x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134525
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
მამაკაცი, რომელმაც 8000 ბიტკოინის შემცველი მყარი დისკი დაკარგა, ძებნას თავს არ ანებებს
ნათქვამია, იმედი ყველაზე ბოლოს კვდებაო. ეს გამოთქმა თუ ვინმეს შეეფერება, ეს უპირველეს ყოვლისა ალბათ ბრიტანელი IT ინჟინერი ჯეიმს ჰოუველსია, რომელმაც თითქმის ერთი ათეული წლის წინ ნაგავში შემთხვევით კომპიუტერის მყარი დისკი გადააგდო, რომელზეც 184 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები ინახებოდა. ეს ადამიანი 10 წლის შემდეგაც კი არ კარგავს იმედს, რომ იპოვის საკუთარ დისკს, აამუშავებს მას და თანხას უკან დაიბრუნებს.


ჰოუველსმა მყარი დისკი, რომელზეც 8000 ბიტკოინი იყო განთავსებული, 2013 წელს ნაგავში მოისროლა. ეს მოხდა დიდი ხნით ადრე მანამ, სანამ ბიტკოინი პოპულარული ციფრული ვალუტა გახდებოდა და მისი ფასი აიწევდა.


წლევანდელი წლის დასაწყისიდან აწუხებს ჰოუველსი მშობლიურ ქალაქ ნიუპორტის საბჭოს წევრებს, რათა ამ უკანასკნელებმა მას ნებართვა მისცენ, რომ ქალაქის ნაგავსაყრელი მთლიანად გადაქექოს. მან უთხრა საქალაქო საბჭოს წევრებს, რომ საუკეთესო გუნდს აიყვანდა საძებნი სამუშაოების საწარმოებლად და მთელ დაფინანსებასაც თავადვე გაიღებდა, თუმცა უშედეგოდ. როგორც “ბი ბი სი” იტყობინება, საბჭომ მისი წინადადება ეკოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე უარყო.


იმისათვის, რათა ქალაქის თავკაცებისთვის თავი მოექონა, ბოლოს სასოწარკვეთილმა ჰოუველსმა ნაპოვნი ბიტკოინების 10%-ის ეკოლოგიურად სუფთა პროექტებში დახარჯვის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. კერძოდ, მას განზრახული აქვს კრიპტომაინერის აგება, რომელიც ბუნების სამსახურში მყოფი განახლებადი წყაროებიდან მიიღებს ენერგიას. ის ასევე აპირებს $61-ის ღირებულების კრიპტოვალუტის დარიგებას ქალაქის თითოეული მაცხოვრებლისთვის და კრიპტოზე დაფუძნებული გადახდის ტერმინალების დადგმას ქალაქის ყველა მაღაზიაში.



თუმცა ეს ყველაფერი რასაკვირველია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჰოუველსი თავის მყარ დისკს იპოვის, რომელიც მან 2013 წელს დაუნანებლად გადააგდო ნაგავში და ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ პოვნის შემდეგ მყარი დისკი ისევ იმუშავებს.


გულუხვი დაპირებების მიუხედავად ქალაქის საბჭო ჰოუველსს კვლავაც უარს ეუბნება ნაგვის გადათხრაზე. “მისტერ ჰოუველსის წინადადებები მომეტებული ეკოლოგიური რისკების შემცველია, ” - განუცხადა საბჭოს სპიკერმა „ბი ბი სის.” “ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია მსგავსი ნებართვის გაცემა.”


ბიტკოინი

2
291
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
291
  
2022, 18 ოქტომბერი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2