x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ევროპაში ჩინოვნიკებს სთავაზობენ დამატებით სვიტრები ჩაიცვან ზამთარში ენერგიის ეკონომიის მიზნით
image

ევროპელ ოფიციალურ პირებს სთხოვენ აქამდე მიღებული დრეს-კოდის უგულებელყოფას ენერგიის დაზოგვის მიზნით.


ევროპაში ჩინოვნიკებს ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით უფლება მიეცათ უგულებელყონ საოფისე ჩაცმულობის ოფიციალური დრეს-კოდი. ამის შესახებ იუწყება გამოცემა Politico.


დეპარტამენტების თანამშრომლების ელფოსტაზე მისული მითითების თანახმად, ამ ზამთარში ჩინოვნიკებს სთხოვეს სამუშაოზე თბილი ტანსაცმლით გამოცხადდნენ, რადგან ევროკავშირის ორგანოების შენობების ოფისები მხოლოდ 19 გრადუსამდე გათბება.



„რა თქმა უნდა, დაბალი ტემპერატურის კომპენსაციის მიზნით ინდივიდუალური ელექტრო გამათბობლების გამოყენებაზე საუბარი არცაა. ამის ნაცვლად, იფიქრეთ სამუშაოზე დამატებით, სვიტრის ჩაცმაზე. ნუ დაიმორცხვებთ და ატარეთ ის ოფიციალურ შეხვედრებზეც, ენერგეტიკის საკითხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი ტრადიციული ჩაცმულობის კოდი“, - ნათქვამია წერილში.


ამავდროულად, ზამთარში ზოგიერთი შენობა მხოლოდ 14-16 გრადუსამდე გათბება, მომავალ ზაფხულს კიდევ, თუ არაფერი შეიცვლა კონდიციონერები გამოირთვება.



მანამდე ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაგალითი მისცა მოქალაქეებს და ჩვეულებრივი ხალათის ნაცვლად პირველად ჩაიცვა ე. წ. "როლინგი".

image

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, როცა რუსეთმა მასზე დაწესებული სანქციების საპასუხოდ მკვეთრად შეზღუდა გაზის მიწოდება ევროკავშირში.


2
124
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
124
  
2022, 6 ოქტომბერი, 22:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 3:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2