x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
კადიროვის კაბინეტში გეი დიზაინერის მიერ დამზადებული კრივის “მსხალი” დააფიქსირეს, რომელიც $175 ათასი ღირს
ჩეჩენი დიქტატორი რამზან კადიროვი პუტინის ერთგული ვასალია და მის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომსაც აღტაცებით უჭერს მხარს და რუსი ტირანისგან თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინის წინააღმდეგ ტაქტიკური ატომური ბომბის გამოყენებასაც მოითხოვს.


კადიროვი ჰომოფობიით გამოირჩევა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ “ჩეჩენი გეი არ არსებობს.” უფლებადამცველების თქმით მის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქვიარი ადამიანები არაერთხელ გამხდარან წამების, დამამცირებელი მოპყრობის და მკვლელობების მსხვერპლნი. თუმცა, როგორც ჩანს, 46 წლის ჩეჩენი ტირანი გეი დიზაინერების მიერ დამზადებულ ფუფუნების ნივთებზე უარს სულაც არ ამბობს. ცოტა ხნის წინ მის კაბინეტში კარლ ლაგერფელდის მიერ დამზადებული კრივის “მსხალი” დააფიქსირეს, რომელიც 175 ათასი დოლარი ღირს.


კარლ ლაგერფელდის მიერ ექსკლუზიურად დამზადებული “მსხალი” ჩანს ჩეჩნეთის სახელმწიფო სატელევიზიო არხის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც სტრატეგიული ინიციატივების ფონდის გენერალურ დირექტორსა და რამზან კადიროვს შორის შეხვედრას ასახავს. სწორედ ამ შეხვედრის სქრინშოტი გავრცელდა Telegram-ზე ვირუსულად.


“ნიუ იორკ თაიმსის” სტატიის თანახმად “მსხალი” ექსკლუზიური კოლექციის ნაწილია და მსოფლიოში მისი მხოლოდ 25 ეგზემპლარი არსებობს.



ცნობისათვის, 2021 წელს კადიროვის ოფიციალურმა შემოსავალმა 265 ათასი დოლარი შეადგინა. ამიტომ რა სახსრებით შეიძინა 175 ათას დოლარად შეფასებული მსხალი, გაუგებარია. უფრო სწორად, გასაგებია, თუ რამდენს იპარავს ჩეჩენი დიქტატორი ხაზინიდან, რომ 175 ათასი დოლარის გადახდა კრივის “მსხალში” არ ენანება. და ეს ხდება ქვეყანაში, სადაც ოფიციალური მინიმალური ხელფასი საათში 2, 01 დოლარს შეადგენს და მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.


რამზანა

1
307
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
307
  
2022, 6 ოქტომბერი, 22:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1