x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
10 დაუჯერებელი ფაქტი მთელი მსოფლიოდან, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე!
მსოფლიო კურიოზებით და დაუჯერებელი ფაქტებით არის სავსე, რაზეც წინათაც არაერთხელ გვისაუბრია. რადგან მხოლოდ ერთ სტატიაში მსოფლიოს ყველა გასაოცარი ფაქტის ჩატევა შეუძლებელია, ამიტომ მათ სხვადასხვა სტატიებში შემოგთავაზებთ.


1. ყველაზე ეკომეგობრული ქვეყანა


ბჰუტანი მსოფლიოს ყველაზე ეკომეგობრული ქვეყანაა, რომელსაც CO2-ის ნეგატიური ბალანსი აქვს. მსგავსი ბალანსი არ გააჩნია მსოფლიოს სხვა არცერთ ქვეყანას. საქმე იმაშია, რომ ბჰუტანის კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ქვეყნის მინიმუმ 60% აუცილებლად ტყეებით უნდა იყოს დაფარული.


2. “მამაკაცის სურნელი”



პირველი დეოდორანტი მამაკაცებისთვის 1935 წელს გამოუშვეს. საქმე იმაშია, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში მცხოვრები ადამიანების აზრით მამაკაცს თუ ოფლის სუნი ასდიოდა, ეს მას მომხიბლაობას მატებდა. სწორედ ამიტომ მამაკაცებისთვის არანაირი დეოდორანტი იმ პერიოდში არ არსებობდა.


3. ხუთნი


მსოფლიოში მხოლოდ ხუთი ადამიანი არსებობს, რომელსაც “ნისან GT-R“-ს ძრავების აგება შეუძლია. მათ “ტაკუმებს” უწოდებენ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ “ნისან GT-R“ თვეში მხოლოდ 1000 ცალი იწარმოება.


ორალი


4. "ღვთაებრივი" 9 მილიონი


სატელევიზიო მქადაგებელმა ორალ რობერტსმა ერთხელ მორიგ გამოსვლაში უთხრა თავის ტელეაუდიტორიას, რომ ღმერთი მას მოკლავდა, თუ მაყურებლებისგან 8 მილიონ დოლარს არ მიიღებდა. საბოლოო ჯამში მაყურებლებმა მას 9 მილიონი დოლარი ჩაურიცხეს.


5. სუსტი თუ ძლიერი სქესი?


რუსეთში 1 მილიონით მეტი ქალი ცხოვრობს, ვიდრე მამაკაცი. უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად კი ქალების პროცენტული წილი კიდევ უფრო გაიზრდება.


თინდერი


6. “გავიცნოდ ლამასო?”


2013 წლის დეკემბერში Tinter-ის მეშვეობით ანტარქტიკაში პირველი მაჩი შედგა. ეს მოხდა სადგურის მეცნიერ-თანამშრომელსა და ვიზიტორს შორის, რომლებიც ერთმანეთისგან ვერტმფრენით 45 წუთის სავალზე იყვნენ.


7. “გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!”


ჯონ პაულ სტაპი ბრაზილიელი მკვლევარი იყო, რომელიც აჩქარების და სისწრაფის ზემოქმედებას სწავლობდა ადამიანის ორგანიზმზე. 1954 წელს მის მიერვე განხორციელებული ექსპერიმენტის დროს მან საათში 1017 კილომეტრი განავითარა, ხოლო შემდეგ 1, 4 წამში მთლიანად დამუხრუჭდა. ამ დროს მის სხეულზე დედამიწის მიზიდულობის ძალაზე 46, 2-ჯერ უფრო ძლიერი ძალა ზემოქმედებდა, რასაც ექსპერიმენტატორი ცოცხალი გადაურჩა და გინესის რეკორდების წიგნში ძალიან დიდი ხნით დაიდო ბინა.


ცნობისათვის, როცა ბომბდამშენების პილოტების ორგანიზმზე დედამიწის მიზიდულობაზე 11-ჯერ მეტი მიზიდულობა ზემოქმედებს, ისინი გონებას კარგავენ და თვითმფრინავის მართვას ვეღარ ახერხებენ, რის შედეგადაც ცვივიან და იღუპებიან.


8. ”დედა, ის თეთრი რაღაც რა არის?”


პლანეტის მოსახლეობის 2/3-ზე მეტს ცხოვრებაში თოვლი არასოდეს უხილავს.


9. სიცოცხლე ჩამოხრჩობის შემდეგ


1724 წელს შოტლანდიელ მეგი დიკსონს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი, მაგრამ როცა მსჯავრდებულის სხეული კუბოში ჩაასვენეს და მის ტრანსპორტირებას აპირებდნენ, რათა დაეკრძალათ, ქალი გაცოცხლდა. სასამართლომ დაადგინა, რომ განაჩენი ოფიციალურად სისრულეში იყო მოყვანილი და ამიტომ ქალს ხელმეორედ ვეღარ დასჯიდნენ. ამიტომ მეგი დიკსონი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მან კიდევ 40 წელი იცოცხლა და სიცოცხლის ბოლომდე მეტსახელად “ნახევრად ჩამომხრჩვალ მეგის” ეძახდნენ.


გველი


10. “გველი გამიზრდია უბეში!”


დედამიწაზე 25 სახეობის ყველაზე სახიფათო გველი ბინადრობს, რომელთა შხამი ადამიანს მომენტალურად კლავს. აქედან 21 სახეობა ავსტრალიის კონტინენტზე ბინადრობს.

3
888
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
888
  
2022, 6 ოქტომბერი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 3:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 5 ოქტომბერი, 15:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3