x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
მსოფლიოში ყველაზე დიდი ხოჭოები (+ფოტოები)
ჰერკულესის ხოჭო

image

ამ ტიპის ხოჭო მსოფლიოში ყველაზე დიდია - 171 მილიმეტრამდე. მწერები ძირითადად ცხოვრობენ კოლუმბიასა და დომინიკის რესპუბლიკაში. საინტერესო ფაქტია, რომ ამ სახეობის ხოჭოს შეუძლია 800-ჯერ მეტი წონის აწევა, მის კვებაში მხოლოდ ხილი შედის.



ბრაზილიელი “დიდკბილიანი მეტყევე"


imageამ ხოჭოების სხეულის სიგრძემ შეიძლება მიაღწიოს 169 მილიმეტრს. “მსხვილკბილიანი მეტყევე ხოჭო" მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკოსისტემაში, რადგან იგი ხელს უწყობს მკვდარი ხეების განადგურებას. აქტიურობს მხოლოდ ღამით.


მარტორქა ტარაკანი ( ავსტრალიური ტარაკანი)

image

ამ ხოჭოს უყვარს თბილ და ნოტიო ადგილებში ცხოვრება, რის შედეგადაც ის ძირითადად ავსტრალიაში გხვდება. მისი სიგრძე 80 მილიმეტრია. შეუძლია 50 კილომეტრამდე გაუჩერებლივ ფრენა.



გოლიათის ხოჭო

imageეს მწერი იზრდება 100 მილიმეტრამდე, მისი წონა 100 გრამია. იკვებება ხილით.




“ირმის ხოჭო"

image

“ირმის ხოჭო" ითვლება ყველაზე მეომარ ხოჭოდ. მისი მთავარი იარაღი არის მასიური რქები, რომლებსაც ის იყენებს მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში. გარდა ამისა მწერს აქვს მდიდრული დაწყვილებული ყბები. მისი სხეულის სიგრძე 103 მილიმეტრია .


“მცურავი ხოჭო"

image

მცურავი ხოჭო არის ყველაზე დიდი წყლის ხოჭო მსოფლიოში. ის იზრდება 45 მილიმეტრამდე. ეს მწერები მტაცებლები არიან და შესაძლოა თავს დაესხნენ პატარა თევზებს.





“სკრაბის ხოჭო"

image

ამ ტიპის ხოჭოებს განსაკუთრებით პატივს სცემდნენ ეგვიპტელები. ეს იყო ყველა ცოცხალი არსების სიმბოლო. არქეოლოგები ყველგან პოულობდნენ ამ ხოჭოების ბევრ ფიგურასა და ფოტოს. მისი სხეულის ზომა 37 მილიმეტრს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ხოჭო ამჯობინებს ცხენებისა და ზოგიერთი ცხოველების ნარჩენების ჭამას.

იხილეთ სხვა საინტერესო სტატიები

image1)10 საინტერესო ფაქტი წითური, პატარა პანდას შესახებ

2)მსოფლიოში ყველაზე დიდი კატები (+ფოტოები)

3)მსოფლიოში ყველაზე დიდი მგლები (+ფოტოები)

4) მსოფლიოში ყველაზე დიდი ქორჭილა (+ფოტოები)

5)ძაღლი 2 ფეხზე

0
131
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
131