სხვა სად შევაფაროთ თავი და შესაძლებელია თუ არა გადავურჩეთ ბირთვულს აფეთქებას? 2022, 8 ოქტომბერი, 12:22 ბოლო დღეებში რუსეთი-უკრაინის ომის ფონზე საერთაშორისო ექსეპერტები და დაზვერვა სულ უფრო ხშირად საუბრობს ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე რუსეთის მხრიდან. მაინც რა უნდა მოვიმოქმედოთ თუ ეს საშინელი დღე დადგა?რატომ არის საშიში ბირთვული იარაღი? ბირთვულ აფეთქებას აქვს განადგურების სამი მექანიზმი: დარტყმის ტალღა, ხილული კაშკაში ინფრაწითელი გამოსხივება და გამა გამოსხივება. ბომბის ან სარაკეტო ქობინის ბირთვული აფეთქება, იზომება ტროტილის ექვივალენტის კილოტონებში და მეგატონებში. მაგალითად, B61 თერმობირთვული ბომბები, რომლებსაც ატარებენ ამერიკული B-2 Spirit ბომბდამშენები, შეიძლება აღჭურვილი იყოს დამუხტვით 0, 3-დან 170 კილოტონამდე სიმძლავრით. ითვლება, რომ 20 კილოტონიანი სიმძლავრის აფეთქებას შეუძლია სრულიად განადგუროს ზონა დაახლოებით ერთი კილომეტრის რადიუსში, ხოლო მაქსიმალური სიკაშკაშე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, გრძელდება 0, 3 წამამდე. საშუალო სიმძლავრის აფეთქებისას ( 100 კილოტონა). სინათლის გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მყოფი უბანი, რომლის ტემპერატურა 7700 გრადუსს აღწევს, ყველაზე გამანადგურებლად ითვლება. შესაძლებელია, რომ გადავურჩეთ ბირთვულ თავდასხმას? ბირთვული აფეთქების სიმძლავრისა და დესტრუქციულობის მიუხედავად, დაზარალებულ ზონაში გადარჩენა მაინც შესაძლებელია. ასე მაგალითად, ჰიროსიმას მკვიდრი, ეიზო ნომურა, რომელის აფეთქების ცენტრში იმყოფებოდა, გადარჩა: იაპონელი, რომელმაც 84 წლამდე იცოცხლა, ჩვეულებრივი სახლის სარდაფს შეაფარა თავი და მაგან გადაარჩინა. გადარჩა კიკო ტაკურამაც, რომელიც ეპიცენტრიდან 300 მეტრში იმყოფებოდა, იგი გადაარჩინა იმ ფაქტმა, რომ იგი იმყოფებოდა იაპონიის ბანკის საკმაოდ მყარი შენობის ფოიეში. ეიზოსა და კიკოს ისტორია მოგვიანებით შეერთებულ შტატებში გამოიყენეს პროპაგანდისტული მულტფილმის "Duck and Cover"-ის შესაქმნელად. მისი მიზანი იყო მოქალაქეების ინფორმირება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, პირველ რიგში სსრკ-სგან. ამიტომ მნიშვნელოვანია ბირთვული თავდასხმის დროს სწორად მოქმედება. რა უნდა მოვიმოქმედოთ ბირთვული დარტყმის შემთხვევაში? ითვლება, რომ თანამედროვე გამაფრთხილებელი სისტემები შესაძლებელს ხდის განგაში ატეხონ შეტევამდე ნახევარი საათით ადრე, მაგრამ საშუალო რადიუსის რაკეტების გამოყენებისას თავდასხმა ცნობილი ხდება დარტყმამდე რამდენიმე წუთით ადრე. განგაშის ატეხვის შემდეგ, თქვენ უნდა მიაკითხოთ უახლოეს ბომბის საწინააღმდეგო თავშესაფარს(რომელც საკმაოდ დატოვეს კომუნისტებმა, ზოგი შესაძლებელია ყურისძირშიც კი გქონდეთ, რომელის არსებობაც აქამდე არც იცით) ან ჩახვიდეთ მეტროში ან სულაც მრავალსართულიანი კორპუსის სარდაფში. თუ რაიმე მიზეზით დრო აღარ დაგრჩათ, მაშინ კაშკაშის დანახვისას (დარტყმის ტალღა უფრო ნელა ვრცელდება, ვიდრე ცაზე კაშკაში), უნდა დაემხოთ პირქვე, თავზე ზურგჩანთა ან კაპიუშონი დაიფაროთ - მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად დაფაროთ სხეულის ღია ნაწილები . ეს თავიდან აგაცილებთ მძიმე დამწვრობას. მკვრივი ბამბა ან შალის ქსოვილი საუკეთესოდ დაგიცავთ სინათლის გამოსხივებისგან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მსუბუქი სინთეტიკური ნივთები გამისხივებისგან მალე დადნება. თუ ავტომობილით გადაადგილების დროს დაინახეთ ცაზე კაშკაში, ჩაძვერით მანქანაში მაქსიმალურად იატაკისკენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ თავი შეაფაროთ უახლოეს მონოლითურ შენობას, რომელსაც შეუძლია დაგიცვათ სინათლის გამოსხივებისგან და დარტყმითი ტალღებისგან. ამ დროს არაეფექტურია სავაჭრო ცენტრები და საოფისე შენობები, სადაც შუშას დიდი ფართობი უკავია. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, უფრო საიმედო და გამძლე ბლოკით ნაშენი სამოქალაქო შენობებია ან მონოლითური სახლები. აფეთქების მომენტში გადარჩენილები დაცული უნდა იყვნენ რადიოაქტიური ნალექებისგან - ამაში დაგეხმარებათ სველი ტილოები და სამედიცინო ნიღბები, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს სველი ქსოვილით. მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ ჩამოვიწმინდოთ სხეულის ღია ადგილები და დავიცვათ კანის ზედაპირი. შუშიან შენობაში მყოფმა გადარჩენილებმა, რომელიც მდებარეობს ეპიცენტრიდან საკმარის მანძილზე, აუცილებელია დალუქონ ფანჯრებისა და კარების ღიობები, აგრეთვე დალუქონ სავენტილაციო ხვრელები. ამის გარდა: 1)რეკომენდაცირებულია დანამატის სახით კალიუმის იოდიდის (KI) მიღება 2)გადით გარეთ რესპირატორით, საწვიმრით, რეზინის ჩექმებით და ხელთათმანებით; 3) გამორიცხეთ ბანაობა, მოწევა, ტყეში კენკრისა და სოკოს კრეფა; 4) სახლში შესვლამდე კარგად გაწმინდეთ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი; 5) დაასველეთ სახლთან მიმდებარე ტერიტორია და განახორციელეთ ყოველდღიური სველი წმენდა სარეცხი საშუალებების გამოყენებით. 119 2-ს მოსწონს
|