x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილმა რუსი თაღლითმა ანა სოროკინამ ამერიკის ციხე დატოვა
image

ანა "დელვეი" სოროკინა გაათავისუფლეს ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის( ICE) სატუსაღოდან- იმ პირობით, რომ იგი შეასრულებს სასამართლოს განკარგულებას, სხვა პირობებთან ერთად არ გამოიყენებს სოციალურ ქსელებს, მისმა ადვოკატმა დაადასტურა ეს ამბავი გამოცემა Daily Beast-სთან, რომელიც იტყობინება, რომ სოროკინას ციხიდან გამოსვლაში დაეხმარა ცნობადობა.


image

"ის აუცილებლად შეასრულებს გათავისუფლების პირობებს, რომლებიც დაწესებულია როგორც ნიუ-იორკის შტატის პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოს, ასევე საიმიგრაციო ორგანოების მიერ, რადგან მას, როგორც საჯარო მოღვაწის სტატუსის მქონეს, განსაკუთრებით გაურთულებდა დაემალოს მართლმსაჯულებას .


მოსამართლე ჩარლზ კონროიმ გადაწყვეტილება მიიღო ოთხშაბათს.

სოროკინა ასევე დაინტერესებულია "ლეგალურად დასაქმდეს შეერთებულ შტატებში“, დასძინა მან.


შეგახსენებთ, ცრუ მემკვიდრე ანა "დელვი" სოროკინა, 2019 წელს დააპატიმრეს სასტუმროებიდან, ბანკებიდან და მეგობრებიდან ასობით ათასი დოლარის თაღლითური გზით მითვისება-გაფლანგვის გამო,


რუსეთ-გერმანიის 31 წლის მოქალაქე 2016 და 2017 წლებში ნიუ-იორკის ელიტას მდიდარი მემკვიდრის სახით გააცნო თავი და მოახერხა თაღლითური გზით ათიათასობით დოლარის გაფლანგვა. არადა, სინამდვილეში გოგონა სატვირთო მანქანის მძღოლის ქალიშვილი იყო მოსკოვის გარეუბნიდან.


image

სოროკინა, აფერას ატრიალებდა "ანა დელვეის" სახელით.

სოროკინას მიესაჯა 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ გაათავისუფლეს 2021 წლის თებერვალში სანიმუშო ყოფაქცევის გამო, თუმცა შემდეგ თვეში კვლავ დააკავეს ვიზის ვადის გასვლის გამო. ის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სააგენტოს (ICE) დაწესებულებაში გასულ ოთხშაბათამდე იმყოფებოდა.

image



ანა სოროკონა დაიბადა მოსკოვის ოლქში, დომოდედოვოში.2007 წელს მშობლებთან და უმცროს ძმასთან ერთად გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად. სოროკინას მამა გერმანიაში მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მცირე რემონტით იყო დაკავებული.


2011 წელს სოროკინამ დაამთავრა საშუალო სკოლა ქალაქ ეშვეილერში, კიოლნიდან 60 კილომეტრში.კლასელები იხსენებენ, რომ გერმანულად საუბარი მას ძალზე უჭირდა.



16 წლის ასაკში სოროკინა გადავიდა ლონდონში და შევიდა სენტ მარტინის კოლეჯში, სადაც გაიუმჯობესა ინგლისური.2013 წელს კი სოროკინა გადავიდა აშშ-ში.




სწორედ იქ დაატრიალა ახალგაზრდა ქალმა არაჩვეულებრივი აფერა-დამაჯერებელი ტყუილით და მის გარშემო ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნით სოროკინამ თავი წარმოაჩინა, როგორც გერმანელი მილიონერის მემკვიდრე, 60 მილიონი დოლარის ქონებით, რამაც მას საშუალება მისცა რამდენიმე ბანკიდან ათიათასობით დოლარის სესხი მიეღო. ნიუ-იორკის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აგვისტომდე ის უფასოდ მოგზაურობდა კერძო თვითმფრინავით, უფასოდ ცხოვრობდა მანჰეტენის სასტუმრო-დეპარტამენტებში;


რუსი სატვირთო მანქანის მძღოლის ქალიშვილმა, მოახერხა და მანჰეტენში რჩეული კლუბის გასამართად 22 მილიონი დოლარის სესხის აღებაც კი სცადა.მთლიანობაში მას 275 000 $-ის გაფლანგვას ედავებოდნენ.



მისმა წარმოუდგენელმა ისტორიამ დააინტერესა ტელეპროდიუსერი შონდა რაიმსი ("გრეის ანატომია", "სკანდალი")ასე შეიქმნა Netflix-ის მინისერიალი"განასახიერო ანა"(Inventing Ann), რომელშიც მთავარ როლს ჯულია გარნერი ასრულებს. მედიის ცნობით, სოროკინმა სტრიმინგის გიგანტიდან ჰონორარის სახით 320 000$ მიიღო.


1
387
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
387
  
2022, 8 ოქტომბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1