x
მეტი
  • 01.12.2022
  • სტატია:124035
  • ვიდეო:355503
  • სურათი:496606
საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია სავიზო რეჟიმი დაუწესოს რუსეთს და სომხეთს
image

მას შემდეგ რაც რუსეთიდ დიქტატორმა პუტინმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა საქართველოს საზღვრებს ლარსის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე და სომხეტ-საქართველოს საკონტროლო გამშვებ პუნქტზე რუსეთიდან გამოქცეულების უზარმაზარი ნაკადი მოაწყდა.


არავინ იცის ამ მასაში ვინაა რეალურად გაწვევის საფრთხის გამო რუსეთიდან ოჯახით გამოქცეული და ვინაა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი.
ნუ გგონიათ, რომ რუსეთის სპეცსამსახურებში სულელები სხედან და დაგეგმარების გარეშე აკეთებენ რამეს.


მოგეხსენებათ არცთუ დიდი ხანია რაც უკრაინიდან საბრძოლო მოქმედებების ზონიდან დაბვრუნდი და არაერთხელ პირადად შევესწარი რუსეთის მოქალაქე რუსი დივერსანტების დაკავებას.



აღნიშნული მოქალაქეები წლების წინ დაგეგმილი გემის მიხედვით ჩავიდნენ უკრაინაში, მიიღს უკრაინის მოქალაქეობა და დაელოდნენ მომენტს როცა რუსეთიდან მოქმედებების დაწყებაზე დირექტივებს მიიღებდნენ.


უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ასეულობით ასეთი პირი გამოავლინა, უკრაინელებს უცხოური სპეცსამსახურები ეხმარებიან დივერსანტების გამოვლენაში.


ჩვენ ვინ დაგვეხმარება, თუ ამდენ ათას რუსში ან ბელორუსში სპეცსამსახურების აგენტურაა ჩანერგილი?


გასაკვირი კი არა დაუჯერებელიც კია ოკუპანტ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გქონდეს გაუქმებული და ამ დროს იძახდნენ რუსეთი ოკუპანტიაო.
ლარსის საკონტროლო პუნქტზე მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს თითოეული შემომსვლელი, პასპორტებში ასახულია თუ ვის აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ვის პასპორტშიც ჩარტყმულია ოკუპირებული ტერიტორიების თვითმარქვია უწყებების ბეჭედი, ასეთი მოქალაქეები დაუყოვნებლივაა საბაჟოდან გასაძევებელი.


ასევე სავიზო რეჟიმია სასომხეთთან მისაღბი, ეს სახელმწიფო სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს ბრალს გვდებდა აზერბაიჯანისათვის სამხედრო ტექნიკის გატარებაში, როცა მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.


სომხეთს არცერთი ინიციატივისათვის დევნილების დაბრუნების საკითზე, რომელიც გაეროში განიხილებოდა ხმა არ მიუცია საქართველოს სასარგებლოდ, მაშ რას ველოლიავებით სომხეთს?


მით უმეტეს როცა კარგად გვახსოვს თუ როგორ უგროვებდნენ სასომხეთის სომხები ფულს იარაღის შესაძენად აფხაზეთის სომხების "ბაგრამიანის" სახელობის ბატალიონს, რომელმაც სისასტიკით გაითქვა სახელი.


არანაირი ვალდებულება სომხეთის მიმართ არა გვაქვს, იპარავენ და ითვისებენ ყოველივე ქართულს, მიტაცებული აქვთ ქართული მიწები, მაშ რატომ და რისთვის გვჭირდება ასეთი მეზობელი უვიზო რეჟიმის გარეშე?
ასევე გასაზრდელია აირის ტრანზიტი, გადასახადები ფოთის პორტში და სარკინიგზო გადასახადებიც.


საუბარია სომხეთზე და არა საქართველოს მოქალაქე სომხებზე და ერთმანეთში ნუ აურევთ.

0
66
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
66