x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
"მოკლედ, დიდი ამბავი ყოფილა... უჩხუბიათ" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო ჯანგირაშვილი

image


ტელეკომპანა "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მიერ ტელეკომპანია "პოს ტვ"-ის 52 %-ის ყიდვის ფაქტს სოციალურ ქსელში ირონიული პოსტით ეხმაურება და წერს:


"მოკლედ, დიდი ამბავი ყოფილა პოსტვ–ში–შალვა რამიშვილს და ბ–ნ ვიქტორ ჯაფარიძეს უჩხუბიათ. შალვამ, მე ჰემინგუეი მირჩევნიაო ფოლკნერს. ბ–ნმა ვიქტორმა, ეგ რანაირადო? შალვამ – ეგ კაცი მინიმალიზმის კვინტესენცია იყო და მაგიტომო.


ბ–ნ ვიქტორს უთქვამს, როგორ შეიძლება მინიმალიზმი ეპიკურობას ჯობდესო, მე ფოლკნერის ექსპერიმენტულ ელიპტურობაზე ვაფრენო. შალვამ მაგის ცნობიერების ნაკადების ამოფრქვევასაც გავკარიო, ჰემინგუეის გმირები მთელ მსოფლიოს ედებოდნენ და შენი ფოლკნერი კიდევ ჩაკეტულ სამყაროს ვერ გაცდაო.


ბ–ნმა ვიქტორმა, ეგ შენი ჰემინგუეი ლოთი იყოო. მომკვდარა შალვა სიცილით, ვისზე ამბობ, ფოლკნერზე ლოთი რანაირად იყოო. მოკლედ, უჩხუბიათ მაგრად. გურის გაუშველებია–რა ფოლკნერი, რა ჰემინგუეი. ნიცშე და მორჩაო! გამიხარდა ძალიან, რომ ეს შესანიშნავი პროექტი გადარჩა და ბ–ნი ვიქტორი და შალვა თანამებრძოლებად დარჩნენ."- ვკითხულობთ ნინო ჯანგირაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ჯაფარიძემ ტელეკომპანია "პოს ტვ"-ის 52 პროცენტი იყიდა. ამის შესახებ დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომლის თანაგუნდელიც ვიქტორ ჯაფარიძე გახდა. ცნობისთვის, მოძრაობა "ხალხის ძალა" გაფართოვდა, გაერთიანებას დღეს "ქართული ოცნების" კიდევ ხუთი დეპუტატი - ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდნენ.


ცვლილებების შემდეგ კი არხის წილები ასე გადანაწილდება:



  • ვიქტორ ჯაფარიძე - 52%


  • შალვა რამიშვილი - 24%


  • თემურ ჭარელაშვილსი - 24%


  • მეწილეები აღარ იქნებიან ნუგზარ რუხაძე, ზვიად ბლიაძე, ანა შენგელია და ვახტანგ კომახიძე






0
537
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
537