x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"კოვზების ბრძანებელი" ური გელერი-შარლატანი თუ ექსტრასენსი
image

1946 წლის 20 დეკემბერს ებრაულ ოჯახში დაიბადა ბიჭი ური გელერი. ორიოდე წლის შემდეგ მთელი ოჯახი საცხოვრებლად კვიპროსში გადავიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ური გელერი სამშობლოში დაბრუნდა. ის შევიდა ოფიცერთა სკოლაში, მაგრამ ის გამოაძევეს ზუსტად ექვსდღიანი ომაის დაწყების წინ. მიზეზი - გელერმა პოსტზე წაუძინა. თავად ური გელერი კი ამტკიცებდა, ომში მონაწილეობდა მივიღე და დავიჭერი კიდეცო.


ომის შემდეგ ური გელერმა დაიწყო ფოკუსნიკობა. სკეპტიკოსები, ამტკიცებენ, რომ გელერი ჩვეულებრივი თაღლითი და შარლატანია, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ გელერს ზებუნებრივი შესაძლებლობები ჰქონდა, განსაკუთრებით მისი სჯეროდათ აშშ-ში და ევროპაში.

ბოლობოლო ვინ იყო გელერი, შარლატანი თუ ექსტრასენსი?



ბუნებრივია, ნებისმიერ პროფესიონალ ილუზიონისტს შეუძლია ადვილად მოღუნოს კოვზები და აჩვენოს სხვადასხვა „სასწაულები“.


თავისი პირველი გამოსვლების დროს გელერმა თავი უმაღლესი გონების დესპანად გამოაცხადა და ჭკვიანური სახით გამოაცხადა მომავალი კატასტროფების შესახებ, რომლებსაც ბუნებრივია წინ უნდა აღუდგეს.


ცბიერი ებრაელები, ბუნებრივია, ვერ დაბოლდებოდნენ ასეთი სისულელეებით.მაგალითად ისრაელის პრემიერ მინისტრმა გოლდ მეირმა იუმორით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, "თუ რას უნდა ველოდოთ 1970 წელს":


„მე არ ვარ ნათელმხილველი. უმჯობესია გელერისგან შეიტყოთ."-უპასუხა მან.



გელერს ისრაელში, არავინ აფასებდა. მას ყოველთვის ცივად და უნდობლობით ეპყრობოდნენ . არიელ შარონის ახლობლებს "დიდი წინასწარმეტყველის" ნახვაც კი არ სურდათ, როცა ური გელერმა უთხრა, რომ ყოფილი პრემიერის კომადან გამოყვანას შეძლებდა.


ამერიკისა და ევროპის დასაპყრობად ური გელერს პროდიუსერი სჭირდებოდა. ამ როლს იდეალურად შეეფერებოდა პარანორმალური საკითხების მკვლევარი ანდრეა პუჰარიში, რომელიც უჩვეულო შესაძლებლობების მქონე ადამიანს ეძებდა.



70-იან წლებში ური გელერი პოპულარული გახდა ევროპასა და აშშ-ში. იაფფასიანი ტრიუკის წყალობით, რომელიც მან პატიოსნად ისესხა ინგლისელი ილუზიონისტის, დევიდ ბერგლასისგან.


ეწყობოდა უამრავი წარმატებული სატელევიზიო შოუები მთელ მსოფლიოში.


ური გელერი აჩერებდა საათებს ან აიძულებდა უფრო სწრაფად ემუშავათ, დიდი რაოდენობით კოვზებს მზერით ღუნავდა, ამბობდა და ეხატა ან რა ეწერა დალუქულ კონვერტებში და ა.შ.

image

1976 წელს გელერმა შეიძინა ცნობილი "კადილაკი", რომელსაც ამშვენებდა 5000 მოღუნული კოვზი თუ ჩანგალი. სუფრის ეს ატრიბუტები ადრე ეკუთვნოდა სხვადასხვა ცნობილ ადამიანებს: ჯონ ლენონს, უისტონ ჩერჩილს, ჯონ კენედის სხვა.

image

2010 წლიდან ური გელერი ცხოვრობს ინგლისში, ბერკშირის საგრაფოში. ის ერთგული ვეგეტარიანელი გახდა.


ამ წლების განმავლობაში ური გელერმა დაწერა 16 წიგნი. 2001 წელს მან მსახიობობაც მოსინჯა, თამაშა ფილმში " შიზარიუმი".



მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, გელერი თაღლითობაზე ვერ გამოიჭირეს.


თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გელერი ძირითადად სატელევიზიო შოუებში გამოდიოდა, სადაც მოტყუება ძალიან ადვილია.


ასე, მაგალითად, მესაათები საათის ხრიკს ყოველგავრი"ზებუნებრივი"ნიჭის გარეშე აკეთებენ. საიდუმლო მდგომარეობს საათის მექანიზმის გაპოხვაში. როდესაც საათი ხელშია, სითბო ადნობს საპოხ მასალას და საათი იწყებს გამართულ მუშაობას.


1978 წელს იაშა კაცმა, რომელიც იყო გელერის მენეჯერი გაერთიანებულ სამეფოში, თქვა, რომ გელერის ყველა სპექტაკლი იყო მარტივი ხრიკები, რომელთა შესრულებაც ნებისმიერ ილუზიონისტს შეეძლო და განმარტა, თუ როგორ სრულდებოდა ისინი რეალურად.


რუსი ილუზიონისტის რომან ლუტოშკინის თქმით, ასეთი "წვრილმანი ხრიკების" წარმატების საიდუმლო ის არის, რომ გელერს შეეძლო, ამხელა აუდიტორიის წინაშე დგომა და "სინდისის ქენჯნის გარეშე მოტყუება" .


ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი, რომელიც ეჭვობდა გელერის ნამდვილ შესაძლებლობებში, იყო ამერიკელი ილუზიონისტი და ფოკუსნიკი ჯეიმს რენდი.


რენდიმ იოლად შეასრულა ის ხრიკი, რითაც გელერი მთელმა მსოფლიომ გაიცნო – მსუბუქად შეეხო ჩაის კოვზს და ისიც მის თვალწინ მოიღუნა.


რენდი ამბობდა, რომ ური გელერი უბრალოდ ძალიან ჭკვიანი ფოკუსნიკია და მას არ გააჩნდა რაიმე პარანორმალური შესაძლებლობები.


0
143
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0