x
image
დავითი ჩუთლაშვილი
Voyager-ის პროგრამა: რამდენ ხანს იარსებებს ქართული “ჩაკრულო” კოსმოსში?
“ვოიაჯერ 1” ამჟამად ადამიანის ხელით შექმნილი პირველი ობიექტია, რომელმაც კოსმოსში უკვე 24 მილიარდი კილომეტრი დაფარა. მას შემდეგ, რაც ის იუპიტერს, სატურნს, ურანს და ნეპტუნს გასცდა, გაიჭრა ვარსკვლავთშორის სივრცეში, სადამდეც დღემდე არ მიუღწევია კაცობრიობის მიერ დამზადებულ არცერთ ხომალდს თუ მოწყობილობას.


ვოიაჯერი


როგორც “ვოიაჯერ 1, ” ასევე “ვოიაჯერ 2, ” ატარებენ სუფთა ოქროსგან დამზადებულ დისკებს, რომლებზეც აღბეჭდილია მისალმება 55 ენაზე, სხვადასხვა მუსიკალური შედევრები (მათ შორის ქართული “ჩაკრულო”), დედამიწის ხმები, ბუნების სურათები, სხვადასხვა კულტურათა წარმომადგენლების ფოტოები და ამერიკის იმჟამინდელი პრეზიდენტის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაუერატის, ჯიმი კარტერის სიტყვა.


საინტერესოა, მაინც რამდენ ხანს იარესებებენ “ვოიაჯერ 1” და “ვოიაჯერ 2” და რამდენ ხანს ილივლივებს ქართული “ჩაკრულო” კოსმოსურ სივრცეში?



რადგან ვარსკვლავთშორის სივრცეში მატერია ძალიან გაიშვიათებულია და რაიმე სხვა კოსმოსურ ობიექტთან მათი შეჯახების ალბათობა წარმოუდგენლად დაბალია, “ვოიაჯერის” ორივე ხომალდი მეცნიერების დასკვნით ტრილიონობით წელს გაძლებს და მათთან ერთად ამდენივე ხანს გაძლებს ასევე ოქროს ის დისკებიც, რაზეც “ჩაკრულოა” დატანილი. და თუ წარმოუდგენლად ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ რომელიმე მათგანს უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდი იპოვის, არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართული პოლიფონიური სიმღერით დატკბნენ.


ვოიაჯერი

0
166
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0