x
მეტი
  • 08.12.2022
  • სტატია:124199
  • ვიდეო:355543
  • სურათი:496911
ადამიანი-სკანერი: ვინ იყო "წვიმის კაცი", რომელმაც 12 ათასი წიგნი ზეპირად იცოდა?
როცა 1951 წელს კიმ პიკი დაიბადა, ახალშობილი იმდენად უშნოდ გამოიყურებოდა, რომ ექიმებმა მშობლებს მორიდებულად ურჩიეს, პირმშო ბავშვთა სახლისთვის მიებარებინათ. კიმის თავი ხომ მთელი 30%-ით დიდი იყო სხვა ახალშობილების თავებთან შედარებით, რის გამოც ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის კავშირი დარღვეული გახლდათ! თუმცა იმ ექიმებმა რა იცოდნენ, რომ 33 წლის შემდეგ მათი ხელით დედამიწაზე მოვლენილ ახალშობილს ჯერ მთელი ჰოლივუდი, შემდეგ კი მთელი პლანეტა გაიცნობდა?!


სწორედ კიმ პიკი გახლავთ ზეპოპულარული ამერიკული ფილმის, “წვიმის კაცის” მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი, პერსონაჟისა, რომელსაც ლეგენდარული დასტინ ჰოფმანი თამაშობს, რომელიც ქართველი კონომოყვარულებისთვის ძირითადად ფილმ “ფარვანადან” არის ცნობილი.


თუმცა, “წვიმის კაცი” კიმ პიკი თავისი იმ ზეადამიანური შესაძლებლობების მიღმა, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, სრულიად უუნარო და რეალობას მოწყვეტილი გახლდათ: ის ხომ თვით ყველაზე მარტივ ცხოვრებისეულ ამოცანებსაც კი ვერ ართმევდა თავს. მაგალითად არ შეეძლო პერანგის ღილების შეკვრა ან კარაქის წასმა პურზე. ამგვარად იცხოვრა მან 2009 წლამდე, მთელი 58 წლის მანძილზე.


ის სკოლაში სიარულის პერიოდშიც ასეთი იყო. ფეხსაცმელსაც მამა აცმევდა და კბილებსაც მამა უხეხავდა.



სამაგიეროდ კიმის კოგნიტურ შესაძლებლობებთან თვით გენიალური ალბერტ აინშტაინის შესაძლებლობებიც კი არარად მოჩანს. მას მართლაც დაუჯერებელი უნარები ჰქონდა: მაგალითად, შეეძლო წიგნის ორი გვერდის ერთდროულად წაკითხვა, ამასთან ერთი გვერდის მარჯვენა, ხოლო მეორის - მარცხენა თვალით. თავად კიმი ამ პროცესს “სკანირებას” უწოდებდა. და ეს მართლაც იყო კიდეც სკანირება: “წვიმის კაცი” ხომ 8 გვერდს 53 წამში იმახსოვრებდა! და თანაც იმახსოვრებდა ზეპირად, თითოეულ აბზაცს, თითოეულ სიტყვას!


მან ზეპირად იცოდა ასევე მარადიული კალენდარი და თვალისდახამხამებაში გეტყოდათ, თუ რა დღე იქნებოდა რომელი წლის რომელ რიცხვში თუნდაც მილიონობით წლის შემდეგ.


კიმმა ზეპირად იცოდა 12, 000 წიგნი. აი ასე, მარტივად. 12, 000 წიგნი ზეპირად ისწავლა.


თანაც მხოლოდ ერთხელ წაკითხვით.


კიმმა ზეპირად იცოდა ყველა სოფლის და ქალაქის საფოსტო ინდექსი, ყველა სატელეფონო ინდექსი და ყველა ქუჩა მთელი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით.


როგორ აღარ შეამოწმეს და არასოდეს შეცდომა არ დაუშვია. საკმარისი იყო მხოლოდ ერთხელ მოესმინა ნებისმიერი მელოდია და მას უშეცდომოდ გაიმეორებდა.


“წვიმის კაცს” ასევე შეეძლო სიმფონიური ორკესტრის მხოლოდ 1-წამიანი მოსმენით განესაზღვრა გუნდის მთელი ინსტრუმენტული შემადგენლობა.


ყველაფერს, რაც კი თუნდაც ერთხელ ჰქონდა ნანახი ან მოსმენილი, კიმ პიკი სამუდამოდ იმახსოვრებდა.


კიმ პიკის ფენომენალური შესაძლებლობების შესახებ არაერთმა სამედიცინო კომისიამ იმსჯელა, არაერთი დასკვნაც დაიწერა, თუმცა ბოლომდე მაინც ვერავინ ახსნა მისი საიდუმლო. სწორედ ასეთი საიდუმლოებით მოცული აღესრულა “წვიმის კაცი” 2009 წლის 19 დეკემბერს სოლტ ლეიკ სიტიში, იმავე ადგილას, სადაც 58 წლის წინათ ასე უცნაურად მოევლინა ქვეყნიერებას.


კიმი

2
510
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
510
  
6 ოქტომბერი, 3:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

5 ოქტომბერი, 1:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2