x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„ბიძინას ვინ კითხავდა ჩემს მოშორებას, მანანა ბერიკაშვილს და გიორგაძეს კითხეთ ვინ ჩაიდინა“ - ქეთი დოლიძე
image

.

რეჟისორი ქეთი დოლიძე მიუხედავად იმისა რომ ქართული ოცნების აქტიურ მხარდამჭერად ითვლება, ტეატრიდან მაინც გაუშვეს. ამჯერად რეჟისორი მის მოშორებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც მან კვირის პალიტრას უთხრა, ბიძინა ივანიშვილს მის მოშორებას არავინ კითხავდა.

.


„არავის არსაიდან მოვუშორებივარ! საიდან მომიშორა ივანიშვილმა, ძალიან მაინტერესებს? რა სისულელეა, ღმერთო ჩემო! ადამიანმა თქვა, მე აღარასოდეს აღარაფერში ჩავერევიო! კულტურის მინისტრი იყო ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერ-მინისტრი?! მანანა ბერიკაშვილს, მიხეილ გიორგაძეს ჰკითხეთ, ვინ ჩაიდინა ეს ყველაფერი! რომელი თეატრის საქმეში ჩარეულა ბიძინა ივანიშვილი, მაინცდამაინც ქეთი დოლიძე მოეშორებინა?! სირცხვილი აღარ არსებობს, რა უზნეობაა ეგეთი შეკითხვების დასმა?! საერთოდ ასეთი აზრის არსებობა?!

.

ეს არის ჩვეულებრივი, პროვინციული, ორღობის ჭორაობა, რომლის იქითაც საქართველო ვერასოდეს წავიდა! განა თბილისური ჭორაობაა, არამედ - ორღობის!

.

ვიღაც დადის დემნა გვასალიას დაბამბულ, ხუთი ზომით დიდ სამოსში და ჰგონია, ქართულ ელიტას წარმოადგენს, ბოდიში და "სვეცკობა" წარმოუდგენია. ეს არის ღრმა პროვინციალიზმი!

.

ყველაზე გენიალურად ეგ ნოდარ დუმბაძემ თქვა! - ჩემთვის არისტოკრატი ადამიანი არის ბაბუაჩემი, გურიის სოფელში პატარა ბავშვი რომ ღობეს გადმოაბიჯებდა, ფეხზე დგებოდა და ისე ხვდებოდაო...

.

ამათ ჰყავდეთ თავიანთი დემნა გვასალია, სადაც არის! ეტყობა, ეს დაჯილდოება ჟესტი იყო, რომ სინდისში ჩააგდონ. თუ მაგარი ტიპია, თქვას რამე თბილისის საპატიო მოქალაქეობაზე! ხანდახან რაღაცები ავანსად კეთდება და თუ ვინმეს დემნა გვასალიას აქეთ მობრუნება სჭირდება, მოაბრუნოს, მე არაფერში მჭირდება! - აღნიშნავს ქეთი დოლიძე/

.

ინტერვიუ სრულად ნახეთ აქ>>

1
124
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
124
  
2022, 5 ოქტომბერი, 1:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1