორც შემდგომში გამოკვლევამ აჩვენა, ჯერ კიდევ ცოცხალი, ტაძრის საკურთხევლის მახლობლად მიწისქვეშა ოთახში მოათავსა, სადაც გარდაიცვალა.



ტობინი დააკავეს ლონდონში და გაასამართლეს ანჟელიკას გაუპატიურების და მკვლელობის გამო (რასაც იგი უარყოფდა და დაჟინებით ამტკიცებდა, რომ, სექსუალური კონტაქტი ურთიერთთანხმობის საფუძველზე მოხდა). ტობინს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა მინიმუმ 21 წელი გათავისუფლების უფლების გარეშე.



თუმცა პოლიციას სიურპრიზები წინ ელოდა



15 წლის ვიკი ჰემილტონი 1991 წელს გაუჩინარდა, ბოლოს ავტობუსის გაჩერებაზე ნახეს. 2007 წელს, ტობინის დაკავების შემდეგ, პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი მარგეიტში და იპოვა ორი ცხედარი - ერთი ეკუთვნოდა ვიკის, მეორე - მანიაკის სხვა მსხვერპლს. ტობინი ხელახლა გაასამართლეს ვიკის მკვლელობისთვის 2008 წელს და სამუდამო პატიმრობა გათავისუფლების უფლების მოთხოვნით 30 წლამდე გაიზარდა.



მკვლელობის დეტალები და მეთოდი ნეშტის მძიმე მდგომარეობის გამო უცნობი დარჩა. დიდი ალბათობით (მისი სხვა დანაშაულების გამოცდილებიდან) ტობინმა გააუპატიურა ვიკი, მაგრამ უცნობია როდის და როგორ მოკლა იგი



კიდევ ერთი მსხვერპლი, დინა მაკნიკოლი გაუჩინარდა 1991 წელს, როდესაც ის 18 წლის იყო. გაუჩინარების გარემოებები თავდაპირველად არ მიუთითებდა მკვლელობაზე, მაგრამ 2007 წელს პოლიციამ აღმოაჩინა კიდევ ერთი ჩონჩხის ნაშთები ტობინის ყოფილ სახლში მარგეიტში. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ის დინას ეკუთვნოდა.




ბრიტანეთის პოლიცია პარალელურად აქტიურად იძიებს ტობინის გადაადგილებას მისი სიცოცხლის განმავლობაში, რათა დადგინდეს მისი მონაწილეობა 13 გაუხსნელ მკვლელობაში. თავად ტობინი აცხადებს, რომ მოკლა 48 ადამიანი.



1960-იანი წლების ბოლოს ტობინი გლაზგოში ცხოვრობდა. 1969 წელს მან დატოვა ქალაქი. Სწორედ ამავე დროს შეწყდა "ბიბლიური ჯონის(იოანეს)" მკვლელობები. ჯონის თვისებებსა და ტობინის გარეგნობას შორის მსგავსებაა. ჯონის მოტივი (რელიგიური მიზეზების გამო მენსტრუაციის მქონე ქალთან აგრესიული კონტაქტი) ასევე შეიძლება ყოფილიყო დამახასიათებელი მკაცრი კათოლიკე ტობინისთვის. თუმცა, სამწუხაროდ პოლიციის თქმით, 53 წლის წინანდელი გლაზგოს დნმ-ის ნიმუშები ძალზე ცუდად იყო შენახული, რის გამოც არ ხერხდებოდა ტობინის სისხლთან მისი შედარება.

2
139
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
139
  
2022, 15 ოქტომბერი, 23:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 9 ოქტომბერი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2