x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„დემნა გვასალიამ თქვა, თბილისში ფეხს არ ჩავდგამო, მსოფლიოსთვის საქართველო მას არ გაუცნია“ - ქეთი დოლიძე
image

.

რეჟისორი ქეთი დოლიძე დემნა გვასალიასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ

.


თბილისის საპატიო მოქალაქეობა ელდარ შენგელიას არ ეკუთვნოდა თუ ტარიელ ჭანტურიას, ჯემალ სეფიაშვილს?! რომელი იყო უღირსი? ერთადერთი, მე ძალიან დიდი კითხვის ნიშანი მაქვს გვასალიაზე... ალბათ, რაღაც ისეთი ნაბიჯი იყო...


- დემნა გვასალიამ ხომ საქართველოს სახელი მსოფლიოში გაიტანა?


- ერთი წუთით, რა... დემნა გვასალიამ თქვა, თბილისში ფეხს არ ჩავდგამო და ეს რომ საწყენია, რაღაზე ვსაუბრობთ?! არ არის ეს თბილისელი კაცი, სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, მგონი, თბილისში არც არასდროს ყოფილა!


მსოფლიოსთვის საქართველო დემნა გვასალიას არ გაუცნია და ძალიან გთხოვთ, ეგ აღარც გაიმეოროთ!


რის საქართველო, რა საქართველო?! როდის იყო სადმე დემნას საქართველოზე ესაუბროს?! სადმე ქართველ დიზაინერად მოიხსენიება? რას მელაპარაკებით თქვენ, კაცო?! არსად უხსენებია და უნდა რცხვენოდეს, თუ ნამუსი და სინდისი აქვს! ადამიანები, რომლებიც მიშა სააკაშვილზე და "ნაცებზე" გიჟდებიან, ჩემთვის არც არსებობენ!““ - აღნიშნავს ქეთი დოლიძე.


* * *

რეჟისორი ქეთი დოლიძე მიუხედავად იმისა რომ ქართული ოცნების აქტიურ მხარდამჭერად ითვლება, ტეატრიდან მაინც გაუშვეს. ამჯერად რეჟისორი მის მოშორებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც მან კვირის პალიტრას უთხრა, ბიძინა ივანიშვილს მის მოშორებას არავინ კითხავდა.

.

„არავის არსაიდან მოვუშორებივარ! საიდან მომიშორა ივანიშვილმა, ძალიან მაინტერესებს? რა სისულელეა, ღმერთო ჩემო! ადამიანმა თქვა, მე აღარასოდეს აღარაფერში ჩავერევიო! კულტურის მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერ-მინისტრი?! მანანა ბერიკაშვილს, მიხეილ გიორგაძეს ჰკითხეთ, ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი! რომელი თეატრის საქმეში ჩარეულა ბიძინა ივანიშვილი, მაინცდამაინც ქეთი დოლიძე მოეშორებინა?! სირცხვილი აღარ არსებობს, რა უზნეობაა ეგეთი შეკითხვების დასმა?! საერთოდ ასეთი აზრის არსებობა?!

.

ეს არის ჩვეულებრივი, პროვინციული, ორღობის ჭორაობა, რომლის იქითაც საქართველო ვერასოდეს წავიდა! განა თბილისური ჭორაობაა, არამედ - ორღობის!

.

ვიღაც დადის დემნა გვასალიას დაბამბულ, ხუთი ზომით დიდ სამოსში და ჰგონია, ქართულ ელიტას წარმოადგენს, ბოდიში და "სვეცკობა" წარმოუდგენია. ეს არის ღრმა პროვინციალიზმი!

.

ყველაზე გენიალურად ეგ ნოდარ დუმბაძემ თქვა! - ჩემთვის არისტოკრატი ადამიანი არის ბაბუაჩემი, გურიის სოფელში პატარა ბავშვი რომ ღობეს გადმოაბიჯებდა, ფეხზე დგებოდა და ისე ხვდებოდაო...

.

ამათ ჰყავდეთ თავიანთი დემნა გვასალია, სადაც არის! ეტყობა, ეს დაჯილდოება ჟესტი იყო, რომ სინდისში ჩააგდონ. თუ მაგარი ტიპია, თქვას რამე თბილისის საპატიო მოქალაქეობაზე! ხანდახან რაღაცები ავანსად კეთდება და თუ ვინმეს დემნა გვასალიას აქეთ მობრუნება სჭირდება, მოაბრუნოს, მე არაფერში მჭირდება! - აღნიშნავს ქეთი დოლიძე/

.

ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ>>

0
1083
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1083
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0