ფოტოგრაფია უნიკალური ისტორიული ფოტოები, რომლებიც ბევრ რამეზე აგიხელთ თვალს! 2022, 3 ოქტომბერი, 21:40 ისტორიის შესწავლა - დაუსრულებელი თავგადასავალია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაბრუნდეთ წარსულ ეპოქაში და იმ ადგილებში იმოგზაუროთ, სადაც ჯერ კიდევ არ ყოფილხართ. რაც ამ აქტივობას კიდევ უფრო ამაღელვებელსა და დასამახსოვრებელს ხდის არის ავთენტური ფოტოები, რომლებიც ადასტურებს რომ ყველა ეს საინტერესო მოვლენა რეალურად მართლაც მოხდა. ამ იშვიათი კადრების უკან მდგომი მომნუსხველი ისტორიები საშუალებას გაძლევთ დროებით წარსულში დაბრუნდეთ და გარდასული დღეების არაერთ საიდუმლოს ახადოთ ფარდა.![]() 19 წლის ანჯელინა ჯოლი, 1994 წელი![]() ავღანეთის ქუჩები, 1979 წელი![]() პოლიციელმა ქალი ბიკინის ტარებისთვის დააჯარიმა, რიმინი, იტალია, 1957 წელი![]() ქალებს აინშტაინი მართლაც რომ განსაკუთრებით უყვარდათ, 1939 წელი![]() ჯარისკაცები პატივს მიაგებენ იმ 8 მილიონ ცხენს, ვირსა და ჯორს, რომლებიც 1918 წლის პირველი მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ![]() ირანელი ქალები ახალი ინიციატივის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს, რომელიც მათ ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებდა, 1979 წლის 8 მარტი![]() სტას ნამინი, ალექსანდრე აბდულოვი და რიჩარდ გირი მოსკოვში, კლუბ "პილოტში", 1995 წელი![]() 1900-იანი წლების დასაწყისის მეხანძრეების კოსტიუმი ჩადგმული წყლის ამომფრქვევებით, რომელიც მაშველებს ცეცხლთან მიახლოების საშუალებას აძლევდა![]() ფილმ "საშინელება თელების ქუჩაზე" კულისებს მიღმა, 1984 წელი![]() მისის ქეით ფირინგ სტრონგი ვანდერბილტის ყველაზე ძვირადღირებულ მასკარადზე ტაქსიდერმიული ქუდით გამოცხადდა, 1883 წელი![]() ანიმაციური ფილმის "სამხრეთის პარკი"-ის შემქმნელები მეტ სტოუნი და ტრეი პარკერი, 1997 წელს![]() ფრანგი ჯარისკაცები საუდის არაბეთის ჩრდილოეთით, სპარსეთის ყურეში ომის დროს, 1990 წლის 26 ოქტომბერი![]() არნოლდ შვარცნეგერი ბალეტის ილეთების სწავლისას![]() მუჰამედ ალის "The Beatles"-თან შეხვედრა, 1964 წელი![]() "Paramount Pictures"-ის ლოგო იმ დღეს, როცა ის პირველად დახატეს, 1965 წელი![]() 1937 წელს "ოქროს კარიბჭის" ხიდის გახსნა![]() 1961 წლის გამოშვებული Buick "Flamingo" მბრუნავი წინა სავარძლით![]() ალბერტ აინშტაინი და მისი საყვარელი ჩუსტები![]() ესკიმოსების უძველესი სათვალე თოვლის სიბრმავისგან დასაცავად, სათვალე როგორც წესი, ხისგან ან ლომვეშაპის ეშვისგან მზადდებოდა1109 შეფასება არ არის |