x
image
დავითი ჩუთლაშვილი
პლანეტის 7 ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს
იყო დრო, როცა საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ ორ-სამ ათეულ ღარიბ ქვეყანაში შეგვეძლო უვიზოდ მოგზაურობა. გამოხდა ხანი და ძალიან ბევრმა მდიდარმა ქვეყანამ გახსნა საკუთარი საზღვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ქვემოთ წარმოგიდგენთ დედამიწის 7 ყველაზე მდიდარი ქვეყნისგან შემდგარ სიას, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს:


ვატიკანი


1. ვატიკანი. შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით - 375, 302 დოლარი


სულ რაღაც 42 ჰექტარზე განთავსებული, პლანეტის ყველაზე მომცრო ზომის სახელმწიფო ვატიკანი ამავდროულად ყველაზე მდიდარი ქვეყანაც არის. ვატიკანს 310 მილიონი დოლარის შემოსავალი დაუფიქსირდა 2021 წელს, რასაც მის 826 მოქალაქეზე თანაბრად თუ გადავანაწილებთ, 375, 302 დოლარს მივიღებთ. ამ მაჩვენებლით ის მართლაც პლანეტის უმდიდრესი სახელმწიფოა და რაც მთავარია, ქართველებს აქ უვიზოდ შეგვიძლია მოგზაურობა.



მონაკო


2. მონაკო. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით - 173, 688 დოლარი


მონაკო პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. დაახლოებით ორნახევარჯერ უფრო მდიდარია ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით. საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით აქ უვიზოდ 90 დღის მანძილზე შეგვიძლია დარჩენა ყოველ 180-დღიან ინტერვალში.


3. ლუქსემბურგი. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით - 136, 702 დოლარი


ლუქსემბურგი სიმდიდრით ორჯერ აღემატება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო რუსეთს - 11-ჯერ. აქაც ისევე, როგორც მონაკოში, საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით უვიზოდ 90 დღის მანძილზე შეგიძლიათ დარჩენა ყოველი 180 დღის გასვლის შემდეგ.


4. ლიხტენშტაინი. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით - 136, 000 დოლარი


ლიხტენშტაინი მონაკოზე ოდნავ უფრო “ღარიბია” და ქართველებს აქაც 90 დღე შეგვიძლია უვიზოდ გავატაროთ.


5. შვეიცარია. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით - 93, 720 დოლარი


აქაც ქართული პასპორტით 90 დღის გატარებაა შესაძლებელი ყოველ 180 დღეში.


6. ნორვეგია. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით - 89, 090 დოლარი


ნორვეგია ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან მაღალგანვითარებული დემოკრატია აქვს. და ქართველებს აქაც უვიზოდ გვიღებენ.


ისლანდია


7. ისლანდია. მშპ ერთ სულზე გაანგარიშებით - 69, 033 დოლარი


ბიონსეს სამშობლო 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების ხუთეულში შედიოდა.


საქართველოს მოქალაქეებს ბიონსეს სამშობლოშიც 90 დღით შეგვიძლია დარჩენა უვიზოდ.


ის ფაქტი, რომ ქართველებს უვიზოდ შეგვიძლია მოგზაურობა პლანეტის ყველაზე მდიდარ 7 ქვეყანაში, არის იმ გარემოების დამსახურება, რომ ევროკავშირი ჩვენ პოტენციურ წევრ ქვეყნად განგვიხილავს. ცნობისათვის, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა უვიზოდ არ შეუძლიათ ჩვენზე ათჯერ უფრო მდიდარი ყატარის მოქალაქეებსაც კი. ევროკავშირი ღია არ არის არც უმდიდრესი ქუვეითის მოქალაქეებისთვის - მათაც ვიზა სჭირდებათ, რათა ევროპაში იმოგზაურონ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ტაილანდი, საუდის არაბეთი - ყველა ეს ქვეყანა საქართველოზე მდიდარია და ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის დახურულია ევროკავშირის კარი. ხოლო რუსების უდიდეს ნაწილს უკვე ოცნებაშიც კი აღარ შეუძლია ევროპაში მოგზაურობა. რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირმა იმდენად მკაცრი სავიზო რეჟიმი დაუწესა, რომ ეს ფაქტიურად საზღვრების ჩაკეტვას უდრის.

1
911
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
911
  
2022, 4 ოქტომბერი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1