x
მეტი
  • 09.12.2022
  • სტატია:124203
  • ვიდეო:355547
  • სურათი:496957
მამაკაცმა სრულიად მოულოდნელად აღიარა 35 წლის წინ გაუჩინარებული ცოლის მკვლელობა
image

თვითმხილველების თქმით, რობერტ ბირენბაუმი და გეილ კაცი ერთმანეთისთვის სრულიად შეუფერებელი იყვნენ. ის იყო მაღალი, სიმპათიური მამაკაცი, პილოტი, პლასტიკური ქირურგი და ნებისმიერი კომპანიისთვის სასურველი სტუმარი, იცოდა ბევრი ენა და განსაკუთრებით წარმატებით სარგებლობდა ქალებში.




Გგეილი კი გარეგნობით არ გამოირჩეოდა, ამავე დროს ჰქონდა ძალიან ცუდი ხასიათი, პრობლემები ნარკოტიკებთან, გაუწონასწორებელი ფსიქიკა და შემთხვევითი ინტიმური ურთიერთობების უზარმაზარი ბაგაჟი. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ ერთად ყოფნა გადაწყვიტეს.






სხვების გასაკვირად, წყვილმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბედნიერი წყვილის შთაბეჭდილების მოხდენა მოახერხა და მხოლოდ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გეილმა აღიარა თავის დასთან ალენთან, რომ რობერტი ნამდვილი დესპოტი იყო, აკონტროლებდა მის ყოველ ნაბიჯს, ითხოვდა მუდმივად ყურადღებას და ძაღლურ ერთგულებას.





ერთხელაც ატირებულმა ქალმა მოყვა, რომ რობერტმა კატის ტუალეტში დახრჩობა სცადა, რადგან, მისი აზრით, გეილი ზედმეტ ყურადღებას უთმობდა შინაურ ცხოველს.


image


მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი არაერთხელ ეწვივნენ ფსიქოლოგებს, რომლებმაც გააფრთხილეს გეილი რობერტის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესაძლო საფრთხის შესახებ.






მაგრამ ასეა თუ ისე, მათი რთული ოჯახური ცხოვრება გაგრძელდა. თუმცა, უსამართლობა იქნებოდა მხოლოდ რობერტის დადანაშაულება - გეილმა თავისებურად იძია შური ქმარზე: ღალატობდა, ვისთანაც შეეძლო, მის გასაბრაზებლად მოწევა დაიწყო და უმიზეზოდ ისტერიებს აწყობდა.




მეზობლის თქმით, ოჯახში სკანდალები შესაშური კანონზომიერებით ხდებოდა. ერთ-ერთი მორიგი სკანდალის შემდეგ გეილი გაუჩინარდა და დატოვა ჩანთა, სადაც ფული, დოკუმენტები და საკრედიტო ბარათები იდო.




image


36 საათის შემდეგ რობერტმა პოლიცია გამოიძახა. გეილი ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი იპოვეს. რობერტზე ჰქონდათ ეჭვი, მაგრამ პირდაპირი სამხილები და მტკიცებულებები არ არსებობდა, ამიტომ მამაკაცი განაგრძობდა ჩვეულებრივ ცხოვრებას, მალევე სხვა ქალი გაიცნო და ცხოვრობდა ბედნიერად .




ოთხი წლის შემდეგ, 1989 წელს, ოკეანეში იპოვეს ქალის სხეული თავისა და კიდურების გარეშე. ექსპერტიზის შემდეგ ყველა მივიდა დასკვნამდე, რომ ნეშტი გეილს ეკუთვნოდა და მკვლელობის საქმე დაიხურა. თუმცა 8 წლის შემდეგ დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ თავმოკვეთილ გვამს მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ამიტომ გამოძიება განახლდა.






2000 წელს რობერტი დააპატიმრეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ნაფიც მსაჯულებმა ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობაში, მიუხედავად იმისა, რომ მტიცებულებები არასაკმარისი იყო და რობერტმაც არ აღიარა დანაშაული.მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.




და აი 2020 წელს, პირობით ვადამდე გათავისუფლების სხდომაზე, რობერტ ბირენბაუმმა სრულიად მოულოდნელად სიმართლე თქვა: მან აღიარა, რომ ცოლი ჩხუბის დროს მოკვლა, ხოლო მისი ცხედარი თვითმფრინავში ჩატვირთა და ოკეანეში გადააგდო. (გაიხსნეთ, იგი პილოტიც იყო)




„უბრალოდ მინდოდა, ყვირილი შეეწყვიტა“, - ციტირებს ABC News-ი მამაკაცის სიტყვებს.




მისმა აღიარებამ შოკში ჩააგდო საქმეში ჩართული ყველა პირი, რადგან სწორედ ეს თეორია ჰქონდა პროკურატურას 2000 წელს სასამართლოში წარმოდგენილი.




"მე ვთქვი "წმინდა ს---, მეხუმრები?" - განაცხადა დენ ბიბმა, ერთ-ერთმა პროკურორმა, რომელმაც ბირენბაუმი მართლმსაჯულების წინაშე წარადგინა. „გაოგნებული ვიყავი, რადგან ყოველთვის მეგონა, რომ ეს დღე არასდროს დადგებოდა, რომ ის გამოტყდებოდა აიღებდა პასუხისმგებლობას ცოლის მკვლელობაზე“.

2
272
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
272
  
6 ოქტომბერი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

4 ოქტომბერი, 23:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2