x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
1886 წელს ილია ჭავჭავაძე გაცხარებით მუშაობდა "ივერიაზე" - იმ პერიოდის კუ ცოცხალია და 190 წლისაა

ეს არის კუ სახელად ჯონათანი. ის მსოფლიოში ხმელეთზე მცხოვრები უძველესი ცხოველია. არაერთგზისაა შესული გინესის რეკორდების წიგნში. სულ ახლახანს კი ყველაზე ასაკოვანი კუს ტიტული მიიღო.


image




ითვლება, რომ ჯონათანი დაიბადა 1832 წელს. მისი სავარაუდო ასაკი 190 წელია.


ოფიციალურად ეს არის სეიშელის გიგანტური კუ (Aldabrachelys gigantea hololissa) ალდაბრას გიგანტური კუს ქვესახეობა.



ჯონათანი ცხოვრობს კუნძულ წმინდა ელენაზე, სამხრეთ ატლანტის ოკეანეში. კუნძულზე ის 1886 წელს მიიყვანეს სამ სხვა კუსთან ეთად, დაახლოებით 50 წლის ასაკში. მასზე ზრუნავს კუნძულის მთავრობა და იმყოფება გუბერნატორის რეზიდენციის ტერიტორიაზე.


მისი ასაკი შეფასებულია იმის მიხედვით, რომ, როცა 1882 წელს მიიყვანეს კუნძულზე სრულად მომწიფებული იყო, რაც ამ კატეგორიის კუსთვის ნიშნავს მინიმუმ 50 წლის ასაკს.


კუს სიბერის გამო კატარაქტა აქვს და სრულად დაკარგა მხედველობა. დაკარგული აქვს ყნოსვაც, ამიტომ ვერ ამოიცნობს საკვებს. მას სპეციალური დიეტებით კვებავენ.


კუნძულ წმინდა ელენასთვის ჯონათანი ერთგვარ სავიტო ბარათს წარმოადგენს. იქაურ ხუთ მონეტიან პენსის უკანა მხარეზე გამოსახულია კუ.


image


image

ჯონათანი ახლახან გინესის რეკორდში შევიდა ახალი ტიტულით "ყველაზე ასაკოვანი კუ" (the oldest tortoise ever)

image

ჯონათანი (მარცხნივ) სხვა გიგანტურ კუსთან ერთად. კუნძულ ელენეზე მიყვანიდან ოთხი წლის შემდეგ. 1886 წ.


image


პ.ს. უცნაური განცდაა არა? მთელი მსოფლიოს ხალხი გამოიცვალა, აღარავინაა იმ პერიოდიდან ცოცხალი ერთი კუს გარდა.



image




2
364
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
364
  
2022, 5 ოქტომბერი, 1:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ოქტომბერი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2