x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ცნოობთ ყველაზე ცნობილ კინორეჟისორებს სახეზე?
image


შეგიძლიათ ფოტოთი ის ადამიანები ამოიცნოთ, რომლებმაც ისეთი ცნობილი ფილმები გადაიღეს როგორიცაა მაგალითად, "ტიტანიკი", "ტერმინატორი", "ავატარი" ან "მაკულატურა"? თუ ნამდვილი კინომანი ბრძანდებით და ფიქრობთ რომ აღნიშნული ტესტის გავლა თქვენთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს მაშინ დავიწყოთ.




1. ვინ არი ეს ადამიანი?

image


1. ჯეიმზ კამერონი
2. ბრაიან დე პალმა
3. ფრენსის ფორდ კოპოლა



სწორი პასუხია - ჯეიმზ კამერონი, ამ კანადელი რეჟისორის ყველაზე ცნობილი ფილმებია -" ტერმინატორი", "ტერმინატორი 2: განკითხვის დღე ", "ტიტანიკი", "ავატარი" და სხვა.





2. დაასახელეთ ფოტოზე გამოსახული პიროვნება...


image


1. რომან პოლანსკი
2. სტივენ სპილბერგი
3. კლინტ ისტვუდი


სწორი პასუხია - სტივენ სპილბერგი, სამგზის "ოსკარის" მფლობელი ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი, ფილმების "შინდლერის სიისა" და "რიგითი რაიანის გადასარჩენად" ავტორი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება



3. ვინ არის ეს რეჟისორი?


image


1. რიდლი სკოტი
2. სტენლი კუბრიკი
3. მარტინ სკორსეზე


აღნიშნული პიროვნება ამერიკის კინოაკადემიის "ოსკარის" მფლობელი რეჟისორი - მარტინ სკორსეზე გახლავთ, რომელიც ისეთი ცნობილი ფილმების ავტორია, როგორიცაა - "ტაქსის მძღოლი", "ცოფიანი ხარი", "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება", "უოლ-სტრიტის მგელი", "ირლანდიელი" და სხვა.





4. ვინ არის ეს ადამიანი?


image


1. პიტერ ჯექსონი
2. კვენტინ ტარანტინო
3. ანდრეი ტარკოვსკი


რაღა თქმა უნდა, თქვენ წინაშეა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რეჟისორი - კვენტინ ტარანტინო.





5. ვინ არის გამოსახული ფოტოზე?


image


1. კრის კოლუმბი
2. ფრენსის ფორდ კოპოლა
3. რობერტ როდრიგესი


ფოტოზე უკვდავი კინოტრილოგიის "ნათლიას" ავტორი და რეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა გახლავთ



6. ვინ არის ეს პიროვნება?


image


1. პოლ თომას ანდერსონი
2. სტენლი კუბრიკი
3. დარენ არონოვსკი


სწორი პასუხია - სტენლი კუბრიკი, რომელიც გახლავთ ისეთი გახმაურებული ფილმების რეჟისორი როგორებიცაა - "მექანიკური ფორთოხალი", "ნათება", "ფართოდ დახუჭული თვალები" და სხვა.




7. თქვენ წინაშეა მისი უდიდებულესობა....


image


1. სერგეი ბონდარჩუკი
2. ვუდი ალენი
3. დევიდ ლინჩი


აღნიშნული პიროვნება როგორც თავადაც მიხვდით ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორი, ვუდი ალენი გახლავთ





8. ვინ არის ეს რეჟისორი?


image


1. დევიდ ფინჩერი
2. ალფრედ ჰიჩკოკი
3. ჯორჯ ლუკასი


ეს პიროვნება საკულტო ფილმის - "მებრძოლთა კლუბის" რეჟისორი, დევიდ ფინჩერია




9. თქვენ წინაშეა ....


image


1. მაიკლ ბეი
2. უეს ანდერსონი
3. დევიდ ლინჩი


სწორი პასუხია! მსოფლიო კინოს ლეგენდა, დევიდ ლინჩი




10. ალბათ, ეს ადამიანი ყველამ იცანით, თუმცა მაინც ამ რეჟისორის სახელი და გვარია....?????


image


1. ალფრედ ჰიჩკოკი
2. ლანა ვაჩოვსკი
3. ტომ ტიკვერი


რაღა თქმა უნდა, თქვენ წინაშეა "სასპენსის" უბადლო ოსტატი და ლეგენდარული ინგლისელი კინორეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი





11. ვინ არის ეს ადამიანი?


image


1. პიტერ ჯექსონი
2. ჯორჯ ლუკასი
3. ელდარ რიაზანოვი


ეს რეჟისორი რაღა თქმა უნდა, "ვარსკვლავური ომების" შემქმნელი, ჯორჯ ლუკასია





12. და ბოლოს, ამ რეჟისორის სახელი და გვარია.....


image


1. რომან პოლანსკი
2. პიტერ ფარელი
3. ბრაიან დე პალმა


სწორი პასუხია - ბრაინ დე პალმა, ცნობილი ამერიკელი საკულტო რეჟისორი გახლავთ ისეთი ცნობილი ფილმების ავტორი როგორიცაა - "ნაიარევი სახე" და "შეუსრულებელი მისია."







0
691
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
691