x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
შიბამი - ცათამბჯენების უძველესი ქალაქი

image
ეს ქალაქი ორ ათას წელზე მეტი ხნისაა, თუმცა, იმ სახით, რომლითაც იგი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, დაახლოებით ხუთი საუკუნის წინ დაიწყო ჩამოყალიბება. ქალაქის არქიტექტურა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პროგრამაში 1982 წლიდან.
image

დიდი ხნის განმავლობაში ეს ქალაქი, რომლის მოსახლეობაც არ აღემატება 14 ათას ადამიანს, იყო უძველესი სამხრეთ არაბეთის სახელმწიფოს ჰადრამაუტის დედაქალაქი, რომელიც ახლა იემენის ისტორიულ რეგიონად და პროვინციად ითვლება. ქალაქს აქვს დაახლოებით ხუთასი მაღალსართულიანი შენობა ხუთიდან თერთმეტ სართულამდე.
image
სახლის ყოველი სართული ერთ ოჯახს უკავია. ასეთი ქალაქის აშენების თავდაპირველი მიზანი იყო ბედუინი მომთაბარეების თავდასხმებისგან თავის დაცვა.
image
ამჟამად კი მთავარი პრობლემა ტერმიტების შემოსევაა. ბუნებრივია, სახლები რამდენჯერმე გადაკეთდა და ბევრ მათგანს შორის არის დამაკავშირებელი ხიდები. დღეისათვის აქ არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი თიხის სახლები, რომელთა სიმაღლე 30 მეტრს აღწევს.
image


0
161
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0