x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ბელორუსიამ ნატოს ქვეყნების ომისთვის მზადებაზე განცხადება გააკეთა
image
ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ ნატოს ქვეყნები თავიანთ ინფრასტრუქტურას და ჯარებს ომისთვის ამზადებენ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას არ შეუძლია უგულებელყო დასავლელი მეზობლების მილიტარიზაცია და რეაგირების ზომებს ავითარებს.


„დღევანდელი მდგომარეობა მართლაც რთულია. რიგი მტრულად განწყობილი ლიდერები უკვე ღიად ჩანან, სამწუხაროდ, მეზობელმა ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი მიზნები, რომელთა მიღწევაც სურთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობით. ასე უბრალოდ, უყურადღებოდ ამის დატოვება ჩვენ არ შეგვიძლია." - განაცხადა ხრენინმა.


თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ბელორუსია უპასუხებს ყველა გაჩენილ საფრთხეს „სწრაფად, ზუსტად, სიტუაციის ადეკვატურად“. ხრენინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამისთვის ქვეყანას აქვს „ძალაც და საშუალებაც“.


„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით სიტუაციას, ვხედავთ რას აკეთებენ. ამის საფუძველზე ჩვენ ვამუშავებთ კონკრეტულ და ადეკვატურ რეაგირების ზომებს.“ - დასძინა მან.



შეგახსენებთ, რომ მანამდე ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პოლონეთი და ლიტვა ბელორუსის საზღვრებთან სამხედრო ძალებს აგროვებენ. მისი თქმით, ევროპაში რჩება ნატოს ჯარების 35 000 კაციანი დაჯგუფება, რომელთაგან დაახლოებით 25 000 ბელორუსის მიმდებარე ქვეყნებშია განთავსებული.

1
442
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
442
  
2022, 5 ოქტომბერი, 1:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1