საზოგადოებრივი ბორბალიდან ავტომობილამდე - ისტორია და გამოგონებები 2022, 4 ოქტომბერი, 13:09 ![]() ![]() ავტომობილის განვითარება იწყება უძველესი ეტლიდან, თუმცა ეტლის გამოგონება უკავშირდება ბორბალს. თავდაპირველად ადამიანები ტვირთის გადასატანად ძელის საგორავს იყენებდნენ, თუმცა ბორბალი ტვირთთან კონტაქტის გამო ძალიან სწრაფად ცვდებოდა. ამის შემდეგ შეიქმნა ბორბალი, რომელიც ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა და ადამიანებს საშუალებას აძლევდა, რომ ტვირთი გადაეტანათ, შემდეგ კი ბორბალი განვითარდა და შეიძინა სხვადასხვა დანიშნულება. ბორბალი დროთა განმავლობაში ვითარდება, იცვლის ფორმას, მისი ეკონომიკური დანიშნულებაც კი უფრო მეტად იზრდება. ბორბალი თავდაპირველად და მომავალშიც ვაჭრობას აუმჯობესებდა, რადგან მას ჰქონდა ტვირთის გადამტანი თვისება. ტვირთის სწრაფად გადატანა კი უზრუნველყოფდა ვაჭრობას. საბოლოოდ ეს ჯაჭვი ავითარებს ეკონომიკასა და აუმჯობესებს ქალაქებს შორის ვაჭრობას. ბოლოს, ბორბალი ისეთ სახეს იღებს, რომელიც ქვეყნებს შორის ვაჭრობის საშუალებას აძლევს ადამიანს. ბორბლის განვითარება იწვევს თვითმავალი ეტლის გამოგონებას, რომლის იდეაც ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. ![]() ![]() ავტომობილის განვითარება ხდება ეტაპობრივად. ბორბლიდან დაწყებული ტვირთის გადამტანი ტექნოლოგია ცდილობს, რომ მიიღოს სრულყოფილი სახე. ავტომობილის ისტორია იწყება 1886 წლიდან. კარლ ბენცმა მიიღო პატენტი მსოფლიოში პირველ ავტომობილზე. ის იყო ბენზინზე მომუშავე ძრავით. ერთი წლით ადრე ბერლინში დაპატენტებული იყო ორთვლიანი, ძრავაძე მომუშავე სატრანსპორტო საშუალება, რომლის ავტორიც იყო დაიმლერი. თუმცა მან მხოლოდ 1889 წელს შექმნა პირველი ფუნქციური ავტომობილი. მსოფლიოში პირველი ავტომობილი რომელიც იყო ბენცის მიერ შექმნილი, იყო სამთვლიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 16 კმ/სთ-ს აღწევდა. ![]() რამდენიმე წლის შემდეგ ბენცმა გამოუშვა ოთხთვლიანი ავტომობილი, რომელიც მუდმივად იცვლებოდა 1901 წლამდე. თუმცა სულ გამოშვებული იყო 2300 ცალი. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში განხორციელდა სხვადასხვა სიახლეები. 1897 წელს დიზელმა შექმნა ძრავა, რომელიც იყო 20 ცხენის ძალის ტოლი. პირველი სერიული მსუბუქი ავტომობილი Mercedes-Benz კი 1936 წელს შეიქმნა. ![]() ![]() ასევე ავტომობილის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა ტერმინებიც, მაგალითად 1894 წლამდე ავტომობილის ნაცვლად იხმარებოდა ტერმინი „თვითმავალი ოთხთვალა“. ტერმინი „ავტომობილი“ დამკვიდრდა მას შემდეგ რაც პირველად ჩატარდა ავტორბოლა. ამ პერიოდში იწყება ავტომობილის განვითარება. მაგალითად 1899 წელს საფრანგეთში გამოუშვეს 1672 ავტომობილი, 1901 წელს კი 5886 ავტომობილი. 2010 წელს მსოფლიოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ მილიარდს გადააჭარბა. საქართველოში, თბილისში 1905 წელს გამოჩნდა პირველი ავტომობილი. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ყველაზე მეტი ავტომობილი გამოუშვა ჩინეთმა 23, 7 მილიონი, ასევე ლიდერობს აშშ-11, 6 მილიონით. 259 2-ს მოსწონს
|